Загрузка...
ოთო გურგენიშვილი - ენგურის ხიდზე ვდგავართ ჭაბუკი პოეტები / oto gurgenishvili - enguris khidze vdgavart chabuki poetebi - 19 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:22 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 19 » ოთო გურგენიშვილი - ენგურის ხიდზე ვდგავართ ჭაბუკი პოეტები / oto gurgenishvili - enguris khidze vdgavart chabuki poetebi


1:57 AM
ოთო გურგენიშვილი - ენგურის ხიდზე ვდგავართ ჭაბუკი პოეტები / oto gurgenishvili - enguris khidze vdgavart chabuki poetebi
აფხაზეთის ნანგრევებს მივუყვები სიზმრებში,

გზაზე მიმოუფანტავთ ხმადაცლილი ტყვიები.

დედებმა რომ იტირეს დღესაც მახრჩობს ფიქრებში,

ჭაბუკების სისხლით როს გადაწითლდნენ იები.



ქართველები ზარ-ზმანებს სამრეკლოში რეკავდნენ,

მტერი კი გვიტოვებდა დასამარხად ცხედრებს და –

საქართველოს მკერდზე რომ ძმა ბიჭები ეყარნენ,

დედა ვაჟკაცებისთვის ღმერთს მშვიდობას ვედრებდა.



რეკენ საქართველოდან ქართულ უბედურებას,

სისხლიანი ტყვიები დაფრინავდა თავზე და

სიკვდილისფრად შეიმოსა აფხაზეთის ბუნება,

წინა ხაზის დაცემისას ბოლო ხაზი გვავსებდა.



გორგასალის საფლავზე ვლოცულობდი ცრემლებით,

მივტიროდი აფხაზეთს მოვთქვამდი და ვხაოდი.

ამ დროს ზოგი ქართველი ღვინოს სვამდა ქვევრებით –

განსხვავებულს შესვამდნენ და გნიასი გაუდით.



დაუნდობლად ვურტყავდით რაც კი ხელში გვხვდებოდა,

რომ დაგვეცვა სახლ–კარი და იმედი მომავლის.

ხმალით ვუფრთხილდებოდით ქართულ მემკვიდრეობას,

სული გამოგვყოლია კრწანისის და მარაბდის.



ბრძოლა ვისღა ახსოვდა,ომში ძმა-ძმას გაექცა,

ბედკრული ქართველობა დღესაც მძიმე ჯვარია,

8 აგვისტოს,9 აპრილს,ოჯახები დაგვექცა,

გეყოთ,ჩემი სამშობლო ომით გადამწვარია.



გავმთლიანდით ჭირით და გავმთლიანდით ვარამით,

სამართლიანობისთვის ვანამუსოთ ნამუსი.

აფხაზეთის მთებს შევკაზმავ საქართველოს კალამით,

ქართველებო ქართული განდაგანა გაუსვით.



გამარჯვების ღვინო მოვსვი სისხლიანი ხორხით,

მგლოვიარე ქართველი ვარ,თავს ენგური მაწვიმს.

მუხლმოკვეთილ სამაჩაბლოს ვეზიარე მორთხმით,

ჩვენი დედა საქართველო დღესაც იცავს ბარძიმს.



რომ სამების ხარაჩოებს მტრედი აღარ გამოსცდეს,

გთხოვ შემინდე უფალო,თხოვნა თუკი წამომცდეს

რომ ლექსებით ვისულდგუმელებ მანამ წავალ სამოთხეს,

ღმერთო შეგთხოვ ეს გული,აფხაზეთით გამოთბეს.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1593 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ოთო გურგენიშვილი, ოთარ გურგენიშვილი, otar gurgenishvilis leqsi, oto gurgenishvilis leqsebi, ოთო გურგენიშვილის პოეზია, oto gurgenishvili, oto gurgenishvilis poezia | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0