ტერენტი გრანელი - ფარული ვედრება / terenti graneli - faruli vedreba
სევდიან სარკეში და უცხო ღამიდან სანთლებით მისდევენ ყვავები ამ აპრილს. პოეტს გარინდებულს, როგორც პირამიდას, ზარების ტირილში გრიგალი გამაფრენს. გუმბათებს აკივლებს ხატების ანთება, ჰაერში ირხევა ფრთები ანგელოზების. სამრეკლოს წუხილი რომ გაიფანტება ტა
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1193 / თარიღი: 2014-09-08 / 6:49 PM / ორშაბათი
ტერენტი გრანელი - ფიქრები სიშორეზე / terenti graneli - fiqrebi sishoreze
ოთახში ვსდუმდი და წვიმდა ოდნავ და ვწუხდი გვიან გაფრენილ დღეზე, და როგორც ცეცხლი, გარს მეხვეოდა ფიქრი, სიკვდილზე და სიშორეზე. იდგნენ ქარები მძიმე დარდების და იშლებოდნენ შუქები სიმად. ვნანობდი განვლილ მზიან დარებზე, უიმედობას ანთებდა წვიმა.
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1176 / თარიღი: 2014-09-08 / 6:48 PM / ორშაბათი
ტერენტი გრანელი - ფიროსმანიშვილს / terenti graneli - firosmanishvils
შენ დაგედევნა სამიკიტნო რკინის რაზებით, ყალბი არღნებით გაწუხებდა ღამე წვიმაში, არ კადრულობდი შებრალებას ბედის წინაშე, დაგდევდა ლანდი, მთვარისაგან განაბრაზები. ჩუმად გეწვია საოცრების რუხი ხაზები, ფარულ კოშმარებს ატირებდი სევდის მინაში, შენ არ იცოდი დამშ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1493 / თარიღი: 2014-09-08 / 6:47 PM / ორშაბათი
ტერენტი გრანელი - ღამე გლეხთა სახლში / terenti graneli - ghame glekhtan sakhlshi
არ მეძინება, ღამე გრძელია, გარეთ ისევ წვიმს, მე ძირს ჩაველი. ალბათ ეს გლეხი იმერელია, ალბათ ეს გლეხი არის ფშაველი. ქარი ყოველთვის ფოთოლს ეხება, რა ვქნა, მე გრიგალს ვერ გავუძელი. უცებ შეაღეს კარი გლეხებმა და მოიტანეს პური, ყურძენი. მ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1175 / თარიღი: 2014-09-08 / 6:46 PM / ორშაბათი
ტერენტი გრანელი - ღამე, მთვარე და ქარი / terenti graneli - ghame, mtvare da qari
წამების წამი დადგა, ნუთუ იღბალი არის. ერთად მიდიან სადღაც ღამე, მთვარე და ქარი. როგორც საღამოს ლოცვა, დადგება მთაზე ნისლი. მიყვარს ღამეში, როცა ფოთლის შრიალი ისმის. მაშინ ვეძლევი დუმილს, ქვეყნის გაჩენა მიკვირს. ისევ ღა
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1292 / თარიღი: 2014-09-08 / 6:44 PM / ორშაბათი
ტერენტი გრანელი - ღამე ოთახში / terenti graneli - ghame otakhshi
გამომეღვიძა, ლამპა ჩამქრალა, ოთახში ბნელა, ფიქრი გროვდება. და შიშმა ისევ ამაკანკალა, და თითქოს ვიღაც მიახლოვდება. ეს როიალიც კუბოს მსგავსია და კუბოსავით მოჩანს კამოდიც. თითქოს ოთახში ვიღაც კაცია, თითქოს კიბეზე ვიღაც ამოდის. ქარმა ფა
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1662 / თარიღი: 2014-09-08 / 6:43 PM / ორშაბათი
ტერენტი გრანელი - ცხოვრება / terenti graneli - ckhovreba
გამათხოვრება ხომ გინდა გული. რადგან ცხოვრებას შენ არ ღებულობ. რა ვქნა, მე განცდა მიმაფრენს ქარში. ვწყვეტ ცხოვრებასთან ყოველგვარ კავშირს. რა ვქნა, ყოველთვის ისე ვიქნები. ცხოვრებას მე ვერ შევურიგდები.
