Загрузка...
ოთო გურგენიშვილი - ღამის თბილისი / oto gurgenishvili - ghamis tbilisi - 19 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:25 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 19 » ოთო გურგენიშვილი - ღამის თბილისი / oto gurgenishvili - ghamis tbilisi


2:15 AM
ოთო გურგენიშვილი - ღამის თბილისი / oto gurgenishvili - ghamis tbilisi
ძველ რუსთაველზე ვსეირნობდით მე და შენ მხოლოდ,
მივაბიჯებდით ცივ ქვაფენილს და ჩუმი მზერით,
ლამაზ სხეულზე შენი ჯინსების კლეჩატი ბოლო,
გვეტმასნებოდა ჩახუტებისას და თბილი ბგერით –

უნდოდა ეთქვა რომ უხაროდა ჩვენი სურვილი,
გვქონოდა სახლი,აივნით და პატარა ძაღლით.
და როს ტაბიძეს ავუყვებოდით ვნების წყურვილით,
ჩვენი თვალები ვარსკვლავთ უმზერდეს სახლიდან მაღლით.

ღამის თბილისში ვბოდიალობდით მე და შენ მთვარით,
ვწყვეტდით ვარსკვლავებს მეტეხის წინ დაღლილ მტრედებზე,
სურვილი მქონდა შენთვის მეკოცნა ოცნების წამით,
და სიყვარულის ჩანჩქერიდან ვითარც ედემზე –

გვქონოდა ვნება ტანში ზღვისფერი გრძნობების გავლით,
გადაღლილ სხეულს რომ აცოცხლებს და მეორედ ბადებს,
ცის მტკაველ ვარსკვლავს,ხორშატ ცხენების მთვარისებრ თავლით,
ღრუბელს დაგვაწვენს და ჩვენს სიყვარულს ცის ხიდად გადებს.

ღამის აივანს შენი ამბორი მხვდება ნიავად,
რომ დაგვივლის და ჟრუანტელით გვაყრის ალმასებს,
დილის საუზმეს ერთი ცალი ვარდით კი არა ?
თვრამეტი ვარდით შემოსილი ცა რომ აგავსებს.

შენი ლამაზი თვალები და უმწიკვლო სახე,
ვარდის ალმაცერ ბაგეებს რომ მიაგავს ღამით,
გუშინ საწოლში სულ მთლიანად შიშველი გნახე,
და გადაგწერე ჩემს სხეულზე ცხრაფერი კალმით.

ჩვენს თბილისს ერგო პატარძლისფერ ქორწილის კაბით
რომ შეემოსა შენი სხეული ვარდისფერ ღამეს,
ცის წვეულებას შევესწარით ვარსკვლავთა ჯარით,
და სიყვარული ერთად შევფიცეთ მშობლიურ მთვარეს.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1298 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ოთო გურგენიშვილი, ოთარ გურგენიშვილი, otar gurgenishvilis leqsi, oto gurgenishvilis leqsebi, ოთო გურგენიშვილის პოეზია, oto gurgenishvili, oto gurgenishvilis poezia | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0