Загрузка...
ოთო გურგენიშვილი - მადრიდული დილა / oto gurgenishvili - madriduli dila - 19 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:26 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 19 » ოთო გურგენიშვილი - მადრიდული დილა / oto gurgenishvili - madriduli dila


6:49 AM
ოთო გურგენიშვილი - მადრიდული დილა / oto gurgenishvili - madriduli dila
მადრიდში გათენდა.
კაფეში შევდივარ ვუკიდებ ყალიონს,
ფილტვებში ნახშირით ვუხვდები ალიონს ... !

ხალხი კი არა სჩანს,
არ სჩანან ჩიტები ...
მხოლოდ მუსიკოსი –
ქვაფენილს მიკრული.

ქუჩური ჰანგებით –
ნაშოვნი გროშებით,
ნაყიდი არაყით –
ზაფხულის ქოშებით!

ბარმენს ვეკითხები:
დრო არის ?
ჯერ არა –
მაშ როდის?
ჯერ არა –
რომ დაგვიანდეს? –
დრო ითმენს,თქვენ არა!

ირგვლივ ჩამოვარდა ღამის სიჩუმე და
აფექტის საათი დამდგარა კაფეში.
მე კი მადრიდული დილა ვიჩუქე და –
ქარიზმა გავახვიე რითმების ნამქერში.

ჩამოჰკრა საათს,დაიწყო პარადი,
აი ამოძრავდა ქუჩებში მასა –
მე კი კაპუჩინო ძირამდის დავცალე
როგორც მუსიკოსის უგროშო კასა.

გათენდა მადრიდში – გათენდა რა ხანია,
ქუჩაში მაესტრო გიტარას არ ტოვებს.
ბარმენს შევუკვეთე მადრიდის ლაზანია,
აკორდი ურტყამდა რიტმიან პანტომებს.

მე მოვრჩი ლაზანიას,
ანგარიშს მოვითხოვ ...
გარეთ ვიყურები –
მაესტრო მოგვითხრობს ...

მომრავლდა გროშები,
მომრავლდა ხალხი –
მაესტროს რიტმებში ერთვება ბახი!

იეგან სენტიმოს –
იეგან ხენტე.
ელ რიტმო დე მაესტრო –
კამბია ლა მენტე.

დადუმდა გიტარა,
სურს სული დალიოს.
ბარმენი მეძახის –
Muchacho Adios !!!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1540 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ოთარ გურგენიშვილი, otar gurgenishvilis leqsi, oto gurgenishvilis poezia, ოთო გურგენიშვილი, oto gurgenishvilis leqsebi, ოთო გურგენიშვილის პოეზია, oto gurgenishvili | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0