Загрузка...
გიორგი ლეონიძე - ნინოწმინდის ღამე/giorgi leonidze-ninowmindis game - 23 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:59 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 23 » გიორგი ლეონიძე - ნინოწმინდის ღამე/giorgi leonidze-ninowmindis game


1:22 PM
გიორგი ლეონიძე - ნინოწმინდის ღამე/giorgi leonidze-ninowmindis game


ნინოწმინდა... პალატები მეფეთა...
გალავანში - ჯამი აქაფებული,
შენი სახე რისთვის შემომეფეთა,
ხატი იყავ - ვეფხვი დაქალებული...
საზანდარმა ღამე ააცახცახა,
ავთანდილის მწვადი ცეცხლზე შხიოდა,
ცა-ატმებით მსხმოიარე, ჩახჩახა,
და გაზაფხულს რძის სუნი ასდიოდა...
ნინოწმინდა... ჩვენ როგორც ხაზარები...
ოჰ, იმ ღამეს როგორ აგვაბრიალა
საქართველოს ლექსის მეხანძარენი
ძმობამ, ცრემლმა, სიყვარულის იარამ!
როგორც ხმალი, ძმებო, ტამერლანისა,
სიყვარული ისე დამჯახებია!
მე მივტირი ღამეს ზამბახებიანს
და სიყვარულს ათაბაგის ქალისას;
ძუძუები ოქროს კალმახებია,
წამწამები აქვს თავთუხის ყანისა...
წინანდალის ვაზი აყვავებული,
ჩამოსხმული ოქროთი და თაფლითა,
აფრენილი ბაზიერის დაფითა,
დურაჯი ხარ, მაყვალს შეფარებული!
ნინოწმინდა... ჩვენ როგორც ხაზარები...
ოჰ, იმ ღამეს როგორ აგვაბრიალა
საქართველოს ლექსის მეხანძარენი
ძმობამ, ცრემლმა, იმ პატარა იარამ!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 5508 | დაამატა: | რეიტინგი: 2.0/1
სულ კომენტარები: 2
2 diko  
0 Spam
vgijdbeiii am leqsze smile smile

1 ilia  
0 Spam
magari leqsia smile

სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0