09 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:30 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 09



ტერენტი გრანელი - ეჭვიანობა ვნებაზე / terenti graneli - echvianoba vnebaze


დავტოვებ მიწას, ცის კიდურზე ვიპოვი ბინას
წვიმის წყალს დავლევ, ღრუბელს შევჭამ,
მაგრამ რა ვუყო, მე შენს გამო სამყარო მინდა.
გაჩუქებ ქვეყნის მთა–ველებს, ბაღებს
ყველა ფრინველის ენას ვისწავლი,
ყველა ზღვის მკლავით გავცურავ ნაპირს
და მაინც მოვალ... კარს შემოვაღებ, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 5216 / თარიღი: 2014-09-09 / 10:25 PM / სამშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - შენ არ გინახავს კაცის ღიმილი / galaktion tabidze - shen ar ginakhavs kacis ghimili


შენ არ გინახავს კაცის ღიმილი
შურმა და მტრობამ ისე მიგინდო,
შენი ცხოვრება და სიმძიმილი
არის ეს ქუჩა და სამიკიტნო.

შენი ცხოვრება არის ეს ძაღლი,
რომელიც კვდება, ცივი, ბებერი....
მისთვის არ არის ამ ქვეყნად სახლი,
არც კარებია შესაღებელი.

... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1876 / თარიღი: 2014-09-09 / 10:24 PM / სამშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - წელიწადები წავლიან ძველი… / galaktion tabidze - tselitsadebi tsavlian dzveli...


დღეები ბრუნავს, ვით კამათელი,
და ყვავილების არის მრავლობა.
ჩემთვის დღესავით არის ნათელი,
რას იტყვის ჩემზე შთამომავლობა.

წელიწადები წავლიან ძველნი,
შეიცვლებიან ქარით სიონი,
როგორც ერთია ქვეყანა მთელი,
ისე ერთია გალაკტიონი.

კომენტარები: 0 / ნანახია: 1408 / თარიღი: 2014-09-09 / 10:22 PM / სამშაბათი

შოთა ნიშნიანიძე - ლეგენდა / shota nishnianidze - legenda


სთქვეს ერთხელ სამთა ანგელოსთა: - როგორ დავბადოთ
კაცი ყველაზე ბედნიერი და უბედურიც
რა დავაწყევლოთ ან ისეთი რა დავანათლოთ,
ათასჯერ ბედის სთქვას მადლობაც და საყვედურიც?

პირველად თეთრმა ანგელოსმა წარსდგა ნაბიჯი:
დავბადოთ კაცი მდიდარიო, მაგრამ მახინჯი.

... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 3586 / თარიღი: 2014-09-09 / 10:19 PM / სამშაბათი

თემურ ელიავა - მაესტრო / temur eliava - maestro


უხამსი ფიქრებით ავიტან ალიონს, მაესტროს ფიქრები ყელში მაქვს გაჩრილი
მინდა რომ სიბილწემ აზრები არიოს, შურისგან დამაწყდეს ბახუსის აჩრდილი...
მიწიდან გამტვერილს სიზმარი ამათრევს, რამდენი დარაბაც არ უნდა დაზოგოთ
ყოველი ნაგავის მოწევას ვამართლებ, ჩაპლინის იერით ლოთი რომ მთავაზობს... ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 2763 / თარიღი: 2014-09-09 / 10:18 PM / სამშაბათი

გიორგი ზანგური - სიჩუმე ხმაურით / giorgi zanguri - sichume khmaurit


ერთხელ აღებულ აკორდებს
სული სხეულში აკორდებს,
როგორც შეჩვეულ ნარკოტიკს,
ისე ვექცევი ბწკარს.
მთვარეს ღამეში აბოდებს
და ვარსკვლავების ნაფოტებს
აყრის გაჩეხილ წალკოტის
გარდაცვალების წამს.
დგას მოწყენილი მეტივე,
ტბის სევდიანი მოტივით
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1176 / თარიღი: 2014-09-09 / 10:17 PM / სამშაბათი

გიორგი ზანგური - სიკვდილთან ეჭვიანობა / giorgi zanguri - sikvdiltan echvianoba


შენ ზეცის თავს ზევით _
მზის გულში თავსდები
და ვარსკვლავავსებულ
ორბიტას გარს უვლი.
მე შენი განცდებით
წამს დავემსგავსები,
ჩემში არარსებულ,
მოგონილ წარსულით.
შენ ღრუბლისეულებს
შეხვდები სანისლეს,
სულებს და სხეულებს
სითეთრეს აუშ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1183 / თარიღი: 2014-09-09 / 10:16 PM / სამშაბათი

გიორგი ზანგური - ლექსი არაფრის დიდებით / giorgi zanguri - leqsi arafris didebit


ფიქრს მინდა გავექცე არაფრის დიდებით
და ყველა მოვლენა მეჩვენოს სულერთი,
ხმაური მიყვარდეს? არაფრისდიდებით!
სიჩუმემ დამღალოს? ხომ არ გასულელდი?!

