მთავარი » 2014 » სექტემბერი » 25 » მიხეილ ქვლივიძე - ვაპირებ ცხოვრებას / mikheil qvlividze - vapireb ckhovrebas
7:21 PM მიხეილ ქვლივიძე - ვაპირებ ცხოვრებას / mikheil qvlividze - vapireb ckhovrebas
|
ვაპირებ ცხოვრებას, სანამ ცოცხალი ვარ, ვაზროვნებ სანამ და მკლავშიაც ღონე მაქვს, რამდენი ხანია, რამდენი ხანია, ყოველდღე, ყოველწამს ვაპირებ ცხოვრებას!
ვაპირებ ცხოვრებას და აღარ დამადგა საშველი, — თადარიგს თავი ვერ გავართვი, შაქარყინულივით თითებში ჩამადნა ბავშვობის სიტკბო და სიმწიფის ლაზათი.
ვეღარ გავიხარე, ვეღარ გავიოცე, ვერ გავამაისე ხანმოკლე აპრილი, ვერ გადავაქციე ცხოვრებად — სიცოცხლე და ცის ქვეშ ვერ ვნახე საჩემო ადგილი!...
ო, ღმერთო! როდემდე, როდემდე როდემდე... გადიან დღენი და მგონია, ვბერდები, გაუხარებელი ყიჟინით მომდევენ აუცხადებელი ჩემი იმედები...
და ისევ — ლოდინი, და ისევ — მზადება და გული ცივდება — ჩამქრალი საკირე... სიცოცხლე თავდება! სიცოცხლე თავდება, მე კი სულ ცხოვრების დაწყებას ვაპირებ!
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1233 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: მიხეილ ქვლივიძე, shemoqmedeba, poezia leqsebi, ლექსები, პოეზია, mixeil qvlividze, ხელოვნება, xelovneba, khelovneba, mikheil qvlividze
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 2 სტუმარი: 2 მომხმარებელი: 0
|
|