Загрузка...
როინ აბუსელიძე - შენ იტყვი / roin abuselidze - shen itkvi - 26 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:38 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 26 » როინ აბუსელიძე - შენ იტყვი / roin abuselidze - shen itkvi


5:36 PM
როინ აბუსელიძე - შენ იტყვი / roin abuselidze - shen itkvi
შენ იტყვი ერთ დღეს - ლექსი ყელში როგორ ამოგდის,
პოეტის ცოლიც რომ დაგერქვას რთული ყოფილა,
ჩემს ყველა სტრიქონს დაიფერთხავ იმ საღამოთი
და ცივ ლოგინში შემოწვები ლექსიშობილა.

შენ იტყვი ერთ დღეს, რომ მოგბეზრდა იყო ბინაში,
სადაც ყოველთვის რეალობა არის მორიგი -
მუდამ მეგობრებს ველოდები... და ჩემს ჯინაზე
მოწევ სიგარეტს, ხოლო დილით კარეს მოირგებ.

შენ იტყვი ერთ დღეს, რომ უბრალოდ აღარ გიყვარვარ,
რომ ჩვენ ბავშვები აღარ გვქვია, რომ ვართ დიდები,
დაძინებისას შუქს ჩააქრობ, მთხოვ - არ გიყურო
და ჩემს წინაშე შიშვლად გავლა მოგერიდება.

შენ იტყვი ერთ დღეს, გაკვირვებით, როგორ გაძელი
ამდენი წელი, ან წამები როგორ ითვალე
ერთად ყოფნისა, გადაყლაპავ აბებს საძილე
და სულ ფეხებზე დაიკიდებ ჩემს რთულ სიმთვრალეს.

შენ იტყვი ერთ დღეს, რომ სამსახურს თუ არ ვიშოვი
წახვალ, არ ძალგიძს უკვე მსგავსი ტვირთის ტარება,
ნათქვამს პირველად დაიფიცებ ხატთან ღვთისმშობლის
ხმა კი ტირილით იმ დღეს აღარ გაგებზარება.

შენ იტყვი ერთ დღეს, რომ ღალატშიც ბევრჯერ მამხილე,
აღარ მსურს ერთად რომ ვცხოვრობდეთ - ესეც შენი თქმით,
მაგრამ ოდესმე ამ ლექსს ალბათ კიდევ იხილავ
და მაშინ - მე რომ არ მიყვარდი - მაგას ვერ იტყვი!...





გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1123 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: როინ აბუსელიძე, roin abuselidzis poezia, roin abuselidzis leqsebi, როინი, roin abuselidzis shemoqmedeba, როის ლექსები, rois leqsebi, roin abuselidze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0