კომენტარები: 0 / ნანახია: 1129 / თარიღი: 2014-09-08 / 6:42 PM / ორშაბათი
ტერენტი გრანელი - ძვირფას მეგობარს / terenti graneli - dzirfas megobars
ერთად ვიყავით და შენ ამბობდი, რომ ეს ცხოვრება ჩემთვის მეტია. შენ ამართლებდი ცისფერ ოცნებას, შენ ამართლებდი ამგვარ ხეტიალს. თითქოს ქვეყანა შენ გაბარია და აღარ ეძებ ცხოვრების სახსარს. სთქვი: პოეზია - ეს ზღაპარია, სთქვი: პოეზია - ეს სიზმრის ახსნა.
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1339 / თარიღი: 2014-09-08 / 6:37 PM / ორშაბათი
ტერენტი გრანელი - ძვირფას ქალს / terenti graneli - dzirfas qals
გარშემო იდგა თბილი ჰაერი და იყო სივრცე, როგორც ზეწარი. იყო შეხვედრა სულ სხვანაირი, შეხვედრა, ჩუმი და უეცარი. მე არ ვფიქრობდი მაშინ წვიმაზე, ღმერთო, რა იყო ამის მიზეზი. კვლავ მიდიოდა ქალი ძვირფასი და შენ სახეზე ნელა მიმზერდი. და თითქ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1063 / თარიღი: 2014-09-08 / 6:35 PM / ორშაბათი
ტერენტი გრანელი - ცისფერი სიშორე / terenti graneli - cisferi sishore
მიდის ფერწასული დღე, ღამე მომიახლოვდა, ღამე მომიახლოვდა - შავი და საშინელი. სინანული გაივლის მოგონების მაღლობთან და მოვა მწუხარება - ჩემი ლურჯი ფრინველი. ეს გუგუნი მუსიკის, როცა მე მიხარია, თან ტირილი მინდება და მკლავებზე ტრაური. ჩემი მოპირდაპირე უხილა
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1111 / თარიღი: 2014-09-08 / 6:30 PM / ორშაბათი
ნოდარ დუმბაძე - *** / nodar dumbadze - ***
ყოველ საღამოს, როცა მინდა დავწერო ლექსი, როცა ბავშვები ეზოს ნუშებს ეთხოვებიან, უცხო გოგონას აღებული აკორდი მესმის, დავდებ კალამს და დავდუმდები: ბეთჰოვენია... ის მოჰყავს ჩემთან უცხო გოგოს, უცხო ალერსით, მოყავს,რომ გული, ჩემი გული სადღაც წაიღოს, და იმ ს
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1098 / თარიღი: 2014-09-08 / 6:28 PM / ორშაბათი
ნოდარ დუმბაძე - შეჯიბრი / nodar dumbadze - shejibri
ნოდარიკოს და მაიკოს აქვთ კამათი და დავა. ამ ზაფხულს დასასვენებლად ვინ სად და როდის წავა. მაიკომ უთხრა: _ ბორჯომში წავალ ივლისის ათში. ნოდარმა უთხრა: _ შენს ჯიბრზე მე წავალ ლიმონათში
კომენტარები: 0 / ნანახია: 1120 / თარიღი: 2014-09-08 / 6:28 PM / ორშაბათი
ნოდარ დუმბაძე - ვარადა / nodar dumbadze - varada
ვარადა, ბიჭო, ვარადა, უკვე აღარ ვარ ავადა. დედიკომ ძალით შემასვა წამლები მთელი კარადა. კენჭივით ბიჭი ვიზრდები ბაბუას გასახარადა, ნოდარი მქვია სახელად, თოფურიძე ვარ გვარადა.
კომენტარები: 0 / ნანახია: 1258 / თარიღი: 2014-09-08 / 6:25 PM / ორშაბათი
ნოდარ დუმბაძე - ია / nodar dumbadze - ia
რა ყვავილს ვგავარ, თუ იცით? კარგათ შემხედეთ, აბა... ცისფერი ქუდი მახურავს, მაცვია ლურჯი კაბა. ბაღში ვარ, ხელით მატარებს ჩვენი მებაღე ძია, თავზე პეპელა მაზის და იცით? მე ია მქვია.
