Загрузка...
გიორგი საჯაია - au lapin agile / giorgi sajaia - au lapin agile - 20 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 11:04 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 20 » გიორგი საჯაია - au lapin agile / giorgi sajaia - au lapin agile


9:31 PM
გიორგი საჯაია - au lapin agile / giorgi sajaia - au lapin agile


(ნინი ჯანაშიას)

პარიზი.
საღამო.
კაფე მოდებილო -
"Au Lapin Agile".
გარეთ მონმარტრია,
ქუჩა ტირიფების...
მღერის ვოდევილებს
(ოლივ ბესსელენის)
დასი - "Normandie".
საღამო.
პარიზი.
პოეტთა კაბარე -
კედლებს ანრე ჟილის
ამშვენებს გუაში.
და კარგად აღზრდილი
გარსონი მაბარებს
ანგარიშს,
რომ ერთ დროს...
რომ თურმე...
და ა. შ.
და თურმე მალარმეს,
უყვარდა "Йlisйe"
(კერძია ერთგვარი)
და შანდონ მოეტი.
სულაც არ ანაღვლებს,
დღეს,
სადღაც თბილისში,
რომ იქნებ ძალიან,
მწერლებს და პოეტებს
შიათ ან წყურიათ -
ჰკიდია ცალ ფეხზე...
პარიზი.
საღამო.
13 მარტია.
- Cafй, s il vous plaоt...
- Seulement?
- Oui... Merci!
ვზივარ კაფეში და
გარეთ მონმარტრია.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1135 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: giorgi sajaias shemoqmedeba, giorgi sajaia, პოეზია, გიორგი საჯაიას შემოქმედება, ხელოვნება, გიორგი საჯაია, giorgi sajaias leqsebi, გიორგი საჯაიას ლექსები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0