Загрузка...
მიხეილ ქვლივიძე - პასუხი / mikheil qvlividze - pasukhi - 25 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:19 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 25 » მიხეილ ქვლივიძე - პასუხი / mikheil qvlividze - pasukhi


7:03 PM
მიხეილ ქვლივიძე - პასუხი / mikheil qvlividze - pasukhi
მაშ, შენ ამბობ, რომ არ ჰყოლია მტრები რუსთაველს,
არ გაჰქცევია სამშობლოდან სულთამხუთავებს
და რომ მარტოდენ უიმედო ტრფობის ბრალია,
თუ ამ ქართველმა უცხოეთში სული დალია?!
იქნებ ტრფიალმა გადახვეწა ყველა მელექსე:
თეიმურაზი, არჩილ მეფე, ვახტანგ მეექვსე,
საბა-სულხანი გამოაწყო ბერის კაბაში,
ძვალთშესალაგი დაუკარგა ბესიკ გაბაშვილს,
მამულს მოსწყვიტა სამუდამოდ გურამიშვილი
და ბარათაშვილს ამოჰხადა სული შიმშილით?!
იქნებ ტრფიალმა ჭავჭავაძეს ესროლა ტყვია
ან სიყვარულმა ჰკრა მაჩაბელს ხელი სამიწე,
ან იქნებ იმას სიყვარული სახელად ჰქვია,
რამაც შეშალა მთის არწივი მოჩხუბარიძე?!
არა! ქართველთა გზა როდია ასე იოლი:
თვითმკვლელობაა
დიდი საქმის ჩვენში დაწყება...
სარკმელს გააღებს ამღვრეული გალაკტიონი
და ქვაფენილებს
შურდულივით
დაენარცხება!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1971 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მიხეილ ქვლივიძე, shemoqmedeba, poezia leqsebi, ლექსები, პოეზია, mixeil qvlividze, ხელოვნება, xelovneba, khelovneba, mikheil qvlividze | რეიტინგი: 2.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0