კომენტარები: 0 / ნანახია: 1937 / თარიღი: 2014-09-08 / 6:24 PM / ორშაბათი
ნოდარ დუმბაძე - ნანა / nodar dumbadze - nana
ლურჯ ჯეჯილს ეკითხებოდა გაოცებული ნანაო: _ ეგ კაბა ყაყაჩოებით ვინ მოგიქარგა, ყანაო? ერთი ის კაცი მაჩვენე, მეც მინდა მაგისთანაო.
კომენტარები: 0 / ნანახია: 1328 / თარიღი: 2014-09-08 / 6:23 PM / ორშაბათი
ნოდარ დუმბაძე - გაუგებარი ლექსი / nodar dumbadze - gaugebari leqsi
ეს ლექსი დედაზეცაა, ეს ლექსი მამაზეცაა, თუ მიწა დედამიწაა, მაშ ზეცა მამაზეცაა? აუ, რამდენი ცებია, ნეტავი საქმე რაშია, შენ ხომ არ მეტყვი, ბებია, რომ იყურები ცაშია? - მაცალე, შვილო, ცას ვანდობ, გულის ტკივილს და ხვაშიადს
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1621 / თარიღი: 2014-09-08 / 6:22 PM / ორშაბათი
ილია ჭავჭავაძე - ბაზალეთის ტბა / ilia chavchavadze - bazaletis tba
ბაზალეთისა ტბის ძირას ოქროს აკვანი არისო, და მის გარშემო, წყლის ქვეშე, უცხო წალკოტი ჰყვავისო. მწვანეა მუდამ წალკოტი, არასდროს, თურმე, არ სჭკნება, ქვეყნისა დროთა ტრიალსა იგი არ ემორჩილება. ვერ ერჩის, თურმე, მის მწვანეს ვერც სიცხე, ვერცა ზ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 2310 / თარიღი: 2014-09-08 / 6:20 PM / ორშაბათი
ვასილ გულეური - ლუკას რუკა / vasil guleuri - lukas ruka
მოუტანა მამამ ლუკას საქართველოს დიდი რუკა. უთხრა: რამდენიმე ფერით აქ ხატია ყველაფერი. დაიხსომებ, იოლია, – თეთრად – კავკასიონია, ლურჯი ფერით – შავი ზღვა და ტბები, წყლები დაიხატა, მწვანდ არის დაბლობები, ყავისფერად – დიდი მთები, ეს წ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1558 / თარიღი: 2014-09-08 / 6:18 PM / ორშაბათი
ვასილ გულეური - სოფოს წერილი ფუტკარს / vasil guleuri - sofos tserili futkars
ფუტკრისათვის გასაგზავნად წერილსა წერს სოფო: - რაც თაფლი გამომიგზავნე, აღარ ავადვმყოფობ! ყოველ დილით შენი თაფლით ჩაის მიტკბობს დედა. ახლა გრიპი შემოტევას ვეღარ გამიბედავს. ბებიკოსთან, გასულ ზაფხულს, მინდორში რომ გდიე, გახსოვს, ხელზ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1151 / თარიღი: 2014-09-08 / 6:16 PM / ორშაბათი
ვასილ გულეური - პეპელა / vasil guleuri - pepela
- ვინ მოუქარგა პეპელას ეს თეთრი კაბა, ნეტავ? - ამას რად უნდა შეკითხვა, რაღა თქმა უნდა, დედამ!
კომენტარები: 0 / ნანახია: 1370 / თარიღი: 2014-09-08 / 6:15 PM / ორშაბათი
ვასილ გულეური - კვირტები / vasil guleuri - kvirtebi
სითბომ იძალა, შეხედე, ხეებს დაასკდა კვირტები. შენ გიღიმიან, შეამჩნევ, თუ კარგად დააკვირდები.
კომენტარები: 0 / ნანახია: 1336 / თარიღი: 2014-09-08 / 6:14 PM / ორშაბათი
ვასილ გულეური - სიმინდი / vasil guleuri - simindi
ქოჩორს გვერდზე გადაიყრის, დღეს მოტეხვას გადაურჩა. გულიანად იცინის და ოცდაოთხი კბილი უჩანს.
კომენტარები: 0 / ნანახია: 1073 / თარიღი: 2014-09-08 / 6:13 PM / ორშაბათი
ვასილ გულეური - სოკო / vasil guleuri - soko
ნაწვიმარზე ამოვიდა, თავზე ქუდი დაიკოსა, წავუღებ და გავახარებ ჩემს პატარა დაიკოსა.
