Загрузка...
გიორგი საჯაია - წერილი ბოთლში / giorgi sajaia - tserili botlshi - 19 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:26 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 19 » გიორგი საჯაია - წერილი ბოთლში / giorgi sajaia - tserili botlshi


9:28 PM
გიორგი საჯაია - წერილი ბოთლში / giorgi sajaia - tserili botlshi


გამოუვალი წვიმებია. ასეთ დღეებში
მთაში მივდივარ, სადაც ტყეა, ტყეში ქოხია,
ქათმის ფეხებზე შემომდგარი; ქოხში სხვენია,
სხვენში სკივრია დამალული, სკივრში - კურდღელი,
კურდღელში - იხვი, იხვში - კვერცხი და კვერცხში - ნემსი,
რომლითაც ასეთ ძნელ ამბებში ტუჩებს ვიკერავ,
რომ უცებ რამე არ წამომცდეს, დარდის მაგვარი.

გსმენია რამე ტროვანტებზე? - ჩემი ბავშვობის
სახლს ერტყა ბაღი, იშვიათი, რომელშიც ნაცვლად
მცენარეების, იზრდებოდნენ ცოცხალი ქვები,
ასეთ წვიმებში, მკვლელ დღეებში, ნამდვილ ამბებში...
და მეც ამ ქვებში ვიზრდებოდი და მე ამ ქვებთან
ვთამაშობდი და ამ ქვებისგან ვსწავლობდი დუმილს.
და მე ვიყავი საკუთარი თავის წარსული,
ამ ბაღში, სადაც საკუთარი თავის მომავალს
ვზელდი მიწისგან, საკუთარი თავის ღმერთივით,
და სილა ქვიშად გადაიქცა და ქვიშა - კენჭად,
და კენჭი - ღორღად, ღორღი - ჭოჭყად და ჭოჭყი - ხვინჭად
და ხვინჭა - რიყედ, რიყე - ლოდად, ლოდი - ბალავრად,
რომელზეც სახლი ააშენეს, ჩემი ბავშვობის,
რომელსაც დიდი ბაღი ერტყა, რომელშიც ნაცვლად
მცენარეების, იზრდებოდნენ ცოცხალი ქვები.

გამოუვალი დღეებია. ასეთ წვიმებში,
ცარიელ ბოთლში ამბავს ვაგდებ და ბოთლს ფანჯრიდან,
ზღვაში კი არა, ვისვრი იმისიმისიქითში.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1391 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: giorgi sajaias shemoqmedeba, პოეზია, giorgi sajaia, გიორგი საჯაიას შემოქმედება, ხელოვნება, გიორგი საჯაია, giorgi sajaias leqsebi, გიორგი საჯაიას ლექსები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0