Загрузка...
გიორგი საჯაია - არაფერი თქვა / giorgi sajaia - araferi tqva - 20 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:44 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 20 » გიორგი საჯაია - არაფერი თქვა / giorgi sajaia - araferi tqva


9:13 PM
გიორგი საჯაია - არაფერი თქვა / giorgi sajaia - araferi tqva


კანაფის კვამლში გახვეული
პლანეტა, ბებერ ეფენდივით,
თვლემს.
დრო გაფუჭდა - ჩაიხვია.
მიზიდულობას ეფედრინით
ვებრძვი და კედლის კალენდრებზე -
მაისის ზერო...
მირაჟული
დღეები ჰგვანან პალინდრომებს -
წასვლა, წამოსვლა, ვირაჟები.
მთვარე გავტეხე - ნახევარი
აბი LSD 25-ის,
ენის ქვეშ - იყო ახირება...
არაფერი თქვა, ჩამეხუტე!
შეშლამდე ისე ცოტა კმარა,
რომ სულში სისხლი ჩამედინა:
შენი სხეული ცოდვა არი,
რომელიც უნდა ჩავიდინო!
ვინ იცის, იქნებ აღასპერზე
შვიდიათასჯერ ცოდვილიც ვარ?!
გაჩუმდი, არ თქვა არაფერი,
დაწექი...
მკერდზე ბოდელიერს
გადაგათარგმნი ფრანგულიდან
და ბოროტების ყვავილები,
მზეს დამტვერავენ რეგოლიტით -
შეციებული კამელია,
მკლავს დააკვდება ოლიანდრის
სამოთხის ბაღში...
ალბათ მერე,
გასწორდებიან კალენდრებიც,
ხოლო მანამ კი - მაისის ზერო...
არაფერი თქვა, მომეფერე!
კანაფის ნისლში გახვეული
პლანეტა, ბებერ ეფენდივით,
თვლემს.
დრო გაფუჭდა - ჩაიხვია.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1219 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: giorgi sajaias shemoqmedeba, giorgi sajaia, პოეზია, გიორგი საჯაიას შემოქმედება, ხელოვნება, გიორგი საჯაია, giorgi sajaias leqsebi, გიორგი საჯაიას ლექსები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0