19 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:10 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 19



გიორგი საჯაია - ტრიოლეტი / giorgi sajaia - trioleti


მთვარე სფინქსია, ღამე - ენიგმა,
ზეცა - უძირო და ლურჯი სივრცე
(ბოლოს მას უნდა მეც სული მივცე).
მთვარე სფინქსია, ღამე - ენიგმა.
ფიქრმა ნისლებით სული შენიღბა
და მთელ ამ ქაოსს დრო იხვევს თითზე...
მთვარე სფინქსია, ღამე - ენიგმა,
ზეცა - უძირო და ლურჯი სივრც ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1269 / თარიღი: 2014-09-19 / 9:55 PM / პარასკევი

გიორგი საჯაია - უმისამართო სონეტი / giorgi sajaia - umisamarto soneti


ერთხელ, როცა წასული, ჩემგან, ქმართან დაწვები,
ჰკითხე მთვარის ბაღებზე გადმოვლებულ იბისებს,
წითლად როგორ ენთება ფერმიმკრთალი ღაწვები
ევას, როცა ადამი მის სიწმინდეს იფიცებს.

თუმცა, ვიცი ვერასდროს - ასე იყო მარადის -
ფერით უხერხულობის შენ ვერ შეიმოსები,
შე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1137 / თარიღი: 2014-09-19 / 9:54 PM / პარასკევი

გიორგი საჯაია - უღელტეხილი, 8 აგვისტო / giorgi sajaia - ugheltekhili, 8 agvisto


გვირაბს გამოვცდით, -
შუადღის ხვატი მოემწყვდია ფესვებში ძელქვას, -
შენ თქვი: რთულია, სიყვარულზე რამე წამოგცდეს.
მან თქვა: რთულია, სამშობლოზე რამე დაწერო.
მე ვთქვი: ძნელია, სამშობლოში პოეტი გერქვას.

გზა იყო შორი, დაგრეხილი, როგორც ბაწარი.
ცა იყო ახლო, რო ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1374 / თარიღი: 2014-09-19 / 9:53 PM / პარასკევი

გიორგი საჯაია - ფანტასმაგორია / giorgi sajaia - fantasmagoria


(თამო ჩხეიძეს)

შენი ოცნება დუბლინია,
თამ,
ჩემი - უფრო სასაცილო!
გარეთ ღამეა,
დუმილია,
სიცარიელე...
აზაზელი...
გკითხულობ:
"...იცი? ირლანდია,
რამდენი წვეთი დავითვალე..."
მთვარეა,
ცაა,
გირლანდები...
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1362 / თარიღი: 2014-09-19 / 9:52 PM / პარასკევი

გიორგი საჯაია - ფიკუსები / giorgi sajaia - fikusebi


სულ უფრო იშვიათად ვწერ, ასე ვიცი ხოლმე,
როდესაც ამინდივით მძიმეა ხასიათი.
ვარ ერთი დარბეული სიმაგრის მეციხოვნე,
საკუთარ მარტოობის დარაჯი უნიათო.

ოთახში (კვადრატული მეტრია ოციოდე),
რომ არა მიმოწერილ ლირიკულ კანტატებით
კედლებზე, შიგადაშიგ, ჩრდილების მოცი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1386 / თარიღი: 2014-09-19 / 9:52 PM / პარასკევი

გიორგი საჯაია - ქარი არის / giorgi sajaia - qari aris


ქარი არის.
სულ უბრალოდ -
ქარი არის.
ლიხს იქით კი,
ახლა ალბათ
წვიმებია.
ცაზე თეთრმა
ურჩხულებმა
ჩაიარეს
და ფიქრებიც
ამინდივით
მძიმდებიან.

სიგარეტი,
გაბზარული
ჩაის ჭიქა...
ქარმა ღამე
გა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1245 / თარიღი: 2014-09-19 / 9:50 PM / პარასკევი

გიორგი საჯაია - ქუჩის მუსიკოსი / giorgi sajaia - quchis musikosi


მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია...
ყოველ დილით, ნახევარზე შვიდის,
მამა დგება, უბრალოდ და კოპწიად
იმოსება და სახლიდან მიდის.
მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია...
მამას იქნებ შია, მაგრამ იცის,
ოჯახს უფრო წაადგება ჭამა
და მშიერი მიაშურებს მიწის-
ქვეშა გადასასვლელ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1350 / თარიღი: 2014-09-19 / 9:49 PM / პარასკევი

გიორგი საჯაია - შემოდგომის ინსომნია / giorgi sajaia - shemodgomis insomnia


აღარაფერი აღარ დარჩა ძველი განძიდან,
დუმილის ოქროც განიავდა და სიტყვის ვერცხლიც.
ღამის პეპელა სტრიქონებით ვაპურებ მერცხლებს,
სიცარიელით ჩემი სული როგორ დამძიმდა.
რადგან რაც იყო გასაზიდი, ჟამმა გაზიდა
და ახლა დროის უზარმაზარ საცერში გაცრილს,
სექტემბრის ქარი ს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1208 / თარიღი: 2014-09-19 / 9:31 PM / პარასკევი

გიორგი საჯაია - ჩემო იარალი / giorgi sajaia - chemo iarali


ვერაფერ ახალს ვერ გთავაზობ. არათუ
ახალს, ძველიც კი არაფერი არ დამრჩა
სათქმელი. ჩუმად მივუყვები ნარატივს,
სადაც ვიცხოვრეთ, გვიყვარდა და გადავრჩით

ამდენად, სიკვდილს, სასწაულით, რამდენჯერ?!
სოფლით, ორღობით, ლილოჭრილით... გამაშით,
ჩაფხუტით, ჩექმით, იარაღით ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1586 / თარიღი: 2014-09-19 / 9:30 PM / პარასკევი

გიორგი საჯაია - ცენტრიფუგა / giorgi sajaia - centrifuga


შენ, ერთი უბრალო ბროშურა
ხარ, ცხოვრობ წიგნების თაროზე,
რომელიც ეკუთვნის მისტერ იქსს,
რომელიც, თავის მხრივ, ასევე,
ეკუთვნის სადაფის ამბუშურს,
რომელსაც უმზეო ტაროსში
აბოლებს, კითხულობს პასტერნაკს,
დროდადრო - ბობროვს ან ასეევს.

