Загрузка...
გიორგი საჯაია - რა შუაშია / giorgi sajaia - ra shuashia - 20 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 11:00 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 20 » გიორგი საჯაია - რა შუაშია / giorgi sajaia - ra shuashia


7:50 PM
გიორგი საჯაია - რა შუაშია / giorgi sajaia - ra shuashia


(კახა ჭაბაშვილს )

"სამით სამია ეს ცხოვრება, ფრეა, ეიხმან."
რ. გეთიაშვილი

რა შუაშია, მაგრამ
გადავაბიჯეთ ნიშნულს,
როცა ჟანგბადი ჭირს და
სუნთქვაც მძიმდება, ეს კი
ნიშნავს სიბერეს, ღმერთთან
მიახლოვებას ნიშნავს,
კიდევ წაგებას ნიშნავს,
ნებისმიერი ფრეც კი!

რა შუაშია, მაგრამ
ბევრი ძვირფასი ფრესკა,
ჩვენ ვუსაჩუქრეთ ქართულ
ლიტერატურის ტაძარს.
ხოლო რაც ტკბილად შეგვრჩება,
სიგარაა და ვისკი
ქალის სურნელი მკლავზე
და ცარიელი მასრა,

ცაზე დახლილი ტყვიის -
რა შუაშია, მაგრამ...
მგონი დრო არის წასვლის!
მგონი ვბერდებით, ეს კი,
არ უნდა იყოს, ადოლფ,
კარგის ნიშანი, რადგან
უკვე წაგებას ნიშნავს,
ნებისმიერი ფრეც კი!
ნაწარმოები


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1124 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: giorgi sajaias shemoqmedeba, giorgi sajaia, პოეზია, გიორგი საჯაიას შემოქმედება, ხელოვნება, გიორგი საჯაია, giorgi sajaias leqsebi, გიორგი საჯაიას ლექსები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0