Загрузка...
როინ აბუსელიძე - ჩვენი უბნის მელოდიები / roin abuselidze - chveni ubnis melodiebi - 26 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:25 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 26 » როინ აბუსელიძე - ჩვენი უბნის მელოდიები / roin abuselidze - chveni ubnis melodiebi


5:56 PM
როინ აბუსელიძე - ჩვენი უბნის მელოდიები / roin abuselidze - chveni ubnis melodiebi
რა ქალი იყო და კი არა
რა გოგო იყო და ამბები...
პირველად რომ ჩამოიარა,
მეორედ რომ ჩამოიარა,
მესამედ -
მივხვდით რომ გავებით
მახეში,
ზაფხული, კაბები.
რა გოგო იყო და კიარა -
ქუჩას მოძრაობას უცვლიდა!
მახსოვს რომ გვიყვარდა ზიარად,
ლექსებსაც ზიარად ვუძღვნიდით,

ვუძღვნიდით, სიმღერებს, ბაიათს,
ყვავილთა ეპოქაც მოვკრიფეთ,
სიტყვა მაგ გოგოზე - \"კაია\"
თვით სიტყვას ჩუქნიდა კომპლიმენტს.

რა ქალი იყო და გოგონა,
ჟრჟოლებით - თმებიდან - ნეკამდი,
გვინდოდა!... - და საკენს როგორაც
სიზმრებში მის კერტებს ვკენკავდით
და ზამთრის ქუჩებში გათოშილთ,
მიკვირს თუ როგორ არ მოგვწყინდა,
ის გოგო ჩვენს სადარბაზოში
სულ სხვებს და
სულ სხვებს
რომ კოცნიდა.

რა გოგო იყო და რა ქალი,
როგორ გვაოცებდა - მაოცებს,
ჩვენ ჩვენი ბავშვობა დავკალით,
კ-ოცნე-ბე-ბის სასაკლაოზე...

წლები თუ გასულა ათობით, -
იმედი იმედად გამოგვყვა,
როდესაც ვუცქერდით გათხოვილს,
ვიტრინის გაღმა და გამოღმა.

ბოლოს კი ჭორებად აგორდა
ლექსები, სიმღერა, პიარი -
ნეტავ ჩვენს ქუჩაზე ამ გოგოს
საერთოდ არ ჩამოერა.
პირველად მან ჩამოიარა
და მაშინ მივხვდით რომ გავებით
რა ქალი იყო და კი არა
რა გოგო იყო და... ამბები!...





გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1211 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: როინ აბუსელიძე, roin abuselidzis poezia, roin abuselidzis leqsebi, როინი, roin abuselidzis shemoqmedeba, როის ლექსები, rois leqsebi, roin abuselidze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0