Загрузка...
მიხეილ ქვლივიძე - აგვისტო, 1968 წელი / mikheil qvlividze - agvisto, 1968 tseli - 25 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-29, 2:35 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 25 » მიხეილ ქვლივიძე - აგვისტო, 1968 წელი / mikheil qvlividze - agvisto, 1968 tseli


7:25 PM
მიხეილ ქვლივიძე - აგვისტო, 1968 წელი / mikheil qvlividze - agvisto, 1968 tseli
თავისუფლება, - მას რუსულად "სვობოდა" ჰქვია, -
ხელებშეკრული ჩაიყვანეს პრაღიდან მოსკოვს...
თავისუფლება თავისთავად მშვენიერია,
მშვენიერი კი, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტია,
ჭეშმარიტება კი უთუოდ სიმართლეს ნიშნავს,
რასაც რუსულად "პრავდა" ჰქვია... ჰოდა, ეს "პრავდა"
იუწყებოდა იმ დღეებში: "გუშინ მოსკოვი
სვობოდას შეხვდა ტაშითა და ყვავილებითო"...
...............
მერე - აგვისტოს მზემ გადაწვა ლორთქო ბალახი,
მერე - ვაცლავის მოედანზე ხალხი მოგროვდა,
ჩირაღდანივით აბრიალდა იან პალახი
და ყველასათვის ცხადი გახდა - რაა "სვობოდა"!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1104 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მიხეილ ქვლივიძე, shemoqmedeba, poezia leqsebi, ლექსები, პოეზია, mixeil qvlividze, ხელოვნება, xelovneba, khelovneba, mikheil qvlividze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0