Загрузка...
გიორგი საჯაია - ცენტრიფუგა / giorgi sajaia - centrifuga - 19 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:28 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 19 » გიორგი საჯაია - ცენტრიფუგა / giorgi sajaia - centrifuga


9:29 PM
გიორგი საჯაია - ცენტრიფუგა / giorgi sajaia - centrifuga


შენ, ერთი უბრალო ბროშურა
ხარ, ცხოვრობ წიგნების თაროზე,
რომელიც ეკუთვნის მისტერ იქსს,
რომელიც, თავის მხრივ, ასევე,
ეკუთვნის სადაფის ამბუშურს,
რომელსაც უმზეო ტაროსში
აბოლებს, კითხულობს პასტერნაკს,
დროდადრო - ბობროვს ან ასეევს.

დროდადრო ყველაფრის ახლიდან
დაწყებას ცდილობს და ალაგებს
ჩანთას და გარბის და გაჭრილი
ვაშლივით ჰგვანან და მისდევენ
ერთმანეთს ქუჩები, სახლები,
სახლები, ქუჩები - ქალაქი,
რომელიც ყელში აქვს გაჩრილი
და სიმსივნესავით იზრდება.

დროდადრო ფეხებზე ჰკიდია
ის, რასაც დროდადრო ართულებს.
უბრალოდ უნდა, რომ წაიქცეს
საწოლზე. მთავრდება მასივი.
მთავრდება პროსპექტი. მიდიან
ფეხები. ითვლიან სართულებს
თვალები, რომლებშიც ჩაექცა
ღამე და საეჭვოდ გასივდა.

დროდადრო განიცდის. დროდადრო
ბაგეებს ისველებს შარტრეზით,
დროდადრო ჭიქაში მიძვრება
თავით და ფეხებით, ვისკიან.
დროდადრო ფანჯრებში - მონმარტრი,
დროდადრო - ქამდენი. ფანჯრებზე
დროდადრო წვიმების ტიტრები.
დროდადრო ფანჯრებში ისვრიან

პატარა ბავშვები, პატარა
კენჭებს და პატარა ხელებზე
ულაგებს პატარა მონეტებს,
ან მიდის, კანფეტებს ყიდულობს.
დროდადრო ცხოვრებას ატარებს
ჩაკეტილ ოთახში, ელიფსურ,
კითხულობს შექსპირის სონეტებს,
ან ვინმე ფუტურისტს კითხულობს

დროდადრო, ვთქვათ - ვინმე ასეევს,
ვთქვათ - ვინმე ბობროვს, ან პასტერნაკს.
ეკუთვნის უმზეო ტაროსში
სადაფის ძველებურ ამბუშურს,
რომელიც, თავის მხრივ, ასევე,
ეკუთვნის ვიღაცა მისტერ იქსს...
ხარ, ცხოვრობ წიგნების თაროზე,
შენ, ერთი უბრალო ბროშურა.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1198 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: giorgi sajaias shemoqmedeba, პოეზია, giorgi sajaia, გიორგი საჯაიას შემოქმედება, ხელოვნება, გიორგი საჯაია, giorgi sajaias leqsebi, გიორგი საჯაიას ლექსები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0