Загрузка...
გიორგი საჯაია - მოძრაობის ილუზია / giorgi sajaia - modzraobis iluzia - 20 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:47 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 20 » გიორგი საჯაია - მოძრაობის ილუზია / giorgi sajaia - modzraobis iluzia


8:33 PM
გიორგი საჯაია - მოძრაობის ილუზია / giorgi sajaia - modzraobis iluzia


განგრევს მოძრაობის ილუზია,
გახრჩობს უძრაობის ანაკონდა.
შუბლზე ნაოჭებად მიგლურსმნია
წლების ფრაგმენტული ამარკორდი.

ისმენ უღმერთობის რაფსოდიებს,
ბედთან უმიზეზო შედავებით.
იცი - ყველაფერი აფსურდია!
გულიც აღარ გწყდება, შედარებით...

აღარც თბილისური სანაპირო
გხიბლავს... მით უმეტეს ნარიყალა.
გინდა გადახვეწა განაპირას,
სადმე დედამიწის - დაიღალე!

სისხლის დადინებით ქუსლებიდან,
გინდა გაქცევა და განაჩენად -
წყვილი ფანქარი და ფურცლები და
წყალსაც წაუღია დანარჩენი!

არც კი მიიხედო წარსულისკენ
მზად ხარ, უზრდელურად ისე გაქრე,
რომ არ მოგინატრონ წასულიც კი,
გინდა, უსაშველოდ გინდა, მაგრამ

გტანჯავს მოძრაობის ილუზია,
გხუთავს უძრაობის ანაკონდა.
შუბლზე ნაოჭებად მიგლურსმნია
წლების ფრაგმენტული ამარკორდი...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1079 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: giorgi sajaias shemoqmedeba, giorgi sajaia, პოეზია, გიორგი საჯაიას შემოქმედება, ხელოვნება, გიორგი საჯაია, giorgi sajaias leqsebi, გიორგი საჯაიას ლექსები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0