Загрузка...
გიორგი საჯაია - სერიული თვითმკვლელი / giorgi sajaia - seriozuli tvitmkvleli - 20 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-29, 2:03 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 20 » გიორგი საჯაია - სერიული თვითმკვლელი / giorgi sajaia - seriozuli tvitmkvleli


7:21 PM
გიორგი საჯაია - სერიული თვითმკვლელი / giorgi sajaia - seriozuli tvitmkvleli


რა შორს მიდიხარ?! შემოდგომის ამ პირველ ფოთოლს
უამბე... ამ სკვერს, ამ შადრევანს, ამ – მოკლედ, რა შორს
მიდიხარ?! ღეჭავ სიგარეტის ფილტრს, ანუ ფითილს,
ანუ კბილებში, კვამლთან ერთად, ყოველგვარ კავშირს

ცრი, მასთან, რასაც ცოტა ხნის წინ კავშირი ერქვა
შენს და ღმერთს შორის და ყველაზე მარტივ გზას ირჩევ,
როცა მიდიხარ... და გველივით ტყავს, ანუ მერქანს
იძრობ და ხელში ცარიელი ბოთლით და სირჩით,

მიდიხარ, როცა პოეტი ხარ, ანუ თუ იცი,
რომ ყველა წასვლა ნაცადია და ის-ღა გაკლდა,
რომ სერიული თვითმკვლელივით მორიგ სუიციდს
უძღვნი ამ ფოთოლს, ამ შადრევანს, ამ სკვერს, ამ... მოკლედ,

უტევებ ცოდვებს პილატეს და ბანგას მარიაჟს,
უწვეულებოდ, უნადიმოდ და უტრაპეზოდ,
ირგებ სხეულზე, ტოგასავით, ღამეს, ბარეჟის
და ვენებს იხსნი, მარმარილოს ცივ კანაპეზე.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1116 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ხელოვნება, giorgi sajaias shemoqmedeba, giorgi sajaia, პოეზია, გიორგი საჯაია, გიორგი საჯაიას შემოქმედება, giorgi sajaias leqsebi, გიორგი საჯაიას ლექსები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0