დროდადრო ყველ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1197 / თარიღი: 2014-09-19 / 9:29 PM / პარასკევი

გიორგი საჯაია - წერილი ბოთლში / giorgi sajaia - tserili botlshi


გამოუვალი წვიმებია. ასეთ დღეებში
მთაში მივდივარ, სადაც ტყეა, ტყეში ქოხია,
ქათმის ფეხებზე შემომდგარი; ქოხში სხვენია,
სხვენში სკივრია დამალული, სკივრში - კურდღელი,
კურდღელში - იხვი, იხვში - კვერცხი და კვერცხში - ნემსი,
რომლითაც ასეთ ძნელ ამბებში ტუჩებს ვიკერავ,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1390 / თარიღი: 2014-09-19 / 9:28 PM / პარასკევი

გიორგი საჯაია - წვიმს / giorgi sajaia - tsvims


წვიმს. ზეცას მკერდი მთვარის ქიმზე გაუსერია,
სადღაც ისროლეს! - თუ არ ვცდები, მაუზერია.

წვიმს. ნაცნობ ქუჩით ღამის აჩრდილს ფეხდაფეხ მივსდევ,
სადღაც მოთქვამენ... (შეეწიე, უფალო ქრისტევ).

წვიმს. ბედმა ისევ უდარობას არ ამარიდა.
სადღაც სიკვდილი იზმანება ცივ სა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1198 / თარიღი: 2014-09-19 / 9:27 PM / პარასკევი

ლიპო ლიპარტელიანი - ზეცის სიმძიმე / lipo liparteliani - zevis simdzime


დადიან წყვილები,დახრილი თავებით,
თითქოს ცის სიმძიმე ბეჭებზე აწვებათ,
ტალღებზე ბორგავენ დაბმული ნავები,
მთვარესაც სველი აქვს წილეთი ღაწვები,

წყვილები დადიან,მე გულში ვიცინი,
ჩვენს შორის ზღვები და ათასი ქარია,
ღამეებს ვათენებ, დილასღა ვიძინებ,
მუშ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1136 / თარიღი: 2014-09-19 / 9:04 PM / პარასკევი

ლიპო ლიპარტელიანი - გერქვას ქართველი / lipo liparteliani - gerqvas qartveli


გერქვას ქართველი–ეს ნიშნავს რომ გერქვას გენია,
ზურგით ატარო სიკვდილამდე მძიმე ჭაპანი,
შენ, გასაჭირში არასოდეს არ გიშველიან,
და შენთვის ყველა გამძლე ტოტზე თოკებს აბამენ...

გერქვას ქართველი–იგივეა გერქვას წყეული,
დაბადებიდან ყველაფერთან უნდა იბრძოლო,
გალ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1187 / თარიღი: 2014-09-19 / 9:03 PM / პარასკევი

ლიპო ლიპარტელიანი - ტვირთი-მეხსიერება / lipo liparteliani - tvirti-mekhsiereba


მახსოვს კაცების სილუეტი ნეკერჩხლებს შორის,
თბილი ქალაქის გამყინავი,ცუდი აურა,
ეს ადგილია,სადაც სიბრძნეს–სიგიჟე სწონის,
ამ ხეივნებში ტვინდამჯდარი კაციც აურევს,

და ასე ,ერთად აურია,ერთ დროს სუყველამ,
ისე,უბრალოდ,“ომობანას „ თამაში სურდათ.
ჯაჭვის პერანგი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1074 / თარიღი: 2014-09-19 / 9:03 PM / პარასკევი

ლიპო ლიპარტელიანი - შენ / lipo liparteliani - shen


იცოდე პატარავ,შენ,ჩემი თვალების კაშკაშა სხივი ხარ
წარსული დღეები ძალაგამოცლილი,ჩავლილი შტორმია,
სანამ შენ გიყურებ,სიკვდილი ვერაფერს,ვერაფერს ვერ მიზამს,
ბოლო სტრიქონები ძალიან,ძალიან ძალიან შორია...
ღრუბლები მიდიან და ცაზე სილურჯე თანდათან მატულობს,
შენი არსებობა ჩ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1028 / თარიღი: 2014-09-19 / 9:02 PM / პარასკევი

ლიპო ლიპარტელიანი - წუმპე / lipo liparteliani - tsumpe


ქუჩები,ხალხი,გემოვნება ხარისხით მინუს,
თვალები-მღვრიე,უსინათლო,მკვლელი თვალები,
ჩუმი ღამეა,ოდნავ ბნელა,ბნელა და ყინავს,
ღამე, რომელშიც შავი კათაც ვერ იმალება
იმშვიდებს ნერვებს,სავსე მთვარეც გახუნდა,გაქრა,
თითქოს არც ცაა,თითქოს ზევით არაფერია,
პალმის ხეები ჰგ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1102 / თარიღი: 2014-09-19 / 9:01 PM / პარასკევი

ლიპო ლიპარტელიანი - მორიგი ალიონი სანაპიროზე / lipo liparteliani - morigi alioni sanapiroze


დუმილი მოაქვთ სივრციდან ტალღებს,
ჰაერში ბორგავს სიცარიელე,
ცა ღრუბლით დახშულ დარაბებს აღებს,
სულ ცოტა ხანში უნდა იელვოს...

მე ამ დროს ვზივარ ხავსიან ქვაზ,
ქვაზე,რომელიც კუნძულს წააგავს ,
ჰორიზონტზე კი ციმციმა ხაზებს
უნდათ,რომ ღამე ქსელში გააბან, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1075 / თარიღი: 2014-09-19 / 9:01 PM / პარასკევი

ლიპო ლიპარტელიანი - ალიონია / lipo liparteliani - alionia


ცა იცვლის ფერებს,გაბზარა სარკე,
ცის შავი სარკე გაბზარა სხივმა,
ჰაერში უცხო საკმეველს აკმევს,
სანამ მიწამდე მოაღწევს წვიმა,

დამტვერილ ქუჩებს,უხალხო ქუჩებს,
ღამენათევი ლოთივით სერავს,
(ამ პლანეტაზე სუყველას უჭირს,
მოკვდა ფორტუნაც და ბედისწერაც...) ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1070 / თარიღი: 2014-09-19 / 9:00 PM / პარასკევი

ლიპო ლიპარტელიანი - წარსულის ერთი კადრი / lipo liparteliani - tsarsulis erti kadri


