Загрузка...
როინ აბუსელიძე - ნათლისღება (ნინოს) / roin abuselidze - natlisgheba (ninos) - 26 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:47 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 26 » როინ აბუსელიძე - ნათლისღება (ნინოს) / roin abuselidze - natlisgheba (ninos)


7:59 PM
როინ აბუსელიძე - ნათლისღება (ნინოს) / roin abuselidze - natlisgheba (ninos)
ქარის ხმა ისმის ახლა გამებად,
ჩემს ღამეს შენი მთვარე დანათის,
სრულდება ეს თვე როგორც წამება,
როგორც თოვლი და როგორც ბარათი.
ღამეს კი ღამეს სავსე მთვარიანს,
სახეს უფარავს ღრუბლის ნიღაბი,
ამბობდნენ ჩვენზე - კარგად არიან,
მაშინ როდესაც - ცუდად ვიყავით.
ახლა კი ღმერთს ჰგავს შენი დანახვა,
ქარი ხიდიდან ხიდზე გადადის,
მოვკვდები ოღონდ იყო თანახმა,
შენ დაგრჩეს - ჩემი წილი ჟანგბადი.
ნახე, როგორ ჰგავს ცა და ოჯახი,
ერთმანეთს, მაგრამ უერთმანეთოდ
ყურს ვუგდებთ ახლა ბევრის მოძახილს
და ვხვდებით ბევრთან არ გვაქვს საერთო
ენა, აზრი და გამონახვადიც
არის წარსულში არარაიმე,
მთვარე ჰკიდია როგორც ნახატი
და გამთენია სუნთქავს აივნებს.
ველოდი იმას რასაც ველოდი,
შენ მზეს გააჩენ პირმშოს კი არა,
ამ წელიწადის საქართველო კი -
ცხრამეტ იანვარს იმშობიარებს.
ვიღაც იკითხავს სადღაც - რა ხდებას,
შენ კი ამ კითხვის მარტივ მტკიცებად,
ნათლისღება და ლექსი დაგხვდება,
როცა ხვალ დილით
გაგეღვიძება...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1475 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: როინ აბუსელიძე, roin abuselidzis poezia, roin abuselidzis leqsebi, როინი, roin abuselidzis shemoqmedeba, როის ლექსები, rois leqsebi, roin abuselidze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0