Загрузка...
გიორგი საჯაია - ნუ დამიბედებ / giorgi sajaia - nu damibedeb - 20 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:46 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 20 » გიორგი საჯაია - ნუ დამიბედებ / giorgi sajaia - nu damibedeb


8:06 PM
გიორგი საჯაია - ნუ დამიბედებ / giorgi sajaia - nu damibedeb


დღეს ბედობაა... აუხდენელი ოცნებების,
ნუ დაიბედებ, ცივ ქარტეხილებს...
თვახედობაა, ჩემი მხრიდან, შენთან თამაში!
და შენზე ფიქრი, ვითომ ღამეს რომ მატეხინებს...
მე და შენს შორის უფსკრულების არის ლამანში...
ჯოჯოხეთია, გზააბნეულ ორი სულისთვის...
და ამ ორიდან გადარჩება მხოლოდ ერთ-ერთი!
და ერთადერთმა ღმერთმა იცის, ალბათ - რომელი...
ნუ დაიბედებ ჩემს სიყვარულს! მე ვარ დემონი...
მე ვარ სატანა... ვოლანდი ვარ და ბელზებელი...
ლუციფერი ვარ... ქვესკნელების ვარ ჰეგემონი
და სივრცეებში მიმოფანტულ ქართა მპყრობელი...
პლანეტები ვარ გადამწვარი... მათი მზეები...
და გალაქტიკებს დემონიურ ფეხებს ვაბიჯებ...
ნუ დაიჩემებ ჩემს სიყვარულს, ქრისტეს გაფიცებ, -
იქნებ როგორმე გადამირჩე - ღმერთის გულისთვის!
დღეს ბედობაა... დაიბედენ ჩემზე არფიქრი!
ანგელოზები დაიბედე... სამოთხეები...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1264 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: giorgi sajaias shemoqmedeba, giorgi sajaia, პოეზია, გიორგი საჯაიას შემოქმედება, ხელოვნება, გიორგი საჯაია, giorgi sajaias leqsebi, გიორგი საჯაიას ლექსები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0