გზაარეული ჩემს ფიქრებში დავეხეტები,
აღმოვაჩინე,ერთი კადრი ამ დიდ კრებულში,
კადრი, რომელიც წასაშლელად არ მემეტება,
ჩემი ბავშვობა,რომლის ფასსაც ახლა ვგებულობ,

ბავშვობა,როცა გალაქტიკაც ჩემი მეგონა,
როცა ბეჭებზე წანაზარდებს აშკარად ვგრძნობდი,
იმდენს ვგიჟობ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1110 / თარიღი: 2014-09-19 / 8:59 PM / პარასკევი

ლიპო ლიპარტელიანი - ფიქრი = თავისუფლება / lipo liparteliani - fiqri = tavisufleba


-ნეტავ, ვიცოდე სად მიდიან ღრუბლის ჯარები,
უხედნავ ქარებს,ასე საით მიაჭენებენ...
იჯდა და შეშლილ ცას უცქერდა ცისფერთვალება
პატარა გოგო,ციცქნა სოფლის-ციცქნა მშვენება,

ფიქრობდა ქარზე,თეთრ ღრუბლებზე,გალაქტიკაზე,
ფიქრობდა ღმერთზე,ანუ ღმერთიც ფიქრობდა მასში,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1154 / თარიღი: 2014-09-19 / 8:58 PM / პარასკევი

ლიპო ლიპარტელიანი - სოფოს / lipo liparteliani - sofos


სულ არ მადარდებს ფიქრობს ვინ როგორ,
ფეხზე მკიდია-რას იტყვის ხალხი,
შენახარ ჩემი მზისთვალა გოგო,
ჩემი სამყარო,სმაშობლო,სახლი...

მე ერთმა ვიცი,როგორ მიყვარხარ,
შენ ერთმა იცი გიყვარვარ რატომ,
ყველა გზას მხოლოდ ჩემთან მოჰყავხარ
და მეც შენს იქით,არაფ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1291 / თარიღი: 2014-09-19 / 8:57 PM / პარასკევი

ლიპო ლიპარტელიანი - გადარეულო / lipo liparteliani - gadareulo


გადარეულო,შენს თვალებში მე ჩემს თავს ვხედავ,
ანუ მუცლიდან შენც გამოგყვა ჩემი ფანტომი,
ფანჯრის რაფაზე,სახით მზისკენ,და და ძმა სხედან,
მგონი ბავშვობას მაგონებენ-პლაგიატობენ...

დრო გავიდა და გავიზარდეთ,ცოტას ვკამათობთ,
მე მყუდრო კუნძულს შევეხიზნე,შენ მეგაპოლისს, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1113 / თარიღი: 2014-09-19 / 8:52 PM / პარასკევი

ლიპო ლიპარტელიანი - ყველგან ღმერთია / lipo liparteliani - kvelgan ghmertia


მე გეუბნები-დღეს ქუჩაში ღმერთი შევნიშნე...
(შენ,არ მიჯერებ)
მე გეუბნები-ჩემს ოთაში ახლაც მას სძინავს...
(შენ გეცინება)
ბევრჯერ მინახავს,ახლა ყველას ვეღარ ვიხსენებ,
მე შევსწრებივარ ღმერთის ტირილს,დარდსა და გმინვას...
ვამბობ,რომ არსად და არასდროს მას არ დავეძე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1148 / თარიღი: 2014-09-19 / 8:52 PM / პარასკევი

ლიპო ლიპარტელიანი - სკალდობა/ lipo liparteliani - skaldoba


ჯვარგამოსახული ლამეზირი,
დილაუთენია აბარგება.
ვიწრო ბილიკები დამეწყრილი,
ლოცვით დაღლილობის დამარცხება.
მთამდე ფეხშიშველი სიარული,
ხორცი დაწმენდილი საიმედოდ,
ერთად შექუჩების ჟრიამული,
სულმა ცაში უნდა აიხედოს.
მთებზე მოტივტივე სალოცავი,
ირ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1843 / თარიღი: 2014-09-19 / 8:51 PM / პარასკევი

ლიპო ლიპარტელიანი - აგონია / lipo liparteliani - agonia


მე ვგავარ ფიქრისას დაკარგულ ოცნებას,
რა უნდათ თავლაში ფრთაშესხმულ ტაიჭებს?!
ეს ჩემი სამყარო,სიგიჟის კონცხია,
უპირატესობას ხეტიალს ვანიჭებ...
იწყება ბრძოლების ახალი ეტაპი,
ალბათ ეს სხეულიც,ვეღარსად დაიტევს
იარებს,ღრუბლებში დარაბებს კეტავენ,
ძირს სახით ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1079 / თარიღი: 2014-09-19 / 8:49 PM / პარასკევი

ლიპო ლიპარტელიანი - აკროსტიქი / lipo liparteliani - akrostiqi


ს-იყვარულის აქ არავის სჯერა,
ო-რი გულის სინქრონული ფეთქვის,
ფ-რთებშესხმულებს როგორ დაგიჭერენ,
ო-ცნება თუ გალაქტიკებს ერთვის?!

მ-ე მიწაზე,რა მაჩერებს ნეტავ?
ი-ს რომ შენი თვალებიდან ვთბები
ყ-ველაფერი მაშინ დამებედა,
ვ-ერგაფრენილს,რომ მათხოვე ფრთებ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1482 / თარიღი: 2014-09-19 / 8:46 PM / პარასკევი

ლიპო ლიპარტელიანი - გათენდა მუხბე / lipo liparteliani - gatenda mukhbe


ვიცი რომ ისევ ისეთივე დარდი გამძიმებს,
ყმაწვილკაცობის ცრემლიანი თვალები შეგრჩა,
ყორანი დაჭრილ მხარს უკორტნის მამაც არწვიებს,
უტოპიაა, უკვდავების სიკვდილთან შერთვა.
ვიღაცა მაინც, დაუპყრობელ ციხეებს ებრძვის,
თეთრი ფიფქები უქარგავენ გმირებს სარეცელს,
ეს დროა ძმ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1411 / თარიღი: 2014-09-19 / 8:44 PM / პარასკევი

ლიპო ლიპარტელიანი - ჩვენი ბავშვობა / lipo liparteliani - chveni bavshvoba


ჩვენი ბავშვობა იწყებოდა მზიანი დილით
და მერე,დიდხანს გრძელდებოდა უფერო მერხთან
ჯდომა,რომელიც იმ დროისთვის გვეგონა \"ჭირი\"
სინამდვილეში,თურმე იმ დროს \"სიცოცხლე\"ერქვა.
და თურმე მაშინ,თბილისური უფანჯრო სკოლა,
ჰგავდა უდღეო ოცნებების სამშორბიაროს.
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1127 / თარიღი: 2014-09-19 / 8:42 PM / პარასკევი

