Загрузка...
გიორგი საჯაია - მზე ხელისგულზე / giorgi sajaia - mze khelisgulze - 20 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:44 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 20 » გიორგი საჯაია - მზე ხელისგულზე / giorgi sajaia - mze khelisgulze


8:38 PM
გიორგი საჯაია - მზე ხელისგულზე / giorgi sajaia - mze khelisgulze


(Sun was said to die and be born again)

აქ მზე თავდება! სხვა იტყოდა, თავდება გზაო,
მაგრამ სხვა არ ვარ და ამდენად, მეპატიება -
მე შეიძლება განვაცხადო, რომ უშნო ცაა
და წვიმის ნაცვლად მოვიყვანო სერპანტინები,
ასე, რომ ვამბობ: გზა კი არა, აქ... მზე თავდება!

არადა იყო საკმარისი მზეც და მანანაც...
დროც, როცა ღმერთის არსებობის იმდენად მწამდა,
რომ თავს საოცრად უხერხულად გრძნობდნენ მავანნი
და სახელითა მამისათა ნელ ცეცხლზე მწვავდნენ
იმდენხანს, ვიდრე უღმერთობას არ ვიწამებდი.

მერე კი, მერე ყველაფერი გაიშვიათდა:
ჟანგბადიც, ღმერთიც, უღმერთობაც, მორალიც, დოგმაც,
ბედიც, რომელიც აღარც მახსოვს ავირჩიე თუ
მემკვიდრეობით ალბერტ პ-სგან მივიღე როგორც
უკანასკნელმა საპატიო ალქიმიკოსმა,

რომელიც სიტყვებს ასო-ასო თუ მისხალ-მისახალ
წონის და მათი ღამეების ღუმელში კოქსვით
ხელეწაფება პოეზიად აქციოს ის ხე,
სწორედ ახლა რომ მიასაქმა მეზობლის ტაქსამ,
თაობები კი, ყვავილებით მოიკითხავენ...

და მზეც, რომელიც გულში კი არ, არამედ გულზე
ხელის მენთო და გაილია ნიშნად იმისა,
მარტივად რომ ვთქვა: აქ თავდება! და უფრო რთულად:
აღარც ღმერთია, აღარც ხატი, აღარც სინდისი -
მხოლოდ "სინათლის" უიმედოდ ბნელი ქალაქი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1177 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: giorgi sajaias shemoqmedeba, giorgi sajaia, პოეზია, გიორგი საჯაიას შემოქმედება, ხელოვნება, გიორგი საჯაია, giorgi sajaias leqsebi, გიორგი საჯაიას ლექსები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0