კომენტარები: 0 / ნანახია: 1594 / თარიღი: 2014-09-08 / 6:12 PM / ორშაბათი
ვასილ გულეური - დინოზავრი / vasil guleuri - dinozavri
შორი გზიდან მოდის მგზავრი – მოაბიჯებს დინოზავრი. გრძელი კუდით, ოთხი ფეხით არ ჩერდება, მუდამ დადის, განა ერთი, განა ასი – მილიონი წელიწადი. ზოგი არის უწყინარი, ზოგიერთი – აბეზარი: დიპლოდოკი, ტერაპოდი, ნოტოზავრი, სტეგოზავრი. ზოგი და
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1147 / თარიღი: 2014-09-08 / 6:06 PM / ორშაბათი
ვასილ გულეური - პანამა / vasil guleuri - panama
დაიხურა ანამა დედის თეთრი პანამა. ბებიკომ და მამიკომ უთხრეს: - ჩვენო ანიკო, ისე ძლიერ გიხდება, ვინც კი გნახავს, მიხვდება სჯობს, ატაროს პანამა გოგომ შენისთანამა.
კომენტარები: 0 / ნანახია: 1095 / თარიღი: 2014-09-08 / 6:05 PM / ორშაბათი
ვასილ გულეური - ბუ / vasil guleuri - bu
დღისით წიგნებს კითხულობს, არ შორდება ფუღუროს. ღამით გარეთ დაფრინავს, ვარსკვლავებს რომ უყუროს. რჩევას ვინც ეკითხება, არ ისტუმრებს უარით... ყველაფერი სცოდნია, მართლა ბრძენი ბუ არის!
კომენტარები: 0 / ნანახია: 1975 / თარიღი: 2014-09-08 / 6:04 PM / ორშაბათი
ვასილ გულეური - ჭიანჭველა / vasil guleuri - chianchvela
ტვირთი მიაქვს ჭიანჭველას, არ სჭირდება სხვისი შველა. თუმცა არის ერთი ციდა, ზურგზე თვითონ მოიკიდა. გამრჯეა და მუყაითი – არ აშინებს მძიმე ტვირთი. მასზე არის ათჯერ დიდი – აბა, კარგად დააკვირდი!
კომენტარები: 0 / ნანახია: 2144 / თარიღი: 2014-09-08 / 6:03 PM / ორშაბათი
ვასილ გულეური - ობობა / vasil guleuri - oboba
რა ყოფილა ეს ობობა, მთელი ეზო შემოღობა! განა წნელით ანდა ფიცრით, _ რა აგიხსნათ, თქვენც ხომ იცით? ქსელს ამზადებს იმისთანას, ვერც ხერხი ჭრის და ვერც დანა... ირგვლივ ისე შემოფინა, ბუზიც ვეღარ შემოფრინდა!
კომენტარები: 0 / ნანახია: 1867 / თარიღი: 2014-09-08 / 6:03 PM / ორშაბათი
ვასილ გულეური - იები / vasil guleuri - iebi
თოვლმა ვეღარ დააკავა, გადაიცვეს მწვანე კაბა. არ შეშინდნენ, თუმცა ცივა, დაიკიდეს ნამი მძივად. გვარიდებენ მორცხვად თვალებს – რამდენია, დაითვალე!
კომენტარები: 0 / ნანახია: 1189 / თარიღი: 2014-09-08 / 5:59 PM / ორშაბათი
ვასილ გულეური - საზამთრო / vasil guleuri - sazamtro
მზეზე წევს და მწიფდება, გულთან დარდს არ იკარებს, ამიტომაც ტოლი აქვს სიმაღლე და სიგანე.
კომენტარები: 0 / ნანახია: 1456 / თარიღი: 2014-09-08 / 5:58 PM / ორშაბათი
გიორგი ზანგური - ცამეტი / giorgi zanguri - cameti
შენ მიხვდები, რომ დღეს იანვრის ცა მეტია, ვიდრე ადამიანთა ცრურწმენა რომ თარსი რიცხვია ცამეტი; ფერებს იცვლიან ცისარტყელები და ცა მეტია, ფერებზე მეტი, მზიან ლოლოებს მოვეფერებით, ჩემს ფანჯარასთან რომ წასკდათ წვეთი, ზამთრის დარიან ამინდს ტირიან.
