Загрузка...
გიორგი ლეონიძე - პატარძეული/giorgi leonidze-patardzeuli - 23 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:53 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 23 » გიორგი ლეონიძე - პატარძეული/giorgi leonidze-patardzeuli


1:30 PM
გიორგი ლეონიძე - პატარძეული/giorgi leonidze-patardzeuli


პატარძეული… ჩემი სოფელი,
ბავშვობის კერა _ პატარძეული,
ჩემი აკვანი წნორის ტოტისა
იქა ყოფილა გადარწეული.
იქ მზრდიდა ხალხი… იქ მზრდიდა დედა
და ხალხის ფიქრი ათასწლეული…
მახსოვს ეზოში დიდი ფშატის ხე,
სიბერისაგან გადაქცეული…
იმ ხის ფესვებში მელანდებოდა
ხალხის მზის ოქრო და განძეული…
ჩემს მზეს ბორბლები არ დამტვრევია,
ჯერ შუადღე მაქვს არ-დალეული…
მე მინახია ბევრი ქვეყნები
და ქალაქები ათასეული,
მაგრამ სუყველგან მე ხელს მიქნევდა
ჩემი პატარა პატარძეული.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1968 | დაამატა: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0