ლიპო ლიპარტელიანი - ჩემში ზამთარია / lipo liparteliani - chemshi zamtaria


გრძნობებს ეპარებათ ფონად დეკემბერი,
გარეთ ამინდებმა მკვეთრად აურია,
მხოლოდ ერთი მინდა,ნეტავ არაფერი
აღარ მახსოვდეს და როცა ხმაურიან
ქალაქს გავეცლები,ვეღარ გავიხსენო
ის,რაც დედამიწამ მსჯავრად მომისაჯა,
მართლა დავიღალე ,მინდა მოვისვენო.
ტაში ამ ცხოვრება ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1202 / თარიღი: 2014-09-19 / 8:40 PM / პარასკევი

ლიპო ლიპარტელიანი - ვიაროთ ასე / lipo liparteliani - viarot ase


რა დრო გავიდა მას შემდეგ და მე და შენ ჯერაც,
ჩვენი გულებით დახატული სიზმრების გვჯერა,
ყველა გახუნდა,ღამე გაცვდა თვალს და ხელს შუა,
მაგრამ ჩვენ მაინც ვერაფერმა გვასწავლა ჭკუა,
მოვდივართ ერთად და მანამდე ვივლით მხარი-მხარ,
გვერდით დაბმული ემსგავსება სანამ ხარი-ხარს. ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1310 / თარიღი: 2014-09-19 / 8:39 PM / პარასკევი

ლიპო ლიპარტელიანი - მე დავეძებ / lipo liparteliani - me davedzeb


მე დავეძებ ქალაქში ნათელ ქუჩებს კი არა
ლამპიონთა ხეივანს,ბავშვებისგან ჩამსხვრეულს.
ნეტავ რისი ბრალია,თითქოს გადამიარა
გაბრაზებამ,სიგიჟემ,ავღიღინდი და ჩვეულ
მელოდიას ვღიღინებ,მელოდიას სიჩუმის
და ნაბიჯის წკარუნით მყვება ქუჩის ორკესტრი,
რაღაც იმქვეყნიური ჩამსის ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1107 / თარიღი: 2014-09-19 / 8:38 PM / პარასკევი

ლიპო ლიპარტელიანი - ბაბა უგულობა გრძნობებს ამახვილებს / lipo liparteliani - bsbs uguloba grdznobebs amakhvilebs


ბაბა,უხალხობა სმენას ამახვილებს,
მთაში აცივდაო,მითხრეს სხვათაშორის.
მთვარე ემსგავსება ნაცვეთ ნამარხილევს?
ნისლის ჯარებია ბებერ მთათა შორის?
კარავთ სოფლებიდან დარჩა ორიოდე
ყარის კარავიო,ვიცი მენდურიან,
ოხ ეს დალოცვილი როგორ შორია და
ასჯერ მიგდებული მაი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1391 / თარიღი: 2014-09-19 / 8:37 PM / პარასკევი

ლიპო ლიპარტელიანი - ჩვენ ხომ ერთმანეთს გულებით ავცდით / lipo liparteliani - chven khom ertmanets gulebit avcdit


ღრუბლების ჯარში თუ ზღვადაზღვა დაგეძებ ჩემო,
მაგრამ ვაი რომ ჩვენ სხვადასხვა ბილიკებს ვთელავთ.
ფერმკრთალ იმედად დამრჩენია ლექსები ვწერო,
ღვინოს მივანდო განწირული ოცნების შველა.
ოპტიმისტობას ვეღარ ვიშლი,შემყურე დილის,
მზის და ზღვის მორცხვი პაემანი მაოცებს რადგან.
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1134 / თარიღი: 2014-09-19 / 8:34 PM / პარასკევი

ლიპო ლიპარტელიანი - დაიხსომე პატარავ! / lipo liparteliani - daikhsome patarav!


ლეშის სუნი აუდით
არაფრისფერ ქალაქებს,
ფუთფუთებენ მატლები,
თავაწყვეტით ღრეობენ.

მე მთის სურნელს მივტირი,
ამწვანებულ ბალახებს,
კლდეს გადმომდგარ არჩვებით
დამშვენებულ ხეობებს.

აქ ქალაქში,ზეცაც კი
არის ისე უფერო,
როგორც მთა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1116 / თარიღი: 2014-09-19 / 8:33 PM / პარასკევი

ლიპო ლიპარტელიანი - მოდი ჩამეხუტე / lipo liparteliani - modi chamekhute


მთვარე გაიპარა,
მწიფე ვარსკვლავებიც ღამეს გაებუტნენ,
ხალხით დავიღალე,
მხოლოდ შენ მინდიხარ,მოდი,ჩამეხუტე.
ყველგან სიცივეა,
მიწის უგულობამ მეც კი გამაორა.
ყველას დასცინიან,
ეს ჩემი ლექსებიც, ალბათ ამაოა.
დილით მზე ამოვა,
მერე ჩვეულებრივ მა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1335 / თარიღი: 2014-09-19 / 8:32 PM / პარასკევი

ლიპო ლიპარტელიანი - გუგუნებს ენგური / lipo liparteliani - gugunebs enguri


გუგუნებს,დღესაც ხომ გუგუნებს ენგური.
დღესაც, ხომ მგლის ყმულილს ბანს აძლევს შხარა.
მე წარსულს პატარა ბავშვივით ვემდური
და მაინც მიყვარხარ,შევრიგდეთ,კმარა.
ვმერით და ვლექსაობთ,მუდამ ამაყები.
შენზე ვუმღერივართ სვანები ლილეს.
დაღლილან ლოდინით,ჩვენი სამარხები, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1227 / თარიღი: 2014-09-19 / 8:31 PM / პარასკევი

ლიპო ლიპარტელიანი - წუხელ წვიმა იყო / lipo liparteliani - tsukhel tsvima iko


წუხელ წვიმა იყო,ჩემო დაიკუნა.
წვიმამ, გამახსენა დედის აცრემლება,
ის დრო ,როცა თავზე ძაძა დაიხურა,
ჩვენთან რომ ისურვა მაინც გაჩერება
სიკვდილმა,ჩვენი სახლის მოაჯირი
ქვიშით ანაშენებ მესერს შეადარა,
ლოცვამ,აზვირთება ტალღად მოვარდნილი,
უკვე გვიან იყო...ვეღ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1144 / თარიღი: 2014-09-19 / 8:30 PM / პარასკევი