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1533 / თარიღი: 2014-09-08 / 5:50 PM / ორშაბათი
ნიკო გომელაური - კვლავ ცივი დეკემბერია / niko gomelauri - kvlav civi dekemberia
კვლავ ცივი დეკემბერია, კვლავ გაიხადა ტყემ, კვლავ ირგვლივ ნაცრისფერია, მაგრამ… იმატა დღემ. ისევ მაკივლებს შაკიკი, ისევ წამერთვა ხმა, ისევ არა მაქვს კაპიკი, მაგრამ… არ მცვივა თმა. თუმცა მებმევა ენა, თუმცა მაკლია თვალს, თ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1344 / თარიღი: 2014-09-08 / 5:48 PM / ორშაბათი
ნიკო გომელაური - როცა პირველად შენი თვალები / niko gomelauri - roca pirvelad sheni tvalebi
როცა პირველად შენი თვალები, ჩემს თვალებს შეხვდა, მახსოვს ვილოცე. როცა პირველად გვერდით დაჯექი, - სიზმარი ახდა და გავიოცე. როცა პირველად მზერა მესროლე, თან გამიღიმე, მაგრად დავიბენ. ვიფიქრე შენგან არა მინდა რა! მე თვითონ ჩემს თავს ფეხქვეშ დაგიფენ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 2774 / თარიღი: 2014-09-08 / 5:47 PM / ორშაბათი
დავით სულთანიშვილი - მატორი გაქვს გემოვნების ალბათ დასტუკებული / davit sultanishvili
გოგოვ!ისე შემომიჩნდი როგორც ოქროს ლომბარდი, ადრე მხოლოდ გულში მყავდი ახლა სულშიც მომრავლდი, ეგ ღიმილი თავ-გზას მიბნევს მაბნევს როგორც მირაჟი, შენით ვნახე სიყვარული დიდზე-დიდიტირაჟი, მე ყველაზე ძალიან შენი მწვანე მახარებს, როცა ონლაინზე ხარ მაუს ვერ ვწევ სხვა მხარეს
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 2140 / თარიღი: 2014-09-08 / 5:42 PM / ორშაბათი
ანრი ფაშურიშვილი - მიყვარხარ / anri fushurishvili - mikvarkhar
1 შენ აგიხსნია ბევრი ქარაგმა, ქორონიკონის კენტი და ლუწი,- მაგრამ არ იცი, ჩვენმა ქალაქმა რა სურათები მოქარგა უწინ. თუ ჩაგივლია სირაჩხანისკენ, დაჰკვირვებიხარ ამ ქუჩებს კარგად- გაგაოცებდა რუმბების სისქე და ჭიანურზე დაკრული ჩარგა სიძველისადმ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1153 / თარიღი: 2014-09-08 / 5:39 PM / ორშაბათი
იოსებ გრიშაშვილი - გამოთხოვება ძველ თბილისთან ანუ დუდუკის საარი ქარს აღარ მოაქვს / ioseb grishashvili - gamotkhoveba dzvel tbilistan
1 შენ აგიხსნია ბევრი ქარაგმა, ქორონიკონის კენტი და ლუწი,- მაგრამ არ იცი, ჩვენმა ქალაქმა რა სურათები მოქარგა უწინ. თუ ჩაგივლია სირაჩხანისკენ, დაჰკვირვებიხარ ამ ქუჩებს კარგად- გაგაოცებდა რუმბების სისქე და ჭიანურზე დაკრული ჩარგა სიძველისადმ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1671 / თარიღი: 2014-09-08 / 5:37 PM / ორშაბათი
იოსებ გრიშაშვილი - აშპაშხანისკენ / ioseb grishashvili - ashpashkhanisken
