Загрузка...
გიორგი საჯაია - ოღონდ აქ არა / giorgi sajaia - oghond aq ara - 20 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-29, 2:25 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 20 » გიორგი საჯაია - ოღონდ აქ არა / giorgi sajaia - oghond aq ara


8:06 PM
გიორგი საჯაია - ოღონდ აქ არა / giorgi sajaia - oghond aq ara


მე გეკითხები: ეგ შენი ყელი
სადაფი არის, თუა ბაკარა?
შენ კი მპასუხობ გულგახეთქილი:
- ოღონდ აქ არა!... ოღონდ აქ არა!...

მე გეუბნები: შენი თვალები
მწველია ისე, ვით მზე თაკარა.
შეშინებული შენ იმეორებ:
- ოღონდ აქ არა!... ოღონდ აქ არა!...

მე ვნატრობ: მინდა ვიყო ის სიო,
მაგ თმათა რხევამ რომ გააქარა.
შენ ნერვიულად ისევ ჩურჩულებ:
- ოღონდ აქ არა!... ოღონდ აქ არა!...

და ასე გადის მთელი ცხოვრება.
მე შენზე გულში წყენა მაქ არრა.
შენ მეკითხები: შევხვდებით კიდევ?
- იმ ქვეყნად? ალბათ... ოღონდ აქ... არა!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1115 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: giorgi sajaias shemoqmedeba, giorgi sajaia, პოეზია, გიორგი საჯაიას შემოქმედება, ხელოვნება, გიორგი საჯაია, giorgi sajaias leqsebi, გიორგი საჯაიას ლექსები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0