მთავარი » 2014 » სექტემბერი » 26 » ოთარ ჭილაძე - ფედერიკო გარსია ლორკა / otar chiladze - federiko garsia lorka
6:04 AM ოთარ ჭილაძე - ფედერიკო გარსია ლორკა / otar chiladze - federiko garsia lorka
|
გზიდან გადუხვევს მაღალი ბოშა, ცხენს გამოხსნის და მოიფხანს კეფას ჭრიალებს ღერძი. ძაღლები ყეფენ და შორს გრანადის სამრეკლო მოჩანს.
რა საყვარელი ყოფილა თურმე მდინარის პირას პატარა სერი. მდინარის პირას ისვენებს სერი და აჩერებენ ბევშვები ურმებს.
და ხელს იჩრდილებს ხესთან ირინე – (ვიღაც მხედარი ღიღინებს მთაში) ფორთოხალს ჭამს და იცინის ბავშვი და ყვირის: ირინე...ირინე...
მდინარე არის მკრთალი და ცივი, მკრთალი და ცივი და სულმთლად ღია. და როგორც მიზანს ამცდარი ტყვია, მინდვრების ქარი ყურებში წივის.
1957წ
მასალის წყარო: LitKlubi.Ge
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1714 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: shemoqmedeba, ოთარ ჭილაძე, poezia leqsebi, otar chiladzis leqsebi, შემოქმედება, ოთარ ჭილაძის ლექსები, otar chiladzis poezia, ოთარ ჭილაძის პოეზია, otar chiladze
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|