ლიპო ლიპარტელიანი - მე თავდახრილმა დავინახე, ზეცა პრიალა / lipo liparteliani - me tavdakhrilma davinakhe, zeca priala


მე თავდახრილმა დავინახე,ზეცა პრიალა.
მე თქვენს თვალებში გადავხატე,მიწის გუმბათი,
უფრო ნამდვილი ვიდრე ცა და გამაჟრიალა.
ეგ სინამდვილე, მზეს ჩაქრობას მალე უქადის.
მე თქვენს ღიმილში მომავალი დავლანდე ჩემი.
თქვენი ტირილი,დამპალ გულზე მძიმე ლოდია.
უკვე ზურგის ქარ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1256 / თარიღი: 2014-09-19 / 8:27 PM / პარასკევი

ლიპო ლიპარტელიანი - მთაში დასახლება მინდა / lipo liparteliani - mtashi dasakhleba minda


წვიმაა,ქალაქი ნაფეხურს ირეცხავს,
წიხლნაკრავ სილურჯეს ირჩენს.
მარტია,თეთრგულა მერცხალმაც იმერცხლა,
ბუდისთვის შენობას ირჩევს.
ასფალტზე აგროვებს ნაწვიმარ ტალახს და
ვაი რომ არ არის მიწა.
სოფლად ეკლესიაც კი აგვიბალახდა,
ჭრიჭინა ნასახლარს იცავს.
ჭერი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1146 / თარიღი: 2014-09-19 / 8:25 PM / პარასკევი

ლიპო ლიპარტელიანი - 9 აპრილი / lipo liparteliani - 9 aprili


იყო დაცემის,ის დღე იყო მაშინ გმირობის.
აპრილის სუსხი ადუღებდა ერთობის დილას.
იდგნენ გვერდიგვერდ,იდგნენ ზღვარზე გადაღლილობის.
მამულის გმინვა მათ შეიგრძნეს საკუთარ ჭირად.
ისინი იდგნენ,გულჩაბღუჯულ ხელებით მაღლა
და მათი სული დაეჯიჯგნა უცხო დილემას,
თავისუფლებას ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1330 / თარიღი: 2014-09-19 / 8:22 PM / პარასკევი

ლიპო ლიპარტელიანი - პაწაწინა მარიამს / lipo liparteliani - patsatsina mariams


აქსიომაა,დაღმართს შემდეგ აღმართი მოსდევს.
მე ეგ დაღმართი ჩავიარე უკვე ბოლომდე,
ახლა კი დროა,აღმა ავყვე გუშინდელ მომსვლელს.
(სხვას შეიძლება სამოთხეშიც არ გავყოლოდი)
ორი დღისაა,გუშინდელი სტუმარი ჩემი.
ორი კაცი ვარ დღეის იქით,გულიც გადიდდა.
შენ გიხაროდეს მოყვარ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1135 / თარიღი: 2014-09-19 / 8:21 PM / პარასკევი

ლიპო ლიპარტელიანი - ემიგრანტობა მართლაც ჭირია / lipo liparteliani - emigrantoba martlac chiria


ნინია გალფხანს

უმამულობა დიდი ჭირია,
დიდი ტკივილი,არის სიშორე.
უნდა გავუძლოთ,ჩემო ნინია.
ალბათ სულ მალე,ჩვენც მოვიშორებთ,
ამ სამარცხვინოდ შეხსნილ იარას,
რომ არ ვიხორცებთ ჩვენივე ნებით.
რამდენმა ქარმა გადაიარა
ჩვენს თავზე,მაგრამვერ ვსუნთქა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1431 / თარიღი: 2014-09-19 / 8:18 PM / პარასკევი

ლიპო ლიპარტელიანი - ყოველდღე ასე ხდება / lipo liparteliani - koveldghe ase khdeba


ღამემ უმიზეზოდ მგლოვიარემ,
ურცხვად თავსაფარი მოიბურა.
მერე გააღვიძა მწოლიარე
მზე და კარი ისე მოიხურა,
ზეცა ჩამოვარდა დამტვრეული.
დილა გაბრაზებით ააწვიმა,
ცრემლები მიწაზე დანთხეული
გაშრა და მშვიდობად გადაჭიმა
მთებზე ცისარტყელა,შეარიგა
წვი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1029 / თარიღი: 2014-09-19 / 8:17 PM / პარასკევი

ლიპო ლიპარტელიანი - სუფრა გამიშალეთ / lipo liparteliani - sufra gamishalet


სუფრა გამიშალეთ,სუფრა გამიშალეთ,
მე დღეს ფრთების გაშლას ვაპირებ.
ღვინო დამაძალეთ,ცრემლი დამიშალეთ,
სისხლი?სისხლი მწყურვალ ვამპირებს.
რა დროს ტირილი და რა დროს ცრემლებია,
როცა სიყვარულით ვიწვები.
მე დღეს ავიწყვიტავ,მერე მაგ ვნებიან
ტუჩებს საკოცნელად მი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1159 / თარიღი: 2014-09-19 / 8:16 PM / პარასკევი

ლიპო ლიპარტელიანი - უსულოდ წავალ / lipo liparteliani - usulod tsaval


მე როცა წავალ,სულ პატარა სევდას დავტოვებ.
ჩემს ცხოვრების გზას მოიგონებ,სწორ ხაზზე ნავალს.
მაგრამ,იცოდე არასოდეს არ მიგატოვებ,
შენთან დავრჩები სამუდამოდ ,უსულოდ წავალ.
ერთი გახსოვდეს,შენი პულსით ფეთქავს სამყარო,
ლექსის წერასაც მაგ თვალების სითბო მაძალებს.
როც ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1198 / თარიღი: 2014-09-19 / 8:15 PM / პარასკევი

ნიკო გომელაური-„ნუ ხარ გიჟი, დამშვიდდი!“/niko gomelauri "nu xar giji damshviddi"


„ნუ ხარ გიჟი, დამშვიდდი!“
_ ყველა ჭკუას მარიგებს.
„თორემ, მალე შეხვდები
ეშმაკებს და ვამპირებს“,
რა ვქნა, რა ვუპასუხო,
რა ავუხსნა ამ პირებს?
_ მე მაგიჟებს სიმშვიდე,
მე სიგიჟე მამდიდრებს.

