Загрузка...
ოთარ ჭილაძე - ამ სახლში ისევ უკრავენ შოპენს / otar chiladze - am sakhlshi isev ukraven shopens - 26 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:28 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 26 » ოთარ ჭილაძე - ამ სახლში ისევ უკრავენ შოპენს / otar chiladze - am sakhlshi isev ukraven shopens


6:08 AM
ოთარ ჭილაძე - ამ სახლში ისევ უკრავენ შოპენს / otar chiladze - am sakhlshi isev ukraven shopens
ამ სახლში ისევ უკრავენ შოპენს
და მავთულები ნაცრისფერ ცაში
იჭიმებიან და თითქოს გრძნობენ
რაღაცას დღემდე უცნობს და საშიშს,

სახლში ცხოვრობენ, შრომობენ, უყვართ
და ნებდებიან საყვარელ ხელებს
და ახარჯავენ ერთმანეთს უხვად
მას, რაც ისედაც გაქრება მერე.

და სურვილებიც ჩნდებიან ისევ
და ძველ სურვილებს აგლეჯენ ღვედებს,
და აღარ თვლიან სიცოცხლის ღირსად
და სულის მაღალ კედელებთან ხვრეტენ.

მაგრამ ზამთარში ღამდება ადრე
და ღამე შუბლით აწვება კარებს,
გარეთ კი ამტვრევს პროტესტის ჭადრებს
იანვრის ქარი... და ცივა გარეთ.

და მავთულებიც რაღაცას გრძნობენ,
რაღაცას, დღემდე უცნობს და საშიშს,
და ნუგეშივით უსმენენ შოპენს,
დაჭიმულები ნაცრისფერ ცაში.

1959

მასალის წყარო: LitKlubi.Ge





გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1287 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, ოთარ ჭილაძე, poezia leqsebi, otar chiladzis leqsebi, შემოქმედება, ოთარ ჭილაძის ლექსები, otar chiladzis poezia, ოთარ ჭილაძის პოეზია, otar chiladze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0