Загрузка...
გიორგი საჯაია - მონატრების გაკვეთილები / giorgi sajaia - monstrebis gakvetili - 20 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:10 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 20 » გიორგი საჯაია - მონატრების გაკვეთილები / giorgi sajaia - monstrebis gakvetili


8:36 PM
გიორგი საჯაია - მონატრების გაკვეთილები / giorgi sajaia - monstrebis gakvetili


აქ უნდა ავუხვიო და მერე გზა იყოფა.
რა მაგის პასუხია და შენი მისამართი:
ჯერ უნდა გავიარო ბეტონის ალაყაფი
და მერე სკამი არის, ჩეროში მისავარდნი.
არც ისე ულამაზო ჩრდილი აქვთ კვიპაროსებს,
ჩრდილების კვალობაზე - არც ისე უხეირო.
საერთოდ ზღაპარია, თუ ახლოს პაპიროსის
ღერი და შამპანურის ბოთლია, ნახევარი.
მე ვიჯდე, შემიძლია, ამ სკამზე საათობით.
რამდენად შეიძლება - ეს კიდევ სხვა თემაა...
ვფლობ შენზე ექსკლუზიურ უფლებას საავტორო,
რაც უკვე მიზეზია, უდავოდ, ანათემის!
რაც უკვე საბაბია, უთუოდ შეჩვენების!
და შენი დარაბები, ბედივით ჩაკეტილი,
ჩემს მზერას, მონოტონურს, გრძნობენ და ეჩვევიან
როდესაც მონატრების ვუტარებ გაკვეთილებს.

მასალის წყარო: LitKlubi.Ge


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1310 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: გიორგი საჯაიას ლექსები, giorgi sajaias leqsebi, გიორგი საჯაია, ხელოვნება, გიორგი საჯაიას შემოქმედება, პოეზია, giorgi sajaia, giorgi sajaias shemoqmedeba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0