Загрузка...
ოთო გურგენიშვილი - მეცამეტე თვე / oto gurgenishvili - mecamete tve - 19 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:33 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 19 » ოთო გურგენიშვილი - მეცამეტე თვე / oto gurgenishvili - mecamete tve


2:07 AM
ოთო გურგენიშვილი - მეცამეტე თვე / oto gurgenishvili - mecamete tve
იანვარს ეტყობა ახლად ნაჭიპლარი,
მის დაბადებას ხომ შემოხვდა აისი.
და როგორც გაუსწრებს ლიანდაგს გვირაბი
ისევე დათენდა აპრილზე მაისი.

თებერვალს ეტყობა სამარტე ამინდი,
არც გუნდა კეთდება,არც თოვლის ბაბუა.
მარტის მატყუარა წვიმებად დავღვინდი
ხანდასმულ ბეღურად შემომხვდა ღაბუა.

ივნისმა გაიკეთა ივლისის საბუდო,
ვარდის თვეს მისტირის ნასიცხი მკერდიდან,
ზაფხულის დებიუტს აგვისტომ დაუდო,
ზავი და შემოჯდა თუთის ხეს გვერდიდან.

სექსტემბერს ხავერდად დაეფსკვნა ნიავი,
სიცხისგან დახარშულ ხეებს რომ აცოცხლებს.
ოქტომბერს ნოემბრის ღრმა–მოსავლიანი
ჩააცმევს წითელი ფოთლების სამოსელს.

ზამთარი მოელის დეკემბრის პირველს თოვლს,
რომ კვლავ აიწყვიტოს იანვრის მშვენება,
მაგრამ მეთორმეტედ ხომ აღარ შემოგვთხოვს,
ოცდამეთერთმეტე ჯიუტ გათენებას.

მე კი მინდა რომ საბეჭდი მანქანით,
ანდაც წითელ_ბანტა შავი სამოსელით,
ავიღო თაბახი და მელნის ბაქანით,
რითმით ამოვსებულ მუზის ამოზელით -

მინდა რომ კალმებით,თაბახით,მუზებით
დატვირთულ საწნახელს ჩავუდგე კელაპტრად,
მერე აღელვებულ ზღვის ტალღას ღუზებით,
ბევრჯერ მოვევლინო არაფერს ყველაფრად.

მერე შხამგამოცლილ უცნაურ მცენარეს,
ვუთხრა არ დანებდეს თორმეტ თვეს მხოლოდ და
ბალახის ოხშივარს ჭინჭრაქით მღელვარეს,
მეცამეტე თვედ დაუდგეს ბოლოდან.

ბოლოდან იმიტომ რომ თავში ღმერთია,
რომელმაც გვაჩუქა თორმეტი მიგნება,
მაგრამ ვინაიდან უფალი ერთია,
მეცამეტე თვე ჩვენ ორის იქნება.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1670 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: oto gurgenishvilis poezia, oto gurgenishvili, ოთო გურგენიშვილის პოეზია, oto gurgenishvilis leqsebi, otar gurgenishvilis leqsi, ოთარ გურგენიშვილი, ოთო გურგენიშვილი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0