აშპაშხანისკენ, სადაც კლდის ქიმზე დგას ნარიყალა ჯავრით მზირალი, ჩავივლი დაღმართს და ერთ ნადიმზე შემხვდება ორი ნაჯიბგირალი. ”დაგვლოცე, ფირუზ!” “ვახ, გამარჯობა?!” მეც მიმიწვიეს, მეც დამასამეს... ხოლო, თუ ღვინომ რომელს გვაჯობა- განმარტებისთვის ვკითხ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1834 / თარიღი: 2014-09-08 / 5:36 PM / ორშაბათი
ბექა ხერგიანი - ზამთრის მიწურულს / beqa khergiani - zamtris mitsuruls
ჰაეროვანი გაქრა გრაცია... ქარი ტოტივით მოგტეხავს გამხმარს. გაზაფხული კი ისე გაცვია, თითქოს საზამთროდ შემოგინახავს. თოვლივით დნება ფაფუკი ხიბლი, შენ კი გწადია კვლავ ნორჩი გერქვას. შენ დაგეძებდა: გაზაფხულს ირგვლივ, ზამთრის ფუტკარი – მაისის ნექტარს
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1207 / თარიღი: 2014-09-08 / 5:34 PM / ორშაბათი
ანა კალანდაძე - რომ ავყოლოდი გულისთქმას / ana kalandadze - rom avkolodi gulistqmas
რომ ავყოლოდი გულისთქმას ჭკუას არ დავიხმარებდი. შენთან დავლევდი ჩემს დღეებს შენს გულში გავიხარებდი... ზურგს საფქვავს წამოვიგდებდი გზას წისქვილისკენ გავლევდი... პატარაც რამე გწყენოდა, სულს ხოხობივით დავლევდი...
კომენტარები: 0 / ნანახია: 1145 / თარიღი: 2014-09-08 / 5:32 PM / ორშაბათი
ანი ჭეიშვილი - რაღაცა მინდა ამაზე მეტი ... / ani cheishvili - raghaca minda amaze meti ...
რაღაცას ვხვდები და რაღაცას ვერა, მერევა ჩემში შენზე ფიქრები. მომენატრება ხვალ შენი მზერა და ვიცი ჩემი აღარ იქნები.. რაღაცას ისევ ვტოვებ და ვხვდები, რომ დაბრუნება იქნება ფარსი. ასე დუმილში გაივლის წლები და მაინც ვიცი მომძებნი სხვაში ! ისე,უბრალო
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1321 / თარიღი: 2014-09-08 / 5:30 PM / ორშაბათი
ანი ჭეიშვილი - სულ ასე ხდება, სულ ასე იცის... / ani cheishvili - sul ase khdeba, sul ase icis...
რაღაცას ვხვდები და რაღაცას ვერა, მერევა ჩემში შენზე ფიქრები. მომენატრება ხვალ შენი მზერა და ვიცი ჩემი აღარ იქნები.. რაღაცას ისევ ვტოვებ და ვხვდები, რომ დაბრუნება იქნება ფარსი. ასე დუმილში გაივლის წლები და მაინც ვიცი მომძებნი სხვაში ! ისე,უბრალო
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1117 / თარიღი: 2014-09-08 / 5:29 PM / ორშაბათი
ნიკო გომელაური - პოეტი, ურცხვი სუტენიორია / niko gomelauri - poeti, urckhvi sutenioria
პოეტი, ურცხვი სუტენიორია! ეს სიმართლეა განა ჭორია. როცა ლექსებით წიგნი ევსება, მის მუზას ყველა ეალერსება…
კომენტარები: 0 / ნანახია: 1155 / თარიღი: 2014-09-08 / 5:28 PM / ორშაბათი
ნიკო გომელაური - წავედი… ალბათ მომბეზრდა ბრძოლა / niko gomelauri - tsavedi... albat mombezrda brdzola
წავედი… ალბათ მომბეზრდა ბრძოლა, მომბეზრდა ბრძოლა წისქვილთან ქარის, ჯდომა, კი არა ნემსებზე წოლა, აღიარება მომბეზრდა ბრალის.