მე დამღლის მუდმივი გრძნობების გამოცდა,
განწყობა _ ფერი რომ არასდროს ეცვლება,
ტანჯვა, თუ შემთხვევით რაიმე წამომ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1394 / თარიღი: 2014-09-09 / 10:15 PM / სამშაბათი

გიორგი ზანგური - კოსმიური პირამიდა / giorgi zanguri - kosmiuri piramida


მაქვს უცისფრესი ნაღველი, უიშვიათეს ღამიდან,
მყავს ნაგოდები ოცნებით აზრში მოკლული საცოლე
და მე არ ვიცი ამხელა მარტოობაში რა მინდა,
გაჟღენთილია ცრემლებით მთვარენალეწი საწოლი.
გამიწყდა ყველა ფერადი ურთიერთობის ძაფები,
არის მტანჯველი სიჩუმე და მე არსაით მელიან,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1167 / თარიღი: 2014-09-09 / 10:14 PM / სამშაბათი

გიორგი ზანგური - ვურჩიოთ რამე? / giorgi zanguri - vurchiot rame?


ფეხები მიადგი, ლამაზო, ერთმანეთს,
კაბის ქვეშ გიყურებს მთელი დედამიწა,
გვირილა კანჭებზე გაკოცებს, ღმერთმანი,
შეგრცხვება, იცოდე, და მე ვერ დაგიცავ.
გულთან შეიბნიე ჩახსნილი ღილები,
ვერ ხედავ, მთელი ცა მკერდში რომ ჩაგცქერის?
მზე სხივებს წაგატანს, თუ გაგეღიმება < ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1354 / თარიღი: 2014-09-09 / 10:13 PM / სამშაბათი

გიორგი ზანგური - წანწალით დაღლილი ძაღლივით / giorgi zanguri - tsantsalit daghlili dzaghlivit


წანწალით დაღლილი ძაღლივით
მოვალ და კარებთან დავწვები,
თვალები მექნება დახრილი,
მზერა კი _ დიდი და ხანგრძლივი.
ბარათით დაღლილი მტრედივით
სარკმელთან სიახლეს მოგიტან,
მერე დაგეხვევი რეტივით
მთვარის უალერსო ლოგინთან.
ოჯახით დაღლილი სახლივით
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1072 / თარიღი: 2014-09-09 / 10:12 PM / სამშაბათი

გიორგი ზანგური - ერთი მტკაველი მიწა / giorgi zanguri - erti mtkaveli mitsa


მტკაველზე მარხავდნენ ბავშვები მერცხალს,
ფოთლის სუდარა ტანზე ესვენა,
ეზოში ქალი თეთრეულს რეცხავს,
თვალები მასაც სევდით ევსება.

საფლავზე ეწყოთ ფერადი ქვები
და ჩამომჭკნარი ორი გვირილა,
ბავშვები _ მერცხლის ჭირისუფლები
თამაშ-თამაშში იქცნენ ტირილად. < ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1215 / თარიღი: 2014-09-09 / 10:10 PM / სამშაბათი

გიორგი ზანგური - უსმენთ ვარდების წითელ ღაღადისს / giorgi zanguri - gusment vardebis tsitel ghaghadiss


უსმენთ ვარდების წითელ ღაღადისს,
ქალწულთა უარს _ კოკრების გაშლას,
თქვენ კაბა გეცვათ თეთრი, ქაღალდის,
ჩემი სტრიქონი რომელზეც გაშრა.
მკერდთან ჩახსნილი ღილები ვრითმე,
სურნელოვანი ბწკარის საყელო
და ყვირილივით სიყვარულს ვითმენ
პოეტი _ უხმო და უსახელო.
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1215 / თარიღი: 2014-09-09 / 10:09 PM / სამშაბათი

გიორგი ზანგური - გამოცანა / giorgi zanguri - gamocana


ნუშმა იმრუშა მდიდარ აპრილთან
და უკანონო ეყოლა კვირტი,
ჭერამი იცმევს პერანგს ყვავილთა,
ატამს გაუბა ნიავმა ფლირტი.
ალუბლის ყვავილს ფუტკარი წველის,
ვაშლის ტოტებზე დახტის ბეღურა,
ტირიფმა ხშირი მოუშვა წვერი,
ალუჩას ქუდად ნისლი ეხურა;
მიეყრდნო ღობეს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1752 / თარიღი: 2014-09-09 / 10:08 PM / სამშაბათი

