Загрузка...
მიხეილ ქვლივიძე - კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს / mikheil qvlividze - kaci, romelic daaklda qalaqs - 25 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-12-27, 7:29 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 25 » მიხეილ ქვლივიძე - კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს / mikheil qvlividze - kaci, romelic daaklda qalaqs


6:29 PM
მიხეილ ქვლივიძე - კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს / mikheil qvlividze - kaci, romelic daaklda qalaqs
რამდენი ჩვენგან წასული კაცის
ვერ გადავიხდით ვერასდროს ამაგს...
მაგრამ ის ერთი სხვა იყო მაინც -
კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს!

ჩვენ მას შორიდან ვიცნობდით მხოლოდ,
ვნატრობდით მასთან ქუჩაში გავლას, -
მან კი გულები დაგვწყვიტა ბოლოს,
კაცმა, რომელიც დააკლდა ქალაქს!

მისი დაკარგვის მწარეა განცდა,
ვერ ამოვავსებთ ცარიელ ალაგს,
რადგან ვერც ერთი ვერ მივალთ მასთან,
კაცთან, რომელიც დააკლდა ქალაქს!

და ეხლა, როცა ქუჩაში, სადმე,
თვალს მოვკრავთ ღიმილს - ნაცნობს და ალალს,
წარმოგვიდგება ძვირფასი სახე
კაცის, რომელიც დააკლდა ქალაქს!

და თითქოს ვითვლით, ისევ და ისევ,
გულში დაგროვილ სიკეთის მარაგს
და ღმერთს ვთხოვთ: ღმერთო, გვაცხოვრე ისე,
რომ ჩვენც ოდესმე დავაკლდეთ ქალაქს!





გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 3256 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მიხეილ ქვლივიძე, shemoqmedeba, poezia leqsebi, ლექსები, პოეზია, mixeil qvlividze, ხელოვნება, xelovneba, khelovneba, mikheil qvlividze | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
3 leo  
0 Spam
giorgi jora shavgulidzes[size=15]

2 InterestingSite  
0
samtsukharod martla ar vici...

1 tato  
0 Spam
dzaan magai leqsia es vis ezgvnebaa?

სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0