Загрузка...
მიხეილ ქვლივიძე - იუდას მონოლოგი / mikheil qvlividze - iudas monologi - 25 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:31 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 25 » მიხეილ ქვლივიძე - იუდას მონოლოგი / mikheil qvlividze - iudas monologi


7:19 PM
მიხეილ ქვლივიძე - იუდას მონოლოგი / mikheil qvlividze - iudas monologi
მთები ვარსკვლავებს ბარში მწყემსავდნენ,
ბნელში გართხმული სდუმდა ზეგანი,
და თქვა იესომ: `მამლის მესამე დაყივლებამდე,
ერთი თქვენგანი მიღალატებსო...~
`მიღალატებსო?~ და შეკრთა მაშინ ჩვენი სერობა,
თითქო სუფრაზე უცებ დაგვესწრო
თვით ანგარება და პირფერობა...
ქრისტე კი ჩხირით ქექავდა ნაცარს,
დასთამაშებდა პირზე ღიმილი და
მწიფდებოდა ღალატის მსგავსად,
ფანჯრის გადაღმა მამლის ყივილი.
ვდუმდით. დუმილმა სული დაღალა.
იწურებოდა დათქმული ვადა.
და დაიყივლა ერთხელ მამალმა
და ეს ყივილი გასროლას ჰგავდა.
მერე მოვარდა სიო ფრთამალი,
დაფლითა შავი ღრუბლების ფარჩა,
უკვე მეორედ ყივის მამალი,
მოღალატე კი არ ჩანს და არ ჩანს!
ნუთუ, მოტყუვდა, შეცდა მოძღვარი,
ბრძენი, მისანი, სულის თამადა?
გაცამტვერდება მყის სალოცავი,
მისი ნათქვამი თუ არ გამართლდა:
ვეღარ უშველის დაღუპულ იმედს
ვერავითარი ლოცვა_ღაღადი,
მოკვდება ღმერთი თუ ახლა ვინმემ
არ ჩაიდინა ჩვენში ღალატი!
უნდა ვითავო ეს უმძიმესი
საქმე _ გავიღო მსხვერპლი საჩინო
უნდა გავწირო კაცი _ იესო,
ქრისტე _ ღმერთი რომ გადავარჩინო!
ჩქარა!.. ცის კიდეს ვარსკვლავი მოწყდა,
ზეცა გაწითლდა, როგორც მოცხარი..
და მე ავდექი, ვემთხვიე მოძღვარს
და ჯალათებმა იცნეს მოძღვარი!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 4924 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მიხეილ ქვლივიძე, shemoqmedeba, poezia leqsebi, ლექსები, პოეზია, mixeil qvlividze, ხელოვნება, xelovneba, khelovneba, mikheil qvlividze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0