Загрузка...
გიორგი საჯაია - აბსტინენცია / giorgi sajaia - abstinencia - 20 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 11:02 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 20 » გიორგი საჯაია - აბსტინენცია / giorgi sajaia - abstinencia


9:20 PM
გიორგი საჯაია - აბსტინენცია / giorgi sajaia - abstinencia


წევხარ. ეწევი. კაცმა რომ თქვას, ახლა გაფრენას
წინ არაფერი ეღობება, ფანჯრების გარდა
(საგნებს აღარ თვლი სათვალავში, თითქმის არ სჩანან
საგნები, რადგან უსაგნობით სახლი გაივსო
და ასე უფრო იოლია, თან – გაცილებით...),
რომელთა მიღმაც ქალაქია, დილა, აპრილი,
და შვერილებზე გაჭიმული სარეცხის კორდი,
რომელსაც ქარი ანიავებს. სხვა, დანარჩენი,
ან სულერთია, ან შორს არის – თითქმის ხეებზე,
X გამზირს Y მოედნამდე რომ აცილებენ.

დგები. გადიხარ და ატყობ, რომ პრობლემა გახდა
ქუჩაც, რომელსაც მიჰყვები და არავინ მოგდევს,
ჯიხურიც, სადაც შეგიძლია სასურველ გაზეთს
შეავლო თვალი, შეიძინო და შემდგომ ამის, -
თუკი ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ, ღმერთის შეწევნით, -
სახლიც, რომელშიც გელოდება ვინმე და ტახტიც,
რომელზეც მშვიდად შეგიძლია, დაწვე და მოკვდე,
თუნდაც ცოტა ხნით, თორემ დიდხანს ვინ გაცლის ასეთ
მარტივ ან სიკვდილს, ან სიცოცხლეს და ა. შ. და მისთ.
ბრუნდები. წვები. არაფერი. წევხარ. ეწევი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1098 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: giorgi sajaias shemoqmedeba, giorgi sajaia, პოეზია, გიორგი საჯაიას შემოქმედება, ხელოვნება, გიორგი საჯაია, giorgi sajaias leqsebi, გიორგი საჯაიას ლექსები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0