კომენტარები: 0 / ნანახია: 1203 / თარიღი: 2014-09-08 / 5:24 PM / ორშაბათი
ზურაბ გორგილაძე - ბუხართან / zurab gorgiladze - bukhartan
წიფლის ცეცხლი ბარბალებს, და კვარცხალებს კარდალი, - ნენი - ბიჭი კითხულობს - მჭადზე დაღი რად არი? დედა ხმამწუხარეა ზარს და ზეიმს ჩვეული, - შვილო, მჭადზე ჯვარია ძველი და კურთხეული. დაგმანული დუმილი წარსულს ესმის წყევლებად,
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1586 / თარიღი: 2014-09-08 / 5:22 PM / ორშაბათი
ზურაბ გორგილაძე - ბორჯომის ბოთლი / zurab gorgiladze - borjomis botli
ბათუმში ამ დროს, ლურჯი სიჩუმით შეზავებულ ხავერდის სეზონს, ნაზი ბინდების მტევნები ართობს, და ყავის ბოლში იბლანდება "სალხინოს" ეზო. ვაი გონიოს კედლის ბურჯებო... ბიჭნი დალალებს ივარცხნიან გოგონი ქოჩორს, შამპანურს სვლიპავს, ენამზეობს და იფურთხება, მ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1141 / თარიღი: 2014-09-08 / 5:21 PM / ორშაბათი
ზურაბ გორგილაძე - ბიოგრაფიის პატარა ნაწილი / zurab gorgiladze - biografiis patara natsili
ბიოგრაფიის პატარა ნაწილი მე ვცოცხლობ როგორც რიგითი ყველა, მაგრამ არ ვდაობ, მე, ერთადერთი და გამოგვალულ თავებზე ნელა, ეშვება ჩემი სინდისის კვერთხი. მე ვხედავ როგორც რიგითი ყველა, მაგრამ მე ვწყრები, მე, ერთადერთი, როცა მიზანი გაურბის რწმენას და გ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1195 / თარიღი: 2014-09-08 / 5:20 PM / ორშაბათი
ზურაბ გორგილაძე - ბებერი ძაღლი / zurab gorgiladze - beberi dzaghli
სოფელს დაჰღმუის მზე უშობელი. შენ წევხარ ჩუმად ლაფაროში - თვალდახუჭული და ცალი ყურით ქვესკნელებს უსმენ. მამამ რამდენჯერ მოინდომა შენი გაგდება, შენი დაკარგვა, მე კი... ვერ შეგელიე, ვერ გაგიმეტე. ახლა კი ლეკვთა ღავღავ-წკმუტუნს და მძუა
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1136 / თარიღი: 2014-09-08 / 5:18 PM / ორშაბათი
ზურაბ გორგილაძე - ახალ წელს / zurab gorgiladze - akhal tsels
უმთავრეს, უმთავრეს, უმთავრეს სამშობლოს სამშობლოს, ჩემს ჩანგს რომ აღაგზნებს პირველი, ახალ წელს, ახალ წელს, ახალ წელს ვულოცავ მე მისი მარადის ცისფერი ფრინველი. უმაღლეს, უაღრეს, უნაღდეს ხალხს ქართველს, მის ქუდს და ყაბალახს, ჯაგანს და ულოსა, მის მაღალ ოცნე
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1084 / თარიღი: 2014-09-08 / 5:17 PM / ორშაბათი
ზურაბ გორგილაძე - აღსარებასავით / zurab gorgiladze - aghsarebasavit
ქნარებში - კეთილი ტიროდა აშიკი, ვნებებში - მტარვალი ბრუნავდა გენია, მაღლიდან გროშივით გადმოყრილ ტაშისთვის, მე ერთი სტრიქონიც არ წამომცდენია. დანთქმული დღეების მოწყენას ვბარდები, დღეებიც დღეების დიდებას სდევნიან, ქანდარა დამეგმო, გამერთო პარტერი - მე ე
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1427 / თარიღი: 2014-09-08 / 5:16 PM / ორშაბათი
ზურაბ გორგილაძე - ამბობენ / zurab gorgiladze - amboben
მყუდროებას და ფოთლებს ამდორებს, მივიწყებული ტყეში ბილიკი, ამბობენ თურმე შენ მე დაგტოვე, ძვირფასო ეს ხომ იყო პირიქით? დღეებს უცნაურ ცასთან მივყავდით, გვდევდა ტოლთა და სწორთა ქილიკი, ამბობენ ტურმე მე არ მიყვარდი, არადა ეს ხომ იყო პირიქით?