გიორგი ზანგური - არაფერი, ისე უბრალოდ / giorgi zanguri - araferi, ise ubralod


ბევრს ვეწევი ძალიან,
თითქმის კოლოფნახევარს,
ღამ-ღამობით მახველებს,
უძილობაც დამჩემდა.
სულ ნერვების ბრალია,
რომ ლექსების დახევას
საზეიმოდ ვაპირებ,
ჩემი სახლის ფანჯრებთან.
შევიძულე სტუმრობა,
მეგობრული გარემო,
ეს ტყუილი გრძნობები
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1221 / თარიღი: 2014-09-09 / 10:06 PM / სამშაბათი

გიორგი ზანგური - ამწყდარი ღილი / giorgi zanguri - amtskdari ghili


სინაზეგაქცეულ აგვისტოს,
ქალების უხერხულ ღიმილს,
კაბას _ აყვავებულ ატმის რტოს
შეაწყდა საკინძის ღილი.

ვიპოვე და შენი ბაგიდან
უეცრად შეწყვეტილ ლოცვას
შევაბი: "რა გჭირს?" და `"რა გინდა?"
_ მე? შენი უხეში კოცნა.

კომენტარები: 0 / ნანახია: 1100 / თარიღი: 2014-09-09 / 10:05 PM / სამშაბათი

გიორგი ზანგური - აგონია / giorgi zanguri - agonia


დამღალა ზეცამ, იმდენს ვფიქრობ, ვოცნებობ იმდენს,
მიწას იმდენად დავაწექი, ღერძიდან მოძვრა,
ჩემს ფაშატ ლექსებს ახლადშობილ კვიცივით მივდევ,
დამჭკნარ ფოთლებზე წავიკითხე თებერვლის ლოცვა.

იმატა თოვამ, ჩემი სულით შევკარი გუნდა,
ჩამადნა ხელში უფლის რწმენა, ციური ზოლი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1160 / თარიღი: 2014-09-09 / 10:04 PM / სამშაბათი

ავქსენტი ცაგარელი - ყარაჩოღელი ლოთი / avqsenti cagareli - karachogheli loti


(ვუძღვნი გ. სუნდუკიანცს, «პეპოს» ავტორს)

მე რომ ვლოთობ, შენ რას გიშლი, ძმობილო?
ბატონებო, ანუ კეთილშობილო?!
მე ქრისტე ღმერთს კინტოთ გავუჩენივარ,
ლოთობაა ჩვენი წესი, ადათი...
მითომ რაო! თქვენისთანა ვაჟები
ბიჭობაში არ მეყოფა არც ათი!
მე რომ ვლოთობ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1264 / თარიღი: 2014-09-09 / 10:02 PM / სამშაბათი

ნიკო გომელაური - ‎მე მზადა ვარ გავემგზავრო! / niko gomelauri - me mzada var gavemgzavro!


"მე მზადა ვარ გავემგზავრო!..
-ცოდვა მიმაქვს ბარგად.
არ მინდა ვიდინოზავრო...
თქვენ იყავით მაგრად!

ვცდილობ,გავისწორო ფრთები,
რომ გავბედო ფრენა...
დღეს სიფხიზლით უფრო ვთვრები
-უფრო მიჭრის ენა.

ჰოდა,მოდი,გამატანეთ,
რა გადავცე... ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1428 / თარიღი: 2014-09-09 / 9:59 PM / სამშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - მელანქოლიური მოსიმღერე / galaktion tabidze - melanqoliuri mosimghere


მშვენიერი მახსოვს ბაღი, მებაღე მას არ თარგავს,
დავკარგე და ვიგრძენი, რომ კარგი რამ დამიკარგავს.
უნაზესი სიყვარულიც გულს ვარდებით არ ქარგავს.
დავკარგე და გული მტკივა - კარგი რამ დამიკარგავს.
ჯანმრთელობა არის განძი, სხვა განძებს რომ არა ჰგავს,
დავკარგე და ვიგრძენი, რ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1066 / თარიღი: 2014-09-09 / 9:57 PM / სამშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - მეოცნებე აფრებით / galaktion tabidze - meocnebe afrebit


სად ოდესმე მეოცნებე აფრებით,
ათასფერი იმედით და ზაფრებით,
აგასფერის მიმოჰქროდა ხომალდი,
მეზღვაურის სულთან გათანაბრებით.
როგორც ზვირთთა ქაფიანი მოდება,
ფაგოტების მიტაცებდა გოდება,
მაოცებდა უმძლავრესი მუსიკა,
თმას მიწეწდა ქარის გაბოროტება.
დატვირ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1176 / თარიღი: 2014-09-09 / 9:56 PM / სამშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - მერის თვალებით / galaktion tabidze - meris tvalebit


