Загрузка...
გიორგი საჯაია - პარასკევი, 13 / giorgi sajaia - paraskevi, 13 - 20 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:34 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 20 » გიორგი საჯაია - პარასკევი, 13 / giorgi sajaia - paraskevi, 13


7:59 PM
გიორგი საჯაია - პარასკევი, 13 / giorgi sajaia - paraskevi, 13


აი სამშობლო, მთელი შენი სამშობლო, მთელი
ეშხით და სამი მეოთხედით და მთელი სიგრძე-
სიგანით. აი შენი ყანა და შენი "ჩელა",
მთელი ცხოვრება დროდადრო რომ ასხვისებ, იძენ,
ასხვისებ, იძენ. აი შენი სოფელი, შენი
ნამუსი – შენი გაჩეხილი ვენახი. აი
შენი ორწვერი, ქამარჯინა, ლიჯე, ხდე, შინო,
შენი საყდარი, შენი მიწა და "აი-ია",
რომელსაც თითით მიჰყვებოდი და აი ქოხი,
რომელშიც ენა აიდგი და რომელშიც წერა
დაიწყე. შენი სამოსახლო და აი მუხა
რომელსაც მუმლმა გამოსჭამა სამ დღეში ძირი.
აი ჰალსტუხი, აი მიშა - და კიდევ კარგი
ეს ყველაფერი იმდენია, ყელამდე გაძღე
შეგიძლია და რასაც ზოგჯერ პოულობ, კარგავ...
პოულობ, კარგავ, მოთმინებას, თავს, კავშირს, საზღვარს,
დროს, სახეს, იმედს, დედამიწას, სამყაროს, მეტიც,
რწმენას, რამეთუ სხვა რა გზაა და იმ გზას თელავ,
რომელზეც ფეხი მიგიწვდება და ამის დედაც!
მოვტყან - იტყვი და გააბოლებ ერთ ღერ სიგარეტს -
შენი სამშობლო, მთელი შენი სამშობლო, მთელი
ეშხით და სამი მეოთხედი სიგრძე-სიგანით.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1216 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: giorgi sajaias shemoqmedeba, giorgi sajaia, პოეზია, გიორგი საჯაიას შემოქმედება, ხელოვნება, გიორგი საჯაია, giorgi sajaias leqsebi, გიორგი საჯაიას ლექსები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0