კომენტარები: 0 / ნანახია: 1459 / თარიღი: 2014-09-19 / 8:08 PM / პარასკევი

ლიპო ლიპარტელიანი - მოდის ხეიბარი გაზაფხული / lipo liparteliani - modi kheibari gazafkhuli


მოდის ხეიბარი გაზაფხული,
ახალ გულისტკივილს გვიქადის.
ფიქრი მოლოდინითთ დაზაფრული
სულ გამიგიჟდება იქამდის,
სანამ მოეთრევა მარტიანი
თავის ნასესხები ავდრებით.
მანამდე ვიქნები დარდიანი,
სანამ მე და თოვლი დავდნებით.
ალბათ კვლავ ეცდება ჩაგვითრიოს
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1234 / თარიღი: 2014-09-19 / 8:08 PM / პარასკევი

ლიპო ლიპარტელიანი - ემიგრანტული / lipo liparteliani - emigrantuli


შენი მიტოვება ადვილია,
უკან დაბრუნება ძნელი.
ეს შენთან ყოფნის წადილია,
ყოველ რიჟრაჟზე რომ ველი.
ალბათ სიზმარიც კი ნამდვილია,
შენ რომ მესიზმრები ,მაშინ.
ფერდებს, რომ გიტკეპნი ყვავილიანს,
ქარად,რომ დავქრივარ მთაში.
იცი?რაც უშენოდ დავრჩენილვარ, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1076 / თარიღი: 2014-09-19 / 8:06 PM / პარასკევი

ლიპო ლიპარტელიანი - დაბოღმილი მონოლოგი / lipo liparteliani - daboghmili monologi


-დამთავრდება ყველა აზვირთება მოდუნებით.
აქ სიციცხლე,თუ კი გაძვირდება,მოვბრუნდები.
ვიცი,მონოლოგის ეპილოგი პათოსია,
მართლის მეომრები სიღნაღებში გათოშილან.
ყველა პილიონი საზეიმოდ დანგრეულა,
არწივს მილიონი ჭიაყელა დახვეულა.
სულის გადარჩენა,უტოპიას ემსგავსება. ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1201 / თარიღი: 2014-09-19 / 8:06 PM / პარასკევი

ლიპო ლიპარტელიანი - ჯერ არდაბადებულ მარიამს / lipo liparteliani - jer ar dabadebul mariams


აქ ჯერ ისევ უსაშველო ქარია,
ვერ მოძებნა მზემ ღრუბლებში დარაბა.
შენ კი გძინავს პაწაწინა მარიამ,
აქედანვე, მამას მეტიჩარა ხარ.
დროის ათვლას ,უკუჩათვლა ვარჩიე,
ორ თვეს ვაკლებ ყოველ წუთს და მეასედს,
ვვარაუდობ,ვგევარ სულელ მარჩიელს,
ნუთუ მართლა ვიმსახურებ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1254 / თარიღი: 2014-09-19 / 8:03 PM / პარასკევი

ლიპო ლიპარტელიანი - სამშობლოს / lipo liparteliani - samshoblos


უსმინე, მღერიან სვანები ლილეოს,
მთებს ასდით სურნელი გაშლილი ყვავილის.
ამ ქვეყნად კაცობა თუ გამოილიოს,
არწივი შეშინდეს ჭილყვავის ჩხავილით,
აქ მთებში ეძები ბიჭები საჯიშე,
ხეობებს ანიშნე,სამშობლოს ტკივილი.
მავანი,ჩვენ სვანეთს ვერ გადააჯიშებს.
ეშმასაც დაა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1107 / თარიღი: 2014-09-19 / 8:02 PM / პარასკევი

ლიპო ლიპარტელიანი - გაუმარჯოს / lipo liparteliani - gaumarjos


მოდი უშიშრად ნათქვამ სიტყვას გაუმარჯოს და
დიდება იმათ,სამშობლოსთვის ანთებულ თვალებს.
ზოგი, ამ თვალთა ელვარებით უკვე გაოცდა.
სხვებს გააკვირვებს მათი ალი ,უთუოდ მალე.
მოდი,ძარღვებში აზვირთებულ,სისხლს გაუმარჯოს.
რომ მიაწყდება მეწყერივით,სხეულის კიდეს.
იქნებ, თა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1095 / თარიღი: 2014-09-19 / 8:01 PM / პარასკევი

ლიპო ლიპარტელიანი - დედე / lipo liparteliani - dede


შენთან რა უნდა წყვდიადსა და შავ-ბნელ მაგიას?!
გულს რომ მიქსოვდი,აქ მაქვს,არსად დამიკარგია.
შენი ნამღერი იავნანა,ჰანგთა ჰანგია.
შენგან ნასწავლი ვაჟკაცობა,კაცის თარგია.
ტკბილად ვიგონებ,იმ გარდასულ დღეებს დარდიანს,
ის ერთგულება გმირობაზე უფრო კარგია,
შენ გამომზ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1205 / თარიღი: 2014-09-19 / 7:59 PM / პარასკევი

ლიპო ლიპარტელიანი - შეგონება / lipo liparteliani - shegoneba


დინჯად იარე და არ დააგვიანო,ფრთები არ გაშალო ადრე,
სიცოცხლის გორაკი რომ გადაიარო,უნდა ილოცოო პადრემ.
მადლი აკეთე და აღარ დაელოდო უკან დაბრუნებას ციდან,
ზურგზე მოიკიდე შენი წილი ლოდი და გზა ასე განვლე წმინდად,
ყველა აზვირთებას უკან მოიტოვებ,იმღერებ როგორაც გინდა,
ოღ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1331 / თარიღი: 2014-09-19 / 7:58 PM / პარასკევი

ლიპო ლიპარტელიანი - სისუფთავიდან-სანაგვემდე ანუ დიდობაში გაცვლილი ბავშვობა / lipo liparteliani - sisuftavidan-sanagvemde anu didobashi gacv


მაშინ ავდარიც გვახარებდა,მადლს თოვდა ზეცა,
უმანკო სულებს ვატარებდით მომცრო სხეულით,
მაგრამ უეცრად,გადიდების სურვილი გვეცა
და ჩვენც დავჯღაბნეთ,ეს ბავშვობის სუფთა რვეული.
ნაზ,ბავშვურ სულში,წვეთ-წვეთობით ვიპკურეთ შური,
სულ ერთი ციცქნა, ბოროტების მარცვალი ვთესეთ,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 987 / თარიღი: 2014-09-19 / 7:54 PM / პარასკევი

ლიპო ლიპარტელიანი - ნეტავ ვინ ვარ? / lipo liparteliani - netav vin var?


