მთავარი » 2014 » სექტემბერი » 19 » გიორგი საჯაია - ჩემო იარალი / giorgi sajaia - chemo iarali
9:30 PM გიორგი საჯაია - ჩემო იარალი / giorgi sajaia - chemo iarali
ვერაფერ ახალს ვერ გთავაზობ. არათუ ახალს, ძველიც კი არაფერი არ დამრჩა სათქმელი. ჩუმად მივუყვები ნარატივს, სადაც ვიცხოვრეთ, გვიყვარდა და გადავრჩით
ამდენად, სიკვდილს, სასწაულით, რამდენჯერ?! სოფლით, ორღობით, ლილოჭრილით... გამაშით, ჩაფხუტით, ჩექმით, იარაღით, ფარაჯით, ბაბთით, ცილინდრით, მოკასინით, და ა. შ.
მხარდამხარ, მედგრად, თავგანწირვით, უშიშრად, ზამთრით, სიცივით, პურის რიგით, კუპონით, შიმშილით, არყით, ოპიუმით, ჰაშიშით, უღვთოდ, უდროოდ, უსამშობლოდ, უგონოდ -
რამდენჯერ, ჩემო იარალი?! არათუ ახალს - ძველიც კი არაფერი არ დარჩა, სათქმელი. უხმოდ მივუყვები ნარატივს, ანდანტე... პრესტო... მოდერატო... ვივაჩე...
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1587 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: giorgi sajaias shemoqmedeba, პოეზია, giorgi sajaia, გიორგი საჯაიას შემოქმედება, ხელოვნება, გიორგი საჯაია, giorgi sajaias leqsebi, გიორგი საჯაიას ლექსები
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|