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1362 / თარიღი: 2014-09-08 / 5:14 PM / ორშაბათი
ზურაბ გორგილაძე - ალბათ / zurab gorgiladze - albat
გამოგტყუებენ სიცილს, ამბორს გიყოფენ ამოდ, და გაღმერთებენ, - ვიცი!.. თქვენი მეუღლის გამო. მე მათ უბადრუკ ქვიცინს და მოთმენობას ვნანობ, თავს გევლებიან, - ისიც!.. თქვენი მეუღლის გამო. მე იმთავითვე მძაგდა და ამთავითვე მეწვის, ამ პროვინციელ ქალ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1114 / თარიღი: 2014-09-08 / 5:13 PM / ორშაბათი
ზურაბ გორგილაძე - აბოს ფერფლი / zurab gorgiladze - abos ferfli
შენ ყოფილხარ კალოთას? შენ ყოფილხარ ნენიას? შენ პირველი გალობა, სულზე მოგიფრენია? იმ დიდ ჟამიანობას, იმ დიდ ჟრიამულობას, როსმე გამოესარჩლე, შინაურს და შენიანს?.. თვალში როგორ მიყურებ, _ როგორ არა გრცხვენია! ჯვარცმით შეზავებული, მზის და ვაზის გენია, შენ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1571 / თარიღი: 2014-09-08 / 5:12 PM / ორშაბათი
სტოპა ჩილინგარაშვილი - ასე გგონია? / stopa chilingarashvili - ase ggonia?
ასე გგონია ვეღარ დავწერ დღეიდან ლექსებს? ასე გგონია ერთადერთი შენა ხარ მუზა? ლექსთა სამყაროს მარადიულ შენ ადგენ წესებს მღვრიე აზრებში როცა ისურვებ ჩაუშვებ ღუზას? შენ ჩემს სიტყვებში ალბათ ისეთს ვერაფერს ხედავ, ეგ მკაცრი გული მცირე გრძნობით მაინც აგევსოს ვიცი
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1275 / თარიღი: 2014-09-08 / 5:10 PM / ორშაბათი
მაია გონჯილაშვილი - მწყურიხარ / maia gonjilashvili - mtskurikhar
ჩურჩულით გპასუხობს გული და საწადელს თვალები გირანდავს, ვერ ვბედავ, კრძალვა და რიდია, მწყურიხარ... და მაინც მივდივარ... მივდივარ და მზისფერ კულულებს სხივს დაუწალიკებს მთის ქარი, დროც ტიალ ჭრილობებს მიწყლულებს _ გულისთქმა რაით ვერ გითხარი.
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1150 / თარიღი: 2014-09-08 / 5:09 PM / ორშაბათი
მირანდა გოდერძიშვილი - პიანინო კი თავისთვის უკრავს... / miranda goderdzishvili - pianino ki tavisit ukravs...
ცარიელია ოთახი ისევ,- როგორც შენამდე, ერთი დღის უკან... მე უშენობას ვერაფრით ვივსებ პიანინო კი,- თავისთვის უკრავს... პიანინო კი თავისთვის უკრავს, შენსავით სუნთქავს,იღებს აკორდებს, და ის გრძნობები რაც იყო უკვე, იღვიძებს კვლავ და შენს თავს მაგონებ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1386 / თარიღი: 2014-09-08 / 5:07 PM / ორშაბათი
მირანდა გოდერძიშვილი - მივფრინდეთ ფანტელთა სამოთხესთან!... / miranda goderdzishvili - mivfrindet fantelta samotkhestan!...
წამო ,დაგპატიჟო სასეირნოდ, გარეთ ფანტელების თეატრია, ლამპიონების შუქ-ჩრდილებში ფიფქები ერთმანეთს შენატრიან... წამო,დაგპატიჟო სასეირნოდ სველი ქვაფენილი გასარკულა, წამო და სიყვარულს შემოგფიცებ ღამისა და თოვლის გასაგონად... წამოდი,თორე
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1117 / თარიღი: 2014-09-08 / 5:06 PM / ორშაბათი
ნელიკო გოგუაძე - ციფერბლატი / neliko goguadze - ciferblati
ჰო ყოველთვის ასეა... ხშირად მაგვიანდება ერთი წამი, ერთი წუთი, ერთი საათი, ერთი დღე. ჰო, ყოველთვის ასეა, ხშირად ვაგვიანებ ერთი წამით, ერთი წუთით, ერთი საათით, ერთი დღით. და ეს ერთი თავდაყირა აყენებს ყველ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1554 / თარიღი: 2014-09-08 / 5:04 PM / ორშაბათი
|