Загрузка...
ოთარ ჭილაძე - აი, გავიდა ეს წელიწადიც / otar chiladze - ai, gavida es tselitsadic - 26 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 11:03 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 26 » ოთარ ჭილაძე - აი, გავიდა ეს წელიწადიც / otar chiladze - ai, gavida es tselitsadic


5:55 AM
ოთარ ჭილაძე - აი, გავიდა ეს წელიწადიც / otar chiladze - ai, gavida es tselitsadic
აი, გავიდა ეს წელიწადიც
და ამჟამადაც დავრჩი უცვლელი:
კვლავ იმას ვიცავ, რასაც ვიცავდი,
კვლავ თავგზას მიბნევს სუფთა ფურცელი.

თუმცა ასეა, ასეა ყველა,
ვისაც ჯერ გული ხალისით უცემს.
მე მომემატა დღეს ერთი წელი
და ამდენივე მომაკლდა უცებ.

გარეთ კი ხმელი ფოთოლი ცვივა
და უფრო ადრე ბნელდება…(ბნელა).
ასე მგონია, შენსავით ცივად,
შენსავით მკაცრად მიმიღებს ყველა.

გწყალობდეს ღმერთი, ვით დღემდე გწყალობს.
ზემდეტს და უხამსს არაფერს გკადრებ.
მე ახლა შენგან სიძულვილს ვსწავლობ,
როგორც სიყვარულს ვსწავლობდი ადრე.

ასეა, თუკი რაღაცას ელი,
თუ იმ რაღაცას იმედით უცქერ…
მე მომემატა დღეს ერთი წლი
და იმდენივე მომაკლდა უცებ.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1467 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, ოთარ ჭილაძე, poezia leqsebi, otar chiladzis leqsebi, შემოქმედება, ოთარ ჭილაძის ლექსები, otar chiladzis poezia, otar chiladze, ოთარ ჭილაძის პოეზია | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0