Загрузка...
მიხეილ ქვლივიძე - მთვარიანი ღამე / mikheil qvlividze - mtvariani ghame - 25 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-29, 2:29 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 25 » მიხეილ ქვლივიძე - მთვარიანი ღამე / mikheil qvlividze - mtvariani ghame


7:14 PM
მიხეილ ქვლივიძე - მთვარიანი ღამე / mikheil qvlividze - mtvariani ghame
მთაწმინდა _ წმინდა სავანე მოგვთა
და გზა _ ყვითელი სხივების გარე,
სიცოცხლით სავსე მზე თითქოს მოკვდა
და მის ცივ ცხედარს დაერქვა ,,მთვარე”.
მთვარის ღიმილი დაეცა ქუჩას _
ვერცხლია ზეცა და ფილაქანი,
მუხლისთავები ღამეს რომ უჩანს,
იმიტომ ისმის ქარის ქაქანი...
ასეთ ღამეში ლექსიც მეტია
და კაციც ფიქრობს, რატომღაც ასე:
ალბათ მზიანი დღე ასეთია
მიცვალებულთა სამეფო კარზე.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1220 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მიხეილ ქვლივიძე, shemoqmedeba, poezia leqsebi, ლექსები, პოეზია, mixeil qvlividze, ხელოვნება, xelovneba, khelovneba, mikheil qvlividze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0