Загрузка...
გიორგი საჯაია - ღამეს ვერცხლის ფარჩა / giorgi sajaia - ghames verckhlis farcha - 20 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:39 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 20 » გიორგი საჯაია - ღამეს ვერცხლის ფარჩა / giorgi sajaia - ghames verckhlis farcha


9:33 PM
გიორგი საჯაია - ღამეს ვერცხლის ფარჩა / giorgi sajaia - ghames verckhlis farcha


ღამეს ვერცხლის ფარჩა ჩადრად აფარია,
ფიქრი ცეცხლოვანი მერნის ფაფარია,
გასცქერი მთვარის მთებს და მთვარის ვაკეებს
და ცრემლით იშუშებ სიმწრისგან ბაგეებს
დანაკვნეტს... დანაჭამს...

სევდა გეპარება როგორც მორიელი,
მკერდზე გადაშლილი გიდევს მოლიერი,
წევხარ სასთუმალზე და ელი მდუმარი,
როდის შემოგიღებს კარებს ქვის სტუმარი
მაგრამ, ის არა სჩანს...

და ასე ლოდინში გადიან დღეები:
იცვლიან დროდადრო სამოსელს ტყეები,
დღეს, მზიანს, უღრუბლოს, ღამე ცვლის მთოვარი,
შენს სულში იღვიძებს ზოგჯერ მაცხოვარი
და ზოგჯერ - სატანა.

სხეულს კი, შენს სხეულს სიმწიფე აწამებს
და ცრემლი ნიაღვრად გისველებს წამწამებს,
გტანჯავს მარტოობა და გრძნობ, რომ აღარ გსურს,
აღარ სურს აღარც სისხლს, აღარც ხორცს, აღარც სულს
ამ ტანჯვის ატანა.

ღამეს ვერცხლის ფარჩა ჩადრად აფარია,
ფიქრი ცეცხლოვანი მერნის ფაფარია...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1075 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: giorgi sajaias shemoqmedeba, giorgi sajaia, პოეზია, გიორგი საჯაიას შემოქმედება, ხელოვნება, გიორგი საჯაია, giorgi sajaias leqsebi, გიორგი საჯაიას ლექსები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0