არ ვარ ორგული,არც ერთგულებს არ ვგავარ ქცევით,
არ მაქვს ნამუსი,ულვაშიც მაქვს და ცოტა წვერიც.
ვარ პურიტანი,თან უხამსად ვაგინებ ყველას,
ჭირთამთმენი ვარ,ყოველ წამს კი მოვითხოვ შველას.
მიყვარს სამყარო და ვერ ვიტან ადამის მოდგმას,
ვარ აზრიანი,თან ვერ ვიშლი უაზრო ბოდვას. ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1093 / თარიღი: 2014-09-19 / 7:53 PM / პარასკევი

ლიპო ლიპარტელიანი - სვანეთის ტკივილი / lipo liparteliani - svanetis tkivili


მთებლამაზო,ხარ ორმოცი საუკუნის,
ამ მუხლმაგარ საქართველოს მესაზღვრე.
მუდამ იყავ ქუდის მოხდით ჩამუხლული,
ლოცულობდი შენი მიწის ბედ კარგზე.
ლილეთი და სვანურ ნანით გაგიზრდია
ვაჟკაცები,მირანგულას სადარი.
ზვიად მთებზე ძმობის ხიდი გაგიდია,
შენს ბეთქილებს,არ ჰ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1093 / თარიღი: 2014-09-19 / 7:50 PM / პარასკევი

ლიპო ლიპარტელიანი - საქართველოს / lipo liparteliani - saqartvelos


შენ დაჭრილი ხარ ჩემო ქვეყანავ.
სისხლი გდის სისხლი, წვეთ-წვეთ იცლები.
ბედმა უკუღმართ დროსთან შეგყარა
და შენც მორჩილად ისე იცვლები,
დასამარხადაც აღარ მიღირხარ,
ასეთ უკუღმართს, რომ გხედავს გული,
ცრემლი მიშრება,ვიწყებ ღიღინსა და
საცხედრე მიწას უკუღმა ვუვლ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1125 / თარიღი: 2014-09-19 / 7:49 PM / პარასკევი

ლიპო ლიპარტელიანი - კეთილშობილ უსინათლოს / lipo liparteliani - ketilshobil usinatlos


ჩინდაკარგული თვალების იმედიანი მზერა.
მწვანე სამყაროს დალევის წყურვილს,რომ ვერ გრძნობს ვერა.
გადაქცეულა წყვდიადის დაუსრულებელ ერად.
დედამიწა, რომ მოხატა უფერადებელ ფერად,
მე ამ ჩამქრალი თვალების იმედიანი მზერის,
გულში ანთებულ ალების უალობით, რომ მღერის,
ვერ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1196 / თარიღი: 2014-09-19 / 7:44 PM / პარასკევი

ლიპო ლიპარტელიანი - კერტკვირტობა / lipo liparteliani - kertkvirtoba


ჭადრის ხეებს გაუხუნდა საცვლები,
სადაცაა გაშიშვლებას აპირებს,
არ დათესო სიყვარულის მარცვლები,
მოთმინებით დაელოდე აპრილებს.
ნეკერჩხალსაც გამოუჩნდა კერტები,
ფოთლის გემი,მიადგება ნაპირებს.
არ იფიქრო ნაადრევად ბერდები
და სიყვითლის უგულობით დაღლილებს,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1030 / თარიღი: 2014-09-19 / 7:33 PM / პარასკევი

ლიპო ლიპარტელიანი - ეცადე ჩემსავით დაუხვდე აღსასრულს / lipo liparteliani - ecade chemsavit daukhvde aghsasruls


ძნელია,როდესაც ქარებთან ჭიდილში შეხვდები ალიონს,
როდესაც ცის კართან,თითქმის არ ანათებს ეული ვარსკვლავი.
ამ ფერთ გასაყარზე დრომ იქნებ სიცოცხლე წამივით გალიოს
და ვეღარ ავაგო,მთის თავზე,ეგ ჩემი ნანატრი კარავი.

თუ ასე მეწერა,ასე თუ ინება ბედმა ეს ფინალი,
ვეცდები, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1115 / თარიღი: 2014-09-19 / 7:31 PM / პარასკევი

ოთო გურგენიშვილი - ლოთი (მე) მთვარის შუქზე - აუდიო ვერსია mp3





... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 2152 / თარიღი: 2014-09-19 / 7:51 AM / პარასკევი

ოთო გურგენიშვილი - ლოთი (მე) მთვარის შუქზე / oto gurgenishvili - loti (me) mtvaris shuqze


ღამით ალკოჰოლში ცურავდა მთვარე,
ვარსკვლავს უყვებოდა საოცარ ამბავს.
მე კი მზის ამოსვლა ჩასვლას ვანაცვალე,
ცის სარტყელები რომ ალიონს ქარგავს.

სუნთქვა თან ერთვოდა თამბაქოს ქოშინს,
ქუჩას მივათრევდი სხვა ქუჩის ბოლოს.
ორსულ მზეს ამინდი წვიმებად მოშლის,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1537 / თარიღი: 2014-09-19 / 7:31 AM / პარასკევი

ოთო გურგენიშვილი - მადრიდული დილა / oto gurgenishvili - madriduli dila


მადრიდში გათენდა.
კაფეში შევდივარ ვუკიდებ ყალიონს,
ფილტვებში ნახშირით ვუხვდები ალიონს ... !

ხალხი კი არა სჩანს,
არ სჩანან ჩიტები ...
მხოლოდ მუსიკოსი –
ქვაფენილს მიკრული.

ქუჩური ჰანგებით –
ნაშოვნი გროშებით,
ნაყიდი არაყით –
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1539 / თარიღი: 2014-09-19 / 6:49 AM / პარასკევი

ოთო გურგენიშვილი - ალკოჰოლიკი ტანგო / oto gurgenishvili - alkoholiki tango


აღმოსავლური ტანგო ჩაგვესმის,

თამბაქოს სუნი მოედო ოთახს.

