Загрузка...
როინ აბუსელიძე - თ ო ვ ა / roin abuselidze - t o v a - 26 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:24 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 26 » როინ აბუსელიძე - თ ო ვ ა / roin abuselidze - t o v a


5:41 PM
როინ აბუსელიძე - თ ო ვ ა / roin abuselidze - t o v a
ეშვება თოვა და გეგონება
თმებს ივარცხნიან ანგელოსები,
თოვს შეყოვნებით თოვს შეკონებად
და ფანტელებით შეიმოსები,
მჯერა ამაღამ წვიმის ქალაქო,
ისე გცივა და ისე სლუკუნებ,
გსურს ჩემში ყველა ლექსი დალაქო,
მე რომ დაერქვას ამ საუკუნეს.
ხეთა მუსიკა უფლის ქნარია,
ბერტყავს ფანტელებს ტოტზე ტოტიდან,
ვივსები თოვლით და მიხარია,
იმნაირად რომ მზეს ჩამოვიტან,
როგორც გასულ წელს გათოვებისას,
ვკოცნიდი როცა ცისფერ ნათითურს,
შენი თითების და თუ მეღირსა
შენი თვალების ოკეანითურთ,
შენი თვალების ოკეანიდან,
შენი თვალების ოკეანაზე,
ცის პოეზიას თოვლში გავიტან
ეს გაგიჟება ისე მაქეზებს,
დღეებით ჩემი ცივი დღეებით,
ფიფქები დნება ლექსის ბგერებად,
ვგრძნობ რაღაც დიდს და ძლიერს შეები,
ჩემო მუზავ და კადნიერებავ.
წარსულშიც ბევრი თოვის წლებია,
სისველეს ყინვის მოსავს ყალიბი,
და ფანტელები ახლა წვებიან
ჩემს სტრიქონებში შიშველ ქალივით,
სადაც სუნი დგას ბროწეულების,
სადაც მიყვარხარ და არ მკადრულობ,
წამებს ითვლიან ოცწლეულები,
იმედებით და უსიყვარულოდ.
ცამდე მთვრალი ვარ, ფეხიც მერევა,
შორით რძისფერი მოჩანს სერები,
ვიცი ბევრია დრო და ფერება,
თუმც ერთმანეთს არ შევეფერებით.
გიგლეჯს სისხლძარღვებს თოვის გალობა,
თუ კი უსმენ და თუ კი შეიცან,
დღეს შენი ზეცა მზესთან ახლოა
და მზეზე მაღლა არის ჩემი ცა.
ეშვება თოვა და გეგონება
თმებს ივარცხნიან ანგელოსები,
თოვს შეყოვნებით თოვს შეკონებად
და ფანტელებით შევიმოსები,
რადგან მივდივარ უკვე იქითკენ,
სადაც პოეტებს არ გაუმართლათ,
საკუთარ თავს კი ზურგზე ვიკიდებ
და ჩემი ფეხით მიმაქვს უფალთან.





გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1170 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: როინ აბუსელიძე, roin abuselidzis poezia, roin abuselidzis leqsebi, როინი, roin abuselidzis shemoqmedeba, როის ლექსები, rois leqsebi, roin abuselidze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0