Загрузка...
მიხეილ ქვლივიძე - იყო არაბეთს... / mikheil qvlividze - iko arabets... - 25 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:36 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 25 » მიხეილ ქვლივიძე - იყო არაბეთს... / mikheil qvlividze - iko arabets...


7:17 PM
მიხეილ ქვლივიძე - იყო არაბეთს... / mikheil qvlividze - iko arabets...
„იყო არაბეთს“... არაბეთს
არა ყოფილა არავინ!
საქართველოში იმხანად
ხელმწიფედ გვყავდა თამარი,
მგოსანიც გვყავდა — პირველი
წარჩინებულთა სიაში,
მაგრამ ეს კაცი რატომღაც
ცხოვრობდა... პალესტინაში!

„იყო არაბეთს“... ო, ღმერთო!
რისთვის დასჭირდა ქარაგმა?
ვეფხვივით აულაგმავი,
ნეტავ რა ძალამ ალაგმა
და საქართველოს მაგიერ
(ისეთი რა შეეფეთა?)
რამ ათქმევინა ქართველ კაცს:
„ინდოეთს შვიდთა მეფეთა“?!

რამ წაიყვანა უცხოეთს?
ვინ აუბნია გზა-კვალი?
ისეთი მტერი ვინ ჰყავდა
ულმობელი და მზაკვარი,
რომ კაცი, ცამდე მართალი
ღვთისა და ერის წინაშე,
გადააგდეს და დაკარგეს
შორეულ პალესტინაში?!

„იყო არაბეთს“... არაბეთს
არა ყოფილა არავინ:
საქართველოში იმხანად
მეფობდა დ ი დ ი თ ა მ ა რ ი!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1131 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მიხეილ ქვლივიძე, shemoqmedeba, poezia leqsebi, ლექსები, პოეზია, mixeil qvlividze, ხელოვნება, xelovneba, khelovneba, mikheil qvlividze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0