მთავარი » 2014 » სექტემბერი » 19 » ოთო გურგენიშვილი - მე (მოჰიკანი) / oto gurgenishvili - me mohikani
2:11 AM ოთო გურგენიშვილი - მე (მოჰიკანი) / oto gurgenishvili - me mohikani
|
შენი ტუჩებით ვსწავლობდი კოცნას, შენი თვალებით ვხედავდი მთვარეს, ჩემი კალამით გასხამდი ხოტბას, ლექსს გიკითხავდი მთვარიან ღამეს.
დილის ალიონს მე და შენ მხოლოდ ნოხზე გაშლილი წითელი პლედით. ვნებადაცლილი ვასრულებ სოლოს, ლექსის კითხვაში და შენი მკერდით –
მევსება გული და როგორც ზეცა, განთიადს ელის მძინარე სახით. შეშლილ მელექსეს ზმანება მეცვა, ძველს ვივიწყებდით ახლით და კარგით.
წარმოვიდგენდით შიშველი კალმით, როგორ დავწერდით ვნებიან ლექსებს. მერე თავსხმაში ქოლგით და კარვით, გადავარჩენდით წვიმისგან ტექსტებს.
ხელს ჩამკიდებდი და მე კი თუნდაც ვყოფილიყავი შენზე ძლიერი, და დამრჩენოდა სულ ბოლო ხურდაც როგორც ბაღნარში აკაციები –
ვისეირნებდით ნისლიან დილას, კარამელით და თერმოსი ყავით. აბაზანაში დაორთქლილ მინას, შევცურდებოდით ღრუბელის ნავით.
შენი ამბორი და თხელი ტანი, მეტმასნებოდა ქაფივით მკერდზე. ვნების აბჯარით მე (მოჰიკანი), გეფერებოდი ნამიან მხრებზე.
შენც გეტყობოდა ჩემი ტუჩები, უბიწო მკერდზე და როგორც მთვარე. დედიშობილა დადის ქუჩებში, გვათენდებოდა ოცნების ღამე.
დრო გაიწელა წამის წყვდიადად, დაგვძინებოდა ალიონს ზეწრით. ჩამხუტებოდი ტანზე მთლიანად, მეც ჩამეძინა შენივე მკერდით.
დილას საუზმედ ფორთოხლის წვენი, კრუასანით და წითელი ვარდით. გაკოცე შუბლზე და მცირე ძღვენით, აღარ მინდოდა გქონოდა დარდი.
შენი ტუჩებით ვსწავლობდი კოცნას, შენი თვალებით ვხედავდი მთვარეს, ჩემი კალამით გასხამდი ხოტბას, ლექსს გიკითხავდი მთვარიან ღამეს.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 2481 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: ოთო გურგენიშვილი, ოთარ გურგენიშვილი, otar gurgenishvilis leqsi, oto gurgenishvilis leqsebi, ოთო გურგენიშვილის პოეზია, oto gurgenishvili, oto gurgenishvilis poezia
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 3 სტუმარი: 3 მომხმარებელი: 0
|
|