წვიმა ეზოში ბალახს,თავს ესხმის,

ვისკი გვიძვრება სხეულში,გვლოთავს.



ღამით საწოლში სუნთქვით მაგიჟებ,

დილით,ორსული საბნის მგზავრი ხარ.

შენით ნათევი ნაძილ–ნაბ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1963 / თარიღი: 2014-09-19 / 2:20 AM / პარასკევი

ოთო გურგენიშვილი - ღამის თბილისი / oto gurgenishvili - ghamis tbilisi


ძველ რუსთაველზე ვსეირნობდით მე და შენ მხოლოდ,
მივაბიჯებდით ცივ ქვაფენილს და ჩუმი მზერით,
ლამაზ სხეულზე შენი ჯინსების კლეჩატი ბოლო,
გვეტმასნებოდა ჩახუტებისას და თბილი ბგერით –

უნდოდა ეთქვა რომ უხაროდა ჩვენი სურვილი,
გვქონოდა სახლი,აივნით და პატარა ძაღლით.
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1297 / თარიღი: 2014-09-19 / 2:15 AM / პარასკევი

ოთო გურგენიშვილი - მე (მოჰიკანი) / oto gurgenishvili - me mohikani


შენი ტუჩებით ვსწავლობდი კოცნას,
შენი თვალებით ვხედავდი მთვარეს,
ჩემი კალამით გასხამდი ხოტბას,
ლექსს გიკითხავდი მთვარიან ღამეს.

დილის ალიონს მე და შენ მხოლოდ
ნოხზე გაშლილი წითელი პლედით.
ვნებადაცლილი ვასრულებ სოლოს,
ლექსის კითხვაში და შენი მკერდი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 2480 / თარიღი: 2014-09-19 / 2:11 AM / პარასკევი

ოთო გურგენიშვილი - მეცამეტე თვე / oto gurgenishvili - mecamete tve


იანვარს ეტყობა ახლად ნაჭიპლარი,
მის დაბადებას ხომ შემოხვდა აისი.
და როგორც გაუსწრებს ლიანდაგს გვირაბი
ისევე დათენდა აპრილზე მაისი.

თებერვალს ეტყობა სამარტე ამინდი,
არც გუნდა კეთდება,არც თოვლის ბაბუა.
მარტის მატყუარა წვიმებად დავღვინდი
ხანდასმულ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1669 / თარიღი: 2014-09-19 / 2:07 AM / პარასკევი

ოთო გურგენიშვილი - ძველ თბილისში ხეტიალობს მეეზოვე / oto gurgenishvili - dzvel tbilisshi khetialobs meezove


ძველ თბილისში ხეტიალობს მეეზოვე,
აივლის და ჩამოივლის ისე,ვითომ
ვერ შენიშნა მტრედები რომ ზეცას ქსოვდნენ,
და მათ ქსოვას მადლი ჰქონდა, მტრედზე თითო ...

ძველ თბილისში ხეტიალობს მეეზოვე,
ძველ თბილისსაც დაჰკარგვია რაღაც ძველის.
ფიქრობს,ადრეც უფიქრია,რომ ესოდ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1688 / თარიღი: 2014-09-19 / 2:00 AM / პარასკევი

ოთო გურგენიშვილი - ენგურის ხიდზე ვდგავართ ჭაბუკი პოეტები / oto gurgenishvili - enguris khidze vdgavart chabuki poetebi


აფხაზეთის ნანგრევებს მივუყვები სიზმრებში,

გზაზე მიმოუფანტავთ ხმადაცლილი ტყვიები.

დედებმა რომ იტირეს დღესაც მახრჩობს ფიქრებში,

ჭაბუკების სისხლით როს გადაწითლდნენ იები.



ქართველები ზარ-ზმანებს სამრეკლოში რეკავდნენ,

მტერი კი გ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1592 / თარიღი: 2014-09-19 / 1:57 AM / პარასკევი

ოთო გურგენიშვილი - დედა-შვილის ბოლო დიალოგი ( თვალებით ) / oto gurgenishvili - deda-shvilis bolo dialogi ( tvalebit )


უშვილოდ დარჩენილი „დედობის სურვილივით“

ცივ სულს მითბუნებდა სხეული.

ისე მომეფერა,ისე მიმიზიდა ,

სისხლი მიმებჯინა ყელამდის....

მე სულს მახველებდა

შენ კი სულ მივლიდი,

ტანთ კი მეცვა დედისეული,

(ღმერთზე უკეთესად აბ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 2668 / თარიღი: 2014-09-19 / 1:52 AM / პარასკევი

ოთო გურგენიშვილი - ერთი უბრალო ბიჭი ვარ / oto gurgenishvili - erti ubralo bichi var


ერთი უბრალო ბიჭი ვარ,
ერთი უბრალო კალამით,
ერთი უბრალო ნიჭი მაქვს ,
მწვადის წვა მიყვარს წალამით.

ერთი უბრალო სახლი მაქვს,
ერთი უბრალო აივნით,
ერთი უბრალო ბებო მყავს,
ფერგამოცვლილი ჩაივით.

ერთი უბრალო საცოლე,
მაყვლის თვალ_წამწ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1538 / თარიღი: 2014-09-19 / 1:46 AM / პარასკევი

ოთო გურგენიშვილი - ძალიან გოგონები / oto gurgenishvili - jaan gogonebi - video


ოთო გურგენიშვილი - ძალიან გოგონები
oto gurgenishvili - jaan gogonebi - video
ამ სახალისო ლექსის ტექსტი იხილეთ მოცემულ ლინკზე - http://poezia.auf.ge/new ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 2508 / თარიღი: 2014-09-19 / 1:42 AM / პარასკევი

ოთო გურგენიშვილი - ძალიან გოგონები / oto gurgenishvili - dzalian gogonebi


წუთები ფიქრებად იღვრება წამებში,
დღეებს მიაბიჯებს მძიმე მენტალიზმი,
ქართველს ცოლი მიჰყავს კამერით ქალებში,
დამშვიდობებისას გავყვირით,გოგო ,,კის მი".

ვეღარ ვისწავლეთ დადგომა გზაზე,
გვგონია მოდაა გრძნობებზე თამაში,
მეგობრებს ვატყუებთ,ვისვენებ ზღვაზე,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 2197 / თარიღი: 2014-09-19 / 1:28 AM / პარასკევი



შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0