Загрузка...
გიორგი საჯაია - ევრიკა / giorgi sajaia - heureka - 20 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:38 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 20 » გიორგი საჯაია - ევრიკა / giorgi sajaia - heureka


9:30 PM
გიორგი საჯაია - ევრიკა / giorgi sajaia - heureka


ევრიკა! ღმერთი! - რა თქმა უნდა, ჩემო გიორგი...
და არაფერი აღარ გრჩება შეგრძნების გარდა,
რომ რა ხანია ყველა პასუხს კითხვა მოარგე
და რა ხანია გაუვიდა სამყაროს ვადა.

და რახანია ვადაგასულ ვენებში, მეჩხერ,
თერთმეტი ათას ხუთას ოცჯერ ნახმარი შპრიცით,
ყოველდღე ათ ხაზ სისხლში აჭრილ რეგოლიტს იჩხერ,
რომ რამდენადმე საკუთარ თავს საშველი მისცე

და ტვინში თითი მიაჭირო ღილაკს - "რესეტი",
რომ წუთით მაინც დაივიწყო, ყველა ის ბავშვი,
რომელიც მოკლეს... მიაფურთხო: სულელ პრეზიდენტს,
მართლმადიდებელ მშობელთა და ყველა მისთ. კავშირს,

გასასხვისებლად გამზადებულ მაჩაბლის ცამეტს,
დიდი რვიანის, (შვიდიანის, თუ პლიუს-მინუს),
ყველა რიგით და რიგგარეშე სხდომას თუ სამიტს,
ატიპიური ეიჩ ხუთი ენ ერთის ვირუსს

და მასთან ბრძოლის პრევენციულ ზომას – კარანტინს...
ოჯახს, რომელსაც უყვარხარ და ყოველთვის გიგებს,
ოთახს, რომელშიც: ჭერს, იატაკს, კედლებს, კარადებს
სკამებს, მაგიდებს, დანა-ჩანგლებს, თეფშებს და ჭიქებს,

ტელევიზორებს, რადიოებს, ჟურნალ-გაზეთებს,
წიგნებს, რვეულებს, ხელნაწერებს - დედაბუდიან-
ყველაფრიანად, სტაცო ხელი, როგორც ასეთი,
და ჩაუძახო - თავის ფეხით სადაც დადიან!

და ყველაფერი დაიკიდო, გარდა კუსტარულ
წესით ჩაკემსილ ნატყვიარის, სამყაროს ტორსში,
რომელაც თორმეტ კალიბრიან თვალებს უშტერებ
და რომლის იქით არის რაღაც, სახელად - "მორჩა"...

და რა ხანია გაუვიდა შენახვის ვადა
სამყაროს! მეტიც: ყველა პასუხს კითხვა მოარგე
და არაფერი აღარ გრჩება შეგრძნების გარდა,
რომ ღმერთი... ღმერთი - რა თქმა უნდა, ჩემო გიორგი!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1163 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: giorgi sajaias shemoqmedeba, giorgi sajaia, პოეზია, გიორგი საჯაიას შემოქმედება, ხელოვნება, გიორგი საჯაია, giorgi sajaias leqsebi, გიორგი საჯაიას ლექსები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0