Загрузка...
გიორგი საჯაია - შემოდგომის ინსომნია / giorgi sajaia - shemodgomis insomnia - 19 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:47 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 19 » გიორგი საჯაია - შემოდგომის ინსომნია / giorgi sajaia - shemodgomis insomnia


9:31 PM
გიორგი საჯაია - შემოდგომის ინსომნია / giorgi sajaia - shemodgomis insomnia


აღარაფერი აღარ დარჩა ძველი განძიდან,
დუმილის ოქროც განიავდა და სიტყვის ვერცხლიც.
ღამის პეპელა სტრიქონებით ვაპურებ მერცხლებს,
სიცარიელით ჩემი სული როგორ დამძიმდა.
რადგან რაც იყო გასაზიდი, ჟამმა გაზიდა
და ახლა დროის უზარმაზარ საცერში გაცრილს,
სექტემბრის ქარი სხეულიდან ფოთლებს-ღა მაცლის,

მე, ასეთ ბებერს, ასეთ ხმელს და ასეთ გატოტვილს
მათში, ვინც მოდის და ფესვებზე თეთრ ბატკანს მაბამს.
შემოდგომაა. ინსომნია. ტრაგიკულ ამბავს,
წიგნის თაროზე შემომჯდარი, ყვება ბალმონტი -
როგორ დედდება სისხლძარღვებში ქაღალდის წებო...
ჩემი დაღლილი თვალებიდან ღამე გადმოდის
და ჩემს მაგიერ ტანთ იხდის და ლოგინში წვება.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1209 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: giorgi sajaias shemoqmedeba, პოეზია, giorgi sajaia, გიორგი საჯაიას შემოქმედება, ხელოვნება, გიორგი საჯაია, giorgi sajaias leqsebi, გიორგი საჯაიას ლექსები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0