Загрузка...
გიორგი საჯაია - უმისამართო სონეტი / giorgi sajaia - umisamarto soneti - 19 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:19 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 19 » გიორგი საჯაია - უმისამართო სონეტი / giorgi sajaia - umisamarto soneti


9:54 PM
გიორგი საჯაია - უმისამართო სონეტი / giorgi sajaia - umisamarto soneti


ერთხელ, როცა წასული, ჩემგან, ქმართან დაწვები,
ჰკითხე მთვარის ბაღებზე გადმოვლებულ იბისებს,
წითლად როგორ ენთება ფერმიმკრთალი ღაწვები
ევას, როცა ადამი მის სიწმინდეს იფიცებს.

თუმცა, ვიცი ვერასდროს - ასე იყო მარადის -
ფერით უხერხულობის შენ ვერ შეიმოსები,
შენს ნერვს ვერ აათრთოლებს მწარე გესლი ღალატის,
ქმარზე მეტად გხიბლავენ როცა ჩემი გლოსები.

და დადიხარ ცით-ცამდე გადადებულ ხიდეზე,
როგორც წმინდა სელენე - ღამეთა დედოფალი!
ოცნებობ შარლ ბოდლერზე და მოპასან გი დეზე...

და რადგანაც ჰესპერი მხოლოდ ისე ციალებს,
ვით შენს მკერდზე ბნეული მარტოხელა ოპალი,
შეგნებულად არ ვაწერ სონეტს ინიციალებს...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1138 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: giorgi sajaias shemoqmedeba, პოეზია, giorgi sajaia, გიორგი საჯაიას შემოქმედება, ხელოვნება, გიორგი საჯაია, giorgi sajaias leqsebi, გიორგი საჯაიას ლექსები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0