Загрузка...
ოთარ ჭილაძე: – “რაც დასახარჯი არსებობს – ვხარჯავ” otar childze-rac dasaxarji arsebobs vxarjav - 23 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:41 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 23 » ოთარ ჭილაძე: – “რაც დასახარჯი არსებობს – ვხარჯავ” otar childze-rac dasaxarji arsebobs vxarjav


2:18 PM
ოთარ ჭილაძე: – “რაც დასახარჯი არსებობს – ვხარჯავ” otar childze-rac dasaxarji arsebobs vxarjav


რაც დასახარჯი არსებობს – ვხარჯავ,
რაც სანახავი არსებობს- ვნახე.
და სანამ ქარი მისინჯავს მაჯას,
მიშვერილი მაქვს წვიმისთვის სახე.
ვერ დავარბიე ჩემში ველური,
კანდაშაშრული მზით და მარილით,
ვერ მივაჭედე სულს სახელური,
რომ გამოაღოს ყველამ კარივით.
ყველა ზეიმზე დავიგვიანე,
ყველაზე ადრე მოსულმა დღემდე.
არც მდიდარი ვარ და არც ჭკვიანი,
მაინც ვერავინ ვერ ცხოვრობს ჩემდენს.
მე ყველა სიტყვის წარმოთქმა მტანჯავს,
თვალს ყოველ დილით ტკივილით ვახელ
და სანამ ქარი მისინჯავს მაჯას,
მიშვერილი მაქვს წვიმისთვის სახე.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1152 | დაამატა: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0