Загрузка...
ოთო გურგენიშვილი - ალკოჰოლიკი ტანგო / oto gurgenishvili - alkoholiki tango - 19 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 11:01 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 19 » ოთო გურგენიშვილი - ალკოჰოლიკი ტანგო / oto gurgenishvili - alkoholiki tango


2:20 AM
ოთო გურგენიშვილი - ალკოჰოლიკი ტანგო / oto gurgenishvili - alkoholiki tango
აღმოსავლური ტანგო ჩაგვესმის,

თამბაქოს სუნი მოედო ოთახს.

წვიმა ეზოში ბალახს,თავს ესხმის,

ვისკი გვიძვრება სხეულში,გვლოთავს.



ღამით საწოლში სუნთქვით მაგიჟებ,

დილით,ორსული საბნის მგზავრი ხარ.

შენით ნათევი ნაძილ–ნაბიჯებს,

განშორების წუთს,წამით მაკლიხარ.



ალიონს მე და შენ და საწოლი,

მარწყვით მოსვრილი შენი ტუჩები.

ჩემს სხეულს აჩნდა შენით ნაწოლი,

სახლის ხედებად ჩუმი ქუჩები.



აბაზანის ქვეშ მწიფე სხეული,

რომ მეხება და გულს მიავადებს,

შენი ვნებით ვარ ყოვლად სნეული,

კოცნად მოგიფენ ,მკერდს იავარდებს.



ღამე კი როგორც ტყუპი სიამის,

დამსგავსებია ბურუს ალიონს.

შემომეხვია ფონად ნიავის,

დღემ დაღამება მზედ რომ გალიოს.



მიყვარს შენი თმის ღელვით თამაში,

შენი სუნთქვისგან ალუბლის გათლა,

ფრანგული კოცნა ღამით ჰამაკში,

და წელზე შენი ხალების დათვლა.



შენი თვალები დამნებდა ღამით,

შენი სხეული მეკვროდა დილით.

მზემ ჩაგვიარა ღრუბელის ნავით,

კოცნით დაგიბი ამწყდარი ღილი.



ჩემი ნაცვამი პერანგით სახლში

ალკოჰოლს ეძებ საწოლის თავზე.

რომ ისევ დავტკბეთ ედემის ბაღში,

და ისევ დავსხდეთ მთვარისფერ ნავზე.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1964 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ოთო გურგენიშვილი, ოთარ გურგენიშვილი, otar gurgenishvilis leqsi, oto gurgenishvilis leqsebi, ოთო გურგენიშვილის პოეზია, oto gurgenishvili, oto gurgenishvilis poezia | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0