20 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-12-28, 11:20 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 20



გიორგი საჯაია - ღამეს ვერცხლის ფარჩა / giorgi sajaia - ghames verckhlis farcha


ღამეს ვერცხლის ფარჩა ჩადრად აფარია,
ფიქრი ცეცხლოვანი მერნის ფაფარია,
გასცქერი მთვარის მთებს და მთვარის ვაკეებს
და ცრემლით იშუშებ სიმწრისგან ბაგეებს
დანაკვნეტს... დანაჭამს...

სევდა გეპარება როგორც მორიელი,
მკერდზე გადაშლილი გიდევს მოლიერი,
წევხარ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1074 / თარიღი: 2014-09-20 / 9:33 PM / შაბათი

გიორგი საჯაია - au lapin agile / giorgi sajaia - au lapin agile


(ნინი ჯანაშიას)

პარიზი.
საღამო.
კაფე მოდებილო -
"Au Lapin Agile".
გარეთ მონმარტრია,
ქუჩა ტირიფების...
მღერის ვოდევილებს
(ოლივ ბესსელენის)
დასი - "Normandie".
საღამო.
პარიზი.
პოეტთა კაბარე -
კედლებს ანრე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1134 / თარიღი: 2014-09-20 / 9:31 PM / შაბათი

გიორგი საჯაია - ევრიკა / giorgi sajaia - heureka


ევრიკა! ღმერთი! - რა თქმა უნდა, ჩემო გიორგი...
და არაფერი აღარ გრჩება შეგრძნების გარდა,
რომ რა ხანია ყველა პასუხს კითხვა მოარგე
და რა ხანია გაუვიდა სამყაროს ვადა.

და რახანია ვადაგასულ ვენებში, მეჩხერ,
თერთმეტი ათას ხუთას ოცჯერ ნახმარი შპრიცით,
ყოველდღე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1163 / თარიღი: 2014-09-20 / 9:30 PM / შაბათი

გიორგი საჯაია - ჯონი უოლკერი / giorgi sajaia - johnnie walker


ნუ გეშინია, ჯონი უოლკერ, დღეს არ დავთვრები,
დღეს უნდა ერთი, უმნიშვნელო, წერტლი დავსვა!
მოდი ჩავკეცოთ, მეგობარო, ერთად კარტები -
ჩვენ ხომ ყოველთვის ვთამაშობდით წესების დაცვით...
ჯანდაბას რაც კი წაგვიგია! ახლა კი - ვწვები!
ბლეფია, ვიცი, გვატყუებენ, ძვირფასო უოლკერ, - ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1615 / თარიღი: 2014-09-20 / 9:28 PM / შაბათი

გიორგი საჯაია - აბსტინენცია / giorgi sajaia - abstinencia


წევხარ. ეწევი. კაცმა რომ თქვას, ახლა გაფრენას
წინ არაფერი ეღობება, ფანჯრების გარდა
(საგნებს აღარ თვლი სათვალავში, თითქმის არ სჩანან
საგნები, რადგან უსაგნობით სახლი გაივსო
და ასე უფრო იოლია, თან – გაცილებით...),
რომელთა მიღმაც ქალაქია, დილა, აპრილი,
და შვერილ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1098 / თარიღი: 2014-09-20 / 9:20 PM / შაბათი

გიორგი საჯაია - ანანურთან / giorgi sajaia - ananurtan


(მინი-პიესა, შენთვის)

ციხის გალავანზე ჩამომჯდარა შემოდგომა,
ყვითელი, როგორც მოლაღური.
შავი არაგვის თეთრ არაგვთან შერთვის
და შეუმდგარი სიყვარულის საღამოა.

მე:
- ესეც არ იყოს, პოეზია ყველაფერს აიტანს,
მით უფრო - თუ ლექსი პიესაა,
და ყვ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1035 / თარიღი: 2014-09-20 / 9:18 PM / შაბათი

გიორგი საჯაია - ანანურთან / giorgi sajaia - ananurtan


(მინი-პიესა, შენთვის)

ციხის გალავანზე ჩამომჯდარა შემოდგომა,
ყვითელი, როგორც მოლაღური.
შავი არაგვის თეთრ არაგვთან შერთვის
და შეუმდგარი სიყვარულის საღამოა.

