Загрузка...
როინ აბუსელიძე - ნოსტალგია. დაკაპო / roin abuselidze - nostalgia. dakapo - 26 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 11:03 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 26 » როინ აბუსელიძე - ნოსტალგია. დაკაპო / roin abuselidze - nostalgia. dakapo


5:47 PM
როინ აბუსელიძე - ნოსტალგია. დაკაპო / roin abuselidze - nostalgia. dakapo
(ჩემს სომეხ მეგობარს გარიკა კარაპეტიანს რომელიც იბრძოდა აგვისტოს ომში)

- ორივე - ხელია. რომელი მოვიჭრა?
ან მერე როგორ გავამრთელო?
ძალიან პატარაა ხო იცი, როიჯან
ეს ჩვენი დიდი საქართველო -

ამბობდი ხუმრობით, ამბობდი ხალისით და
ბავშვობა - ბავშვობას გავატანეთ
და ფუტკრის ნაკბენი მკლავივით
გაგვისივდა
ეს გული, ოხერი, \"ცავატანემ\"

ტოლებსაც იმ დღიდან სრულიად გავერიდეთ,
ამინდიც გადაიქცა ტირილად,
მახსოვს სულ პირველად
ჭაჭით რომ დავთვერით და
ლექსი რომ წავუკითხეთ ირინას.

ის თოვლიც მაგონდება წელამდე რომ დადო,
გვქონდა ერთად ყოფნის პატივი,
მკერდზე დაწერილი \"საქართველო\"-ც დროდადრო
გეზრდებოდა მაცხოვრის კვართივით.

მორიგმა აგვისტომ უეცრად დაიქუხა
და მაშინ ატირება მომინდა
თუმც მაინც სიცილით გითხარი.
დაგაბარე -
ტყვიები წამომიღე ომიდან.

და ასე შევეჭიდეთ სხვადასხვა ბარიკადებს
და მთელი ჩვენი ქუჩა შეიძრა,
დღეს ომში მოუკლავთო, დღეს ომში...
გარიკა, დეე,
ოთახში შემოვიდა შენი ძმა.
.
- ორივე ხელია, რომელი მოვიჭრა
ან მერე როგორ გავამრთელო,
ძალიან პატარაა ხო იცი როიჯან
ეს ჩვენი დიდი საქართველო -

ამბობდი ხუმრობით, ამბობდი ხალისით და
ჩემს თმებსაც შეერია ჭაღარა
და წლებიც გასულან რაც მიწას მიგაბარეთ
და რაც მე ცალი ხელი აღარ მაქვს!...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1534 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: როინ აბუსელიძე, roin abuselidzis poezia, roin abuselidzis leqsebi, როინი, roin abuselidzis shemoqmedeba, როის ლექსები, rois leqsebi, roin abuselidze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0