Загрузка...
ოთო გურგენიშვილი - ლოთი (მე) მთვარის შუქზე / oto gurgenishvili - loti (me) mtvaris shuqze - 19 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 11:02 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 19 » ოთო გურგენიშვილი - ლოთი (მე) მთვარის შუქზე / oto gurgenishvili - loti (me) mtvaris shuqze


7:31 AM
ოთო გურგენიშვილი - ლოთი (მე) მთვარის შუქზე / oto gurgenishvili - loti (me) mtvaris shuqze
ღამით ალკოჰოლში ცურავდა მთვარე,
ვარსკვლავს უყვებოდა საოცარ ამბავს.
მე კი მზის ამოსვლა ჩასვლას ვანაცვალე,
ცის სარტყელები რომ ალიონს ქარგავს.

სუნთქვა თან ერთვოდა თამბაქოს ქოშინს,
ქუჩას მივათრევდი სხვა ქუჩის ბოლოს.
ორსულ მზეს ამინდი წვიმებად მოშლის,
ღრუბელს მიანებებს ზეცას,ებატონოს.

ღამე იძერწება ვარსკვლავთ ქვეშაგებით,
ბრაზიც შემომიჩნდა სადღაც ვინაიდან -
ზეცას შევეღრუბლე მთელი გაშმაგებით,
მწველ მზეს გავუშენე წვიმის პირამიდა.

ქუჩას მივუყვები მთვარის განათებით,
გული მიბაგუნებს როგორც თეატრონი.
თაბახს დამიხევენ პროზის დალაქები,
კალამს ავიღებდი ჩემს თავს შევატყობდი -

თუ რას დავუწერდი ამ ლექსს დასასრულად,
სული ათრთოლდა და მე რას გავხდებოდი.
მუზა მთელს თაბახზე მელნით თავს გასულა,
პოეტს დავირქმევდი მთელი თავხედობით.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1539 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ოთარ გურგენიშვილი, otar gurgenishvilis leqsi, oto gurgenishvilis poezia, ოთო გურგენიშვილი, oto gurgenishvilis leqsebi, ოთო გურგენიშვილის პოეზია, oto gurgenishvili | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0