მე:
- ესეც არ იყოს, პოეზია ყველაფერს აიტანს,
მით უფრო - თუ ლექსი პიესაა,
და ყვ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1067 / თარიღი: 2014-09-20 / 9:17 PM / შაბათი

გიორგი საჯაია - ანდერძი / giorgi sajaia - anderdzi


მეუღლეს:
გიტოვებ მძიმე ცხოვრებას.
მაპატიე.
მიყვარხარ.

შვილებს:
გიტოვებთ ვალებს -
სხვა არაფერი გამაჩნია.
დედას გაუფრთხილდით.

მეგობრებს:
გიტოვებთ ცოლ-შვილს,
თუმცა მესმის,
რომ თქვენი პრობლემებიც
თავზე საყრელ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1078 / თარიღი: 2014-09-20 / 9:14 PM / შაბათი

გიორგი საჯაია - არაფერი თქვა / giorgi sajaia - araferi tqva


კანაფის კვამლში გახვეული
პლანეტა, ბებერ ეფენდივით,
თვლემს.
დრო გაფუჭდა - ჩაიხვია.
მიზიდულობას ეფედრინით
ვებრძვი და კედლის კალენდრებზე -
მაისის ზერო...
მირაჟული
დღეები ჰგვანან პალინდრომებს -
წასვლა, წამოსვლა, ვირაჟები.
მთვარე გავტე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1219 / თარიღი: 2014-09-20 / 9:13 PM / შაბათი

გიორგი საჯაია - არყოფნის / giorgi sajaia - arkofnis


არაფერი შეცვლილა სინამდვილეში.
უბრალოდ, ერთი განზომილებიდან მეორეში გადაინაცვლე,
სხვა - არაფერი.
თუ ადრე რეალურ სახლში იკეტებოდი,
ახლა ვირტუალურ სახლში იკეტები.
ფუსფუსებ შენს ოთახში, რომელსაც სხვანაირად "ვოლს" უწოდებ:
აჭრელებ კედლებს პორტრეტებით, მოგონებებით ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1136 / თარიღი: 2014-09-20 / 9:10 PM / შაბათი

გიორგი საჯაია - განწირული თაობა / giorgi sajaia - gantsiruli taoba


გუშინ -
ვერ დაბრუნდა
ბავშვობა ომიდან...

დღეს -
რომ ვერ "გვიხმარეს",
შემოგვდგნენ წიხლებით...

ხვალ -
ალბათ გამოვალთ
როდესმე კომიდან...

ზეგ -
ჯერ არ მოსული
სიბერით ვიღლებით...

რა გვახსოვს? -
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1219 / თარიღი: 2014-09-20 / 9:08 PM / შაბათი

გიორგი საჯაია - დეპრესია / giorgi sajaia - depresia


ქარი უმოწყალოდ ნამქერს ალახინებს,
თებერვლის მიღმა რომ ზამთრის ქალაქია.
ღამის პროცესია მისდევს ბალდახინებს,
დღეთა კუბოები მწკრივში ალაგია.

მზერა უმიზეზო, სუნთქვა ქაოტური,
პულსი ვეღარ ითვლის გული რასაც ფეთქვას...
ისე ეტანება სისხლი აორტიდან
ყელში ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1225 / თარიღი: 2014-09-20 / 9:04 PM / შაბათი

გიორგი საჯაია - ოცდამეთორმეტე ზამთარი / giorgi sajaia - ocdametormete zamtari


ოცდამეთორმეტე
რიგში ზამთარია -
ამინდი მლაშე და
ამინდი მომჟავო.
შენი არგუმენტი
ტყვიაგამტარია
დღეს,
როგორც არასდროს,
სუსტი და ბეჩავი,
რომ რადგან აქამდე,
როგორღაც მოხვედი
და რადგან...
(არც ღირდეს,
ვინ იცის, ოცნებ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1116 / თარიღი: 2014-09-20 / 8:59 PM / შაბათი

გიორგი საჯაია - თბილისი, ღამე, წვიმა / giorgi sajaia - tbilisi, ghame, tsvima


თბილისი... ღამე... წვიმა...
გალაკტიონის ხიდი...
კისერი... თოკი... ლოდი -
რაც შეიძლება დიდი...
ახლა რაც უნდა გითხრა,
ალბათ შენც კარგად ხვდები -
ვიცხოვრე... დავიღალე...
კარგად იყავი... ვხტები!

