Загрузка...
როინ აბუსელიძე - ინდივიდუალური ლექსი (სარკესთან საკითხავი) / roin abuselidze - individualuri leqsi (sarkestan sakitkhavi) - 26 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-22, 2:11 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 26 » როინ აბუსელიძე - ინდივიდუალური ლექსი (სარკესთან საკითხავი) / roin abuselidze - individualuri leqsi (sarkestan sakitkhavi)


5:38 PM
როინ აბუსელიძე - ინდივიდუალური ლექსი (სარკესთან საკითხავი) / roin abuselidze - individualuri leqsi (sarkestan sakitkhavi)
„მე მახსოვს ისლის პატარა ქოხი,
ბუნდოვნად,
მდ. ჭოროხთან ახლო,
ასევე მახსოვს რომ იდგა ორ ხიდს
შუა, გადაღმა - მონათა ბაზრის,
სადაც ყოველთვის მხვდებოდა ხოლმე
ერთი ლამაზი გოგონა ლაზის.

ხატიჯე ერქვა, ეფარა ჩადრი,
ჩემსას ვერაფერს იგებდა, მაგრამ
ვდგებოდი დილით ძალიან ადრე
რომ დამენახა,
ღმერთია მოწმე,
ერთ შობა დღეს კი სულ მარტო შემხვდა
და მთელი ღამე ქართულად ვკოცნე.

შემდეგ გვიყვარდა ერთურთი დიდხანს
შემდეგ გავიგე დანიშნეს სხვაზე
და როგორც ხდება წუთი წუთს მიჰყვა
და როგორც ხდება დავშორდით.
ლაზეთს -

ჭოროხის სუნი დაჰქონდა იმ დღეს,
წაეღო ცამდე სოფელი ბღავილს,
მე კი მე მხოლოდ საღამოს მითხრეს,
რომ ცხრა თვის ორსულს მოეკლა თავი..“
და მაშინ მოვკვდი მეც, მაშინ შვილო“

- თვალებს იწმენდდა ბუხართან პაპა,
აცრემლებული ყვებოდა შემდეგ
ძველი ტკივილით გაჟღენთილ ამბავს.
.......................................

და ხვალ შობაა და ეს ამბავი,
მივხვდი კვლავ რატომ განათდა ჩემში,
რომ ყველა შვილი არის სიკვდილი,
რომელიც უნდა გვეშვა და ვერ ვშვით,
თითქოს სხეულშიც კრთება ღირსება
სულში კი უფრო მატულობს გრძნობა -
რომ ყველა ტკივილს ამოგივსებ და
ოთხნი შევხვდებით მომავალ შობას!...





გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1277 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: როინ აბუსელიძე, roin abuselidzis poezia, roin abuselidzis leqsebi, როინი, roin abuselidzis shemoqmedeba, როის ლექსები, rois leqsebi, roin abuselidze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0