ეს რამდენიმე დღეა და რამდენიმე ღამე,
დახურულია გული, როგორც საკანი რამე
თითქო უმძიმეს კარებს კუპრის დაედო ლუქი,
გულში ვერც ზეცა ატანს, ვერც სიხარულის შუქი.
გაუდაბურდა ჩემი ყოფნის ყოველი წამი,
ეს რამდენიმე დღეა და რამდენიმე ღამე.
ოჰ, მომეცალეთ, კმარა! მხოლოდ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1146 / თარიღი: 2014-09-09 / 9:55 PM / სამშაბათი

ილია ჭავჭავაძე - დაბნელდა სული, გარშემოც ბნელა / ilia chavchavadze - dabnelda suli, garshemoc bnela


დაბნელდა სული, გარშემოც ბნელა,
სიცივე მკვიდრობს ეხლა ჩემ გულში;
აღარ მაქვს საზრდო სულისათვის მე
არც სიძულვილში, არც სიყვარულში.

დიდხანს ვებრძოდი სიმდაბლეს, მტრობას,
და გავიმაგრე ჭაბუკი მკლავი.
ბევრჯერ მამარცხეს, მაგრამ არვის წინ
არ მომიხრია ამაყ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1466 / თარიღი: 2014-09-09 / 9:53 PM / სამშაბათი

ილია ჭავჭავაძე - დაე თუნდ მოვკვდე არ მეშინიან… / ilia chavchavadze - dae tund movkvde ar meshinian...


დაე თუნდ მოვკვდე არ მეშინიან,
მაგრამ კი ისე, რომ ჩემი კვალი
ნახონ მათ, ვინცა ჩემს უკან ვლიან,
თქვან: აღასრულა მან თვისი ვალი;

რომ ჩემს საფლავზედ დაყუდებულმან
ქართველმა, ჩემგან შეყვარებულმან,
გულწრფელობითა და სიმართლითა,
მე ჩამომძახოს თუნდ ჩუმის ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1925 / თარიღი: 2014-09-09 / 9:51 PM / სამშაბათი

ილია ჭავჭავაძე - მესმის, მესმის სანატრელი… / ilia chavchavadze - mesmis, mesmis sanatrelo...


მესმის, მესმის სანატრელი
ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა!
სიმართლის ხმა ქვეყნადა ჰქუხს
დასათრგუნვლად მონობისა.

აღმიტაცებს ხოლმე ის ხმა
და აღმიგზნებს იმედს გულში…
ღმერთო, ღმერთო! ეს ხმა ტკბილი
გამაგონე ჩემს მამულში!

კომენტარები: 0 / ნანახია: 1314 / თარიღი: 2014-09-09 / 9:50 PM / სამშაბათი

ილია ჭავჭავაძე - უსულდგმულო ცხოვრება / ilia chavchavadze - usuldgmulo ckhovreba


უსულდგმულო ცხოვრება
ცის ნიჭად ნუ გგონია,
იგი მიწის ყოფილა —
რასაც ბოლო ჰქონია!

ცხოვრებას აცისკროვნებს
სული, საქმით მეტყველი,
და ის უბოლო არის,
ვით სულის შთამბერველი.

ნეტა ვინც კარგის საქმით
აღნიშნავს თავის დროსა!
ის აქ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1217 / თარიღი: 2014-09-09 / 9:47 PM / სამშაბათი

თემურ ელიავა - არარაობა / temur eliava - araraoba


იყო ბნელეთი და მისი ყოფნა მარადიული.
ეს იყო სწორი,მაგრამ მოვარდა გრძნეული ქარი
და ქარიშხალი, უეცარი–აღელვებული,
იშვა სიცოცხლედ ყოველივე ყოფის მღელვარი.

დღეს ყოფა არის მოუხდელი დანაშაული,
დამნაშავე კი ის არის,ქარი,მღელვარე ქარი.
ნუ აგებთ ძეგლებს დიდ სახ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1257 / თარიღი: 2014-09-09 / 9:44 PM / სამშაბათი

თემურ ელიავა - შამათი / temur eliava - shamati


საკუთარ თავთან ვთამაშობ ჭადრაკს
და ვგრძნობ რომ მალე შამათი მელის
ანგელოზს ურჩსსა, ლამაზს და ამაყს
მოაქვს ბჭე ფიქრთა რომ ვგავდე ველურს.
ნუ აკვირდებით დატენილ იარაღს
მე თავს არ ვიკლავ, მე ვიკლავ სხეულს
საკუთარ თავთან ვთამაშობ ჭადრაკს
სუ ერთი დღის ვარ, ბ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1318 / თარიღი: 2014-09-09 / 9:43 PM / სამშაბათი



შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0