მთავარი » 2014 » სექტემბერი » 19 » ოთო გურგენიშვილი - ერთი უბრალო ბიჭი ვარ / oto gurgenishvili - erti ubralo bichi var
1:46 AM ოთო გურგენიშვილი - ერთი უბრალო ბიჭი ვარ / oto gurgenishvili - erti ubralo bichi var
ერთი უბრალო ბიჭი ვარ, ერთი უბრალო კალამით, ერთი უბრალო ნიჭი მაქვს , მწვადის წვა მიყვარს წალამით.
ერთი უბრალო სახლი მაქვს, ერთი უბრალო აივნით, ერთი უბრალო ბებო მყავს, ფერგამოცვლილი ჩაივით.
ერთი უბრალო საცოლე, მაყვლის თვალ_წამწამ_მგოსანი, ღვინის ბოთლი მაქვს საცობე, სხვენში სულები ფრთოსანი.
ოცნება გიშრის ფერდებად, საშემოდგომო მაყვალი, ასაკი უკვე ბერდება , ვერ უპოვია გზა–კვალი.
ერთი უბრალო ბაღი მაქვს, ვარდის ფურცლების ზღვასავით. ერთი უბრალო თუთა მაქვს , ბუნებრივ_ჯებირ მთასავით.
ერთი უბრალო ბიჭი ვარ, ერთი უბრალო კალამით. ერთი უბრალო სურვილით, მწვადის წვა მინდა წალამით
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1539 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: ოთო გურგენიშვილი, ოთარ გურგენიშვილი, otar gurgenishvilis leqsi, oto gurgenishvilis leqsebi, ოთო გურგენიშვილის პოეზია, oto gurgenishvili, oto gurgenishvilis poezia
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 2 სტუმარი: 2 მომხმარებელი: 0
|