Загрузка...
გიორგი საჯაია - უღელტეხილი, 8 აგვისტო / giorgi sajaia - ugheltekhili, 8 agvisto - 19 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-11-24, 9:08 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 19 » გიორგი საჯაია - უღელტეხილი, 8 აგვისტო / giorgi sajaia - ugheltekhili, 8 agvisto


9:53 PM
გიორგი საჯაია - უღელტეხილი, 8 აგვისტო / giorgi sajaia - ugheltekhili, 8 agvisto


გვირაბს გამოვცდით, -
შუადღის ხვატი მოემწყვდია ფესვებში ძელქვას, -
შენ თქვი: რთულია, სიყვარულზე რამე წამოგცდეს.
მან თქვა: რთულია, სამშობლოზე რამე დაწერო.
მე ვთქვი: ძნელია, სამშობლოში პოეტი გერქვას.

გზა იყო შორი, დაგრეხილი, როგორც ბაწარი.
ცა იყო ახლო, როგორც ყელთან სატევრის წვერი.
შენ თქვი: ძნელია, სამშობლოზე რამე დაწერო.
მან თქვა: ძნელია, სიყვარულზე რამე წამოგცდეს.
მე ვთქვი: რთულია სიყვარული. და არა - წერა.

" უკეთუ გინდეს შემოდგომად მისდა - უარყავ! "
ვაშლის დახლები, სხვა დახლები, დახლები ნიყვის...
შენ თქვი: კარგია, საქართველოს როცა უყვარხარ.
მან თქვა: კარგია, საქართველოს როცა უყვარხარ.
მე ვთქვი: კარგია საქართველო... როდესაც გიყვარს.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1370 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: giorgi sajaias shemoqmedeba, პოეზია, giorgi sajaia, გიორგი საჯაიას შემოქმედება, ხელოვნება, გიორგი საჯაია, giorgi sajaias leqsebi, გიორგი საჯაიას ლექსები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0