კომენტარები: 0 / ნანახია: 1273 / თარიღი: 2014-09-20 / 8:54 PM / შაბათი

გიორგი საჯაია - თოვლი მაინც იყო / giorgi sajaia - tovli mainc iko


ზამთარს ოთახებში ვაშამათებ,
ბოლთით, სიგარეტით, მოხიტოთი.
თოვლი მაინც იყო, მოხვიდოდი,
თუნდაც აქა-იქ და იშვიათად.
ვაშრობ გიგანტური კროსვორდებით
დროის ინდოეთის ოკეანეს -
ისე გაიწელა ნაკიანი,
როგორც დარღვეული პროსოდია.
თოვლი მაინც იყო... მოხვიდოდი. ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1639 / თარიღი: 2014-09-20 / 8:51 PM / შაბათი

გიორგი საჯაია - ლპობა / giorgi sajaia - lpoba


სინამდვილეში, სულ ეს არის. ხოლო რაც არის,
სულში ფურთხია, სისხლში - შხამი, ლექსში - ტერცინა,
ღვიძლში - ციროზი, გულში - ხინჯი, თვალში - ნაცარი.

მე მოვდიოდი შენს ხელებთან, როცა გეძინა
და, ჩემო სულო, შენს თითებში სახეს ვმალავდი,
რომ მტკიოდა და... რომ სიმწრისგან ა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1186 / თარიღი: 2014-09-20 / 8:47 PM / შაბათი

გიორგი საჯაია - მარინისტული ალეგორია / giorgi sajaia - mirinistuli alegoria


მაიორკასთან სულ სხვა არის ხმელთაშუა ზღვა
(ასეთ დროს შავ ზღვას, როგორც წესი, არ იგონებენ)...
აქ განთიადი გახლეჩილი, მზეა, შუაზე
და შეღამებას ფერი დაჰკრავს ფლამინგოების.
და იბიციდან მონაბერი, მსუბუქი ბრიზი,
აკვამარინის სამკაულებს ქვიშაზე ფანტავს.
პალმების ჩრდი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1285 / თარიღი: 2014-09-20 / 8:45 PM / შაბათი

გიორგი საჯაია - მარტივი მოტივი / giorgi sajaia - martivi motivi


მირტებს ვუმარტოვებ მანტოს და მანტიას -
დაე ბედის ხაზებს პასუხი გაეცეთ!
ყველაზე მარტივი მოტივი მარტია,
თებერვლის ამარტ-არტს სადმე რომ გაექცე.

და მერე მარტიდან, წვიმების სეზონის
გარდაუვალობით გაწამებს ანანკე.
და არის აპრილი, უდაოდ, რეზონი
და მერე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1140 / თარიღი: 2014-09-20 / 8:42 PM / შაბათი

გიორგი საჯაია - მე ვცხოვრობ წიგნში / giorgi sajaia - me vckhovrob tsignshi


და შენთვის მხოლოდ სიტყვები ვარ, ანუ მაშინაც
არაფერს ვნიშნავ, როცა გინდა რამეს ვნიშნავდე
უმეტესს, ვიდრე სიტყვებია (მე ეს მაშინებს),
მაშინაც, როცა მკითხულობ და "?"-თან

ჩერდები, როგორც შუქნიშანთან და გზას აგრძელებ
დანიშნულების "."-მდე, ანუ სახლამდე,
"," დ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1037 / თარიღი: 2014-09-20 / 8:41 PM / შაბათი

გიორგი საჯაია - მელაპარაკე / giorgi sajaia - melaparake


(მაკის)

მელაპარაკე,
ულამაზეს
შენი ნოტებით...
შემომეშველე
ტკივილების
დამიწებაში...
მელაპარაკე,
ვიდრე წავალთ,
განვიტოტებით,
ჩვენ ჩვენი გზებით
სამუდამო
დავიწყებაში...
მელაპარაკე,
ცაზე ნაწერ,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1247 / თარიღი: 2014-09-20 / 8:39 PM / შაბათი

გიორგი საჯაია - მზე ხელისგულზე / giorgi sajaia - mze khelisgulze


(Sun was said to die and be born again)

აქ მზე თავდება! სხვა იტყოდა, თავდება გზაო,
მაგრამ სხვა არ ვარ და ამდენად, მეპატიება -
მე შეიძლება განვაცხადო, რომ უშნო ცაა
და წვიმის ნაცვლად მოვიყვანო სერპანტინები,
ასე, რომ ვამბობ: გზა კი არა, აქ... მზე თავდება!
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1177 / თარიღი: 2014-09-20 / 8:38 PM / შაბათი

გიორგი საჯაია - მონატრების გაკვეთილები / giorgi sajaia - monstrebis gakvetili


აქ უნდა ავუხვიო და მერე გზა იყოფა.
რა მაგის პასუხია და შენი მისამართი:
ჯერ უნდა გავიარო ბეტონის ალაყაფი
და მერე სკამი არის, ჩეროში მისავარდნი.
არც ისე ულამაზო ჩრდილი აქვთ კვიპაროსებს,
ჩრდილების კვალობაზე - არც ისე უხეირო.
საერთოდ ზღაპარია, თუ ახლოს პაპიროსის ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1310 / თარიღი: 2014-09-20 / 8:36 PM / შაბათი

გიორგი საჯაია - მოძრაობის ილუზია / giorgi sajaia - modzraobis iluzia


განგრევს მოძრაობის ილუზია,
გახრჩობს უძრაობის ანაკონდა.
შუბლზე ნაოჭებად მიგლურსმნია
წლების ფრაგმენტული ამარკორდი.

ისმენ უღმერთობის რაფსოდიებს,
ბედთან უმიზეზო შედავებით.
იცი - ყველაფერი აფსურდია!
გულიც აღარ გწყდება, შედარებით...

აღარც ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1080 / თარიღი: 2014-09-20 / 8:33 PM / შაბათი

გიორგი საჯაია - ნირვანა / giorgi sajaia - nirvana


ვზივარ და - არაფერი. ვზივარ და ფაიფურის სიდჰარტას
სიჩუმეს ვუზიარებ, გაჟღენთილს არომატულ კამპარით.
სიდჰარტას ვუზიარებ სიჩუმეს - არაფერი. ვზივარ და
თვალებით, სიგარეტს და უშაქრო ყავას შორის ვაპარებ
წლებს, როცა ერთმანეთი შეშლილი სიყვარულით გვიყვარდა.

და ისე შეველ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1441 / თარიღი: 2014-09-20 / 8:15 PM / შაბათი

გიორგი საჯაია - ნუ დამიბედებ / giorgi sajaia - nu damibedeb


დღეს ბედობაა... აუხდენელი ოცნებების,
ნუ დაიბედებ, ცივ ქარტეხილებს...
თვახედობაა, ჩემი მხრიდან, შენთან თამაში!
და შენზე ფიქრი, ვითომ ღამეს რომ მატეხინებს...
მე და შენს შორის უფსკრულების არის ლამანში...
ჯოჯოხეთია, გზააბნეულ ორი სულისთვის...
და ამ ორიდან გადარჩ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1264 / თარიღი: 2014-09-20 / 8:06 PM / შაბათი

გიორგი საჯაია - ოღონდ აქ არა / giorgi sajaia - oghond aq ara


მე გეკითხები: ეგ შენი ყელი
სადაფი არის, თუა ბაკარა?
შენ კი მპასუხობ გულგახეთქილი:
- ოღონდ აქ არა!... ოღონდ აქ არა!...

მე გეუბნები: შენი თვალები
მწველია ისე, ვით მზე თაკარა.
შეშინებული შენ იმეორებ:
- ოღონდ აქ არა!... ოღონდ აქ არა!...

... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1114 / თარიღი: 2014-09-20 / 8:06 PM / შაბათი

გიორგი საჯაია - პარასკევი, 13 / giorgi sajaia - paraskevi, 13


აი სამშობლო, მთელი შენი სამშობლო, მთელი
ეშხით და სამი მეოთხედით და მთელი სიგრძე-
სიგანით. აი შენი ყანა და შენი "ჩელა",
მთელი ცხოვრება დროდადრო რომ ასხვისებ, იძენ,
ასხვისებ, იძენ. აი შენი სოფელი, შენი
ნამუსი – შენი გაჩეხილი ვენახი. აი
შენი ორწვერი, ქამარჯინა, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1216 / თარიღი: 2014-09-20 / 7:59 PM / შაბათი

გიორგი საჯაია - პელიკანი / giorgi sajaia - pelika


თავდაპირველად, ისე მოხდა,
რომ მეგობარი დავკარგე.
იმ დღეს ყველა ტიროდა.
ყველა - უპატრონო ძაღლებიც კი, ცარიელ ქუჩაში.
მე კი, ვთქვი, დღეს ცუდი დღე არის-მეთქი,
მარჯვენა ხელი მოვიგლიჯე
და აყმუვლებულ ძაღლებს გადავუგდე საჯიჯგნად.
ხელი, რომელიც მეგობრისთვის < ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1238 / თარიღი: 2014-09-20 / 7:58 PM / შაბათი

გიორგი საჯაია - რა შუაშია / giorgi sajaia - ra shuashia


(კახა ჭაბაშვილს )

"სამით სამია ეს ცხოვრება, ფრეა, ეიხმან."
რ. გეთიაშვილი

რა შუაშია, მაგრამ
გადავაბიჯეთ ნიშნულს,
როცა ჟანგბადი ჭირს და
სუნთქვაც მძიმდება, ეს კი
ნიშნავს სიბერეს, ღმერთთან
მიახლოვებას ნიშნავს,
კიდევ წაგებას ნიშნა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1125 / თარიღი: 2014-09-20 / 7:50 PM / შაბათი

გიორგი საჯაია - რეზიუმე / giorgi sajaia - reziume


მოდი, ცხოვრება შევაჯამოთ -
თუმცა, არც ისე ადვილია!
ხორცი, რომელიც შეიჭამა,
სისხლი, რომელიც დაილია,
ფეხი, რომელიც წამოვკარით,
ხელი, რომელიც ჩავიქნიეთ,
გრძნობა, რომელიც ამოვკირეთ,
ეჭვი: "არ გვახსოვს"... "არ გვიქნია"...
ყველა მოშლილი პარაპეტი,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1193 / თარიღი: 2014-09-20 / 7:49 PM / შაბათი

გიორგი საჯაია - სასაცილო ხარ / giorgi sajaia - sasacilo khar


სასაცილო ხარ... ლაპარაკობ გაუთავებლად,
ყველ-არა-ფერზე, გაფუჭებულ რადიოსავით,
არაფერს ტოვებ უთქმელად და გაუტარებლად.
ვილაპარაკოთ - კეთილი და პატიოსანი.

რაზეც გენებოს, დაწყებული სტრატოსფეროდან,
დამთავრებული ნაწილაკით ელემენტარულ,
(ბედი შენი, რომ მე დუმილ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1218 / თარიღი: 2014-09-20 / 7:47 PM / შაბათი

გიორგი საჯაია - სერიული თვითმკვლელი / giorgi sajaia - seriozuli tvitmkvleli


რა შორს მიდიხარ?! შემოდგომის ამ პირველ ფოთოლს
უამბე... ამ სკვერს, ამ შადრევანს, ამ – მოკლედ, რა შორს
მიდიხარ?! ღეჭავ სიგარეტის ფილტრს, ანუ ფითილს,
ანუ კბილებში, კვამლთან ერთად, ყოველგვარ კავშირს

ცრი, მასთან, რასაც ცოტა ხნის წინ კავშირი ერქვა
შენს და ღმერთს შო ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1115 / თარიღი: 2014-09-20 / 7:21 PM / შაბათი

გიორგი საჯაია - სიყვარულის კამიკაძე / giorgi sajaia - sikvarulis kamikadze


ბედთან ამბოხების მქვია ექსტრემისტი -
რა ვქნა, თავის დახრას არ ვარ მიჩვეული.
არრა მაბადია გარდა ლექსების და
გარდა სიამაყის - რაღაც უჩვეულო.

ხელში გადავითვლი ხურდებს კარამბოლით -
ერთ ღერ კესანესაც ამით ვერ მივწვდები...
შენი ფანჯრებიდან ისმის "ამაპოლა", < ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1122 / თარიღი: 2014-09-20 / 